ტეგები

,


cixe 21990 წლის  ნოემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოსცა კანონი ამნისტიის შესახებ.  ეს იყო  მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული გამარჯვებისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გარდამავლი პერიოდის დაწყების აღსანიშნავი ჰუმანური აქტი. მაშინ უზენაესმა საბჭომ  მაშინ  გადაწყვიტა პატიმრობიდან განთავისუფლებულიყვნენ: ქალები; 60 წელს გადაცილებული კაცები; პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები; მსჯავრდებულები, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ 5 წლამდე პატიმრობა  და მანამდე  არ ჰქონდათ მოხდილი სასჯელი შრომა – გასწორებით დაწესებულებაში; მსჯავრდებულები, რომელთათვის მისჯილი სასჯელი არ იყო დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან; ამნისტიას ექვემდებარებოდნენ  ის პირებიც, რომლებიც პირველად იმყოფებოდნენ პატიმრობაში და მოხდილი ჰქონდათ სასჯელის ნახევარი; არასრულწლოვანები; გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის გამო  გასამართლებლები, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ  8 წლამდე პატიმრობა; 8 წელზე ზემოთ პატიმრობა მისჯილებს კი უნდა განახევრებოდათ პატიმრობის ვადა.

ამნისტია არ  ეხებოდათ: ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევისთვის  თავისუფლება აღკვეთილებს; პირებს, რომლებიც  სასჯელს იხდიდნენ: ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება – გასაღებისთვის, განზრახ მკვლელობისთვის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მილიციის თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისთვის; გაუპატიურებისთვის; სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისთვის ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის გზით; დამამძიმებელ გარემოებებში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობისთვის; დამაძიმებელ გარემოებებში გაძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის, განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისთვის; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ამ ფეთქებადი  ნივთიერებების გატაცებისთვის; ნარკოტიკულ საშუალებთა უკანონოდ დამზადება – შეძენა  –  შენახვა –  გადაზიდვა –  გასაღებისთვის; “ნარკოტიკულ საშუალებთა ხმარებაზე დაყოლიებისთვის, ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობისთვის.”

ამნისტია არ ვრცელდებოდა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად ცნობილ პირებზე, წარსულში რამდენჯერმე გასამარლებულებზე, რომლებიც  განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს და ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისას ჩადენილი დანაშაულის გამო მსჯავრდებულებზე.