“კარგად გვესმის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლა ერთობ გართულდება, თუ იგი დაუპირისპირდება დასავლეთისა და  აღმოსავლეთის დაახლოების პროცესს. ეს პროცესები პოზიტიური დემოკრატიული ნიშნით ვითარდება და სასურველია მოხერხდეს მათი ურთიერთშეთავსება.”

zviko

 

პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ ( სადაც უმრავლესობა ბლოკმა  –  “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”- მოიპოვა) მსოფლიო ხალხებს მიმართა და ამ მიმართვით სცადა მსოფლიოსთვის მიეწვდინა ხმა თავისი უმთავრესი მიზნების შესახებ. ეს 1990 წლის შემოდგომით მოხდა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  ხსენებული მიმართვის სრულ ტექსტს გთავაზობთ. ეს საინტერესოა.

 

1

“საქართველო უკანაკნელ დრომდე დასავლეთისთვის უაღრესად საშიში ზესახელმწიფოს უპირობო ნაწილს წარმოადგენს. ამდენად, კარგად გვესმის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლა ერთობ გართულდება, თუ იგი დაუპირისპირდება დასავლეთისა და  აღმოსავლეთის დაახლოების პროცესს. ეს პროცესები პოზიტიური დემოკრატიული ნიშნით ვითარდება და სასურველია მოხერხდეს მათი ურთიერთშეთავსება.

საქართველოს  მრავალპარტიული უზენაესი საბჭო სახელმწიფოებრიობის აღდგენის ეტაპობრივ პროცესს განიხილავს, როგორც ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტაბილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რამეთუ საქართველოს, ისევე როგორც ბალტიის რესპუბლიკების, ხელოვნური გაერთიანება თუნდაც განახლებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, აუცილებლად გამოიწვევს ამ რესპუბლიკებში სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საჭი გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების ორგანოა და მიზნად ისახავს 1921 წლის თებერვალ-მარტში შეიარაღებული აგრესიის შეადეგად დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ჩვენ არ ვაპირებთ არც რომელიმე სახემწიფოსთან და არც საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ეროვნებასთან დაპირისპირებას. ეს არის  გზა, რომლითაც გარანტირებული იქნება საქართველოში ადამიანის, მოქალაქის, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გახდება რა მსოფლიოს თავისფალ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი, თავის წვლილს შეიტანს სამართლიანი და ჰარმონიული მსოფლიოს შექმნაში. ამ გზაზე კი სხვა სახელმწიფოთაგან სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!”

1990