„მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო  ბლოკად 1990 წლის მაისი ბოლოს ფადოემდა, მასში  შვიდი პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა: საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება,ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია. ამის შემდეგ „მრგვალმა მაგიდამ“ დაიწყო სამოქმედო პროგრამის შემუშავება. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გავიხსენებთ რას სთავაზობდა ზვიად გამსახურდიას გარშემო შეკრული ბლოკი  ამომრჩეველს.. გთავაზობთ ამონარიდებს “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო პლატფორმის იმ ნაწილიდან, რომელიც ეკონომიკას ეხებოდა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“  მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს სსრ უზენაესი  საბჭოში. გაეცანით ამონარიდენს მისი წინასაარჩევნო  ეკონომიკური პლატფორმიდან:

საქართველოს ეკონომიკის აღორძინების აუცილებელი პირობაა მისი პოლიტიკური სუვერენიტეტი. საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისკენ მიმართულ ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემა უნდა გამოხატავდეს თავისუფალ მოქალაქეთა საერთო ნებას. იგი უნდა ქმნიდეს პიროვნების მატერიალური და სულიერი თავისუფლების საფუძველს, რის გარანტიასაც წარმოადგენს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის აღიარება.

კერძო საკუთრების პრინციპი  არ გამორიცხავს სახელმწიფო საკუთრების არსებობას. მეურნეობის იმ დარგებში და საქართველოს იმ რეგიონებში,  სადაც მეურნეობისთვის არახელსაყრელი პირობებია, შენარჩუნდება სახელმწიფო საკუთრება, რომლის სუბიექტიც იქნება არა სახელმწმიფო ზოგადად, არამედ საქართველოს მთავრობა პერსონალურად, რომელიც ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტურობაზე.

ეკონომიკის საბაზრო პრინციპების ჩამოყალიბება – დამკვიდრების პროცესში თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო საკუთრების დამკვირებისათვის უნდა შემუშავდეს ამჟამად არსებული სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა – პროვატიზაციის რეგულირების კონკრეტული ღონისძიებანი. სახელმწიფო საკუთრების განსახელმწიფოებრიობა უნდა განხორციელდეს თანდათანობით, ეტაპობროვად, იმ ვარაუდით, რომ სახელმწიფოს  საკუთრებაში დარჩეს მხოლოდ ის საწარმოები, რომელთა ფუნქციონირებაც კერძო მეწარმეობის პრინციპებზე დროის მოცემულ მომენტში გაუმართლებელი იქნება.

იზოლირებული ეკონომიკური სისტემიდან თავდასაღწევად,  საერთაშორისო ინტეგრაციაში საქართველოს თანმიმდევრული ჩაბმისა და მოკავშირეებთან და  საერთაშორისო ( მათ შორის სსრკ) პარტნიორებთან ხელასყრელი მდგომარეობის მისაღწეად აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო და ევროპულ, რეგიონალურ  ორგანიზაციებთან ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა). მხოლოდ მათთან მჭიდრო კონსულტაციურ და ფინანსურ  კავშირებშია შესაძლებელი განვითარების პროგრამების დაფინანსებისთვის საერთაშორისო საკრედიტო ბაზრიდან საჭირო რესურსების მოზიდვა.

პარალმენტმა უნდა განახორციელოს სსრკ სახემწიფო ბანკის მიერ უცხოური ვალუტისა და ძვირფასი ლითონების მარაგის შესაბამისი ნაწილის საქართველოს ბანკისადმი გადაცემა. საქართველომ უცხოური სავალუტო შემოსავლის ნაწილი აქედანვე უნდა შეიტანოს სპეციალურ ანგარიშზე რომელიმე უცხოურ ბანკში, რათა დამოუკიდებლობის დროს ამ რესურსმა უზრუნველყოს ქვეყანა და მისი ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის მინიმალური საწყისი მარაგით.

აუცილებელია შემუშავდეს პროგრამა ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, კაპიტალის, მენეჯერული და მარკეტინგული ტექნიკის დასანერგად. ამისათვის აუცილებელი იქნება როგორც უცხოელი ექსპერტების მოწვევა საქართველოში, ასევე ეროვნული კადრების მნიშვნელოვანი მაწილის მივლინება საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში.

ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გასატარებლად ეროვნულ ბანკს მიენიჭება ცენტრალური ბანკის სტატუსი, რომელსაც გარდა კომერციული და კოოპერაციული ბანკების  კოორდინაციისა და ზედამხედველობისა ექნება ისეთი უმნიშვნელოვანესი ფუქნციები როგორიცაა: ფულის მიმოქცევის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორებისა და სავალუტო ურთიერთობების სფეროში რესპუბლიკის ერთიანი პოლიტიკის გატარება, ფულად – საკრედიტო სისტემის ცენტრალიზებული მართვა, მყარი ფულადი მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუველყოფა, მისი გასაცვლელი კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან და სხვა.

საქართველოს უზენაესი საბჭო ნიშნავს ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარეს და ამტკიცებს ცენტრალური ბანკის წესდებას.

ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ჩვენი ბანკების და პირველ რიგში ცენტრალური ბანკის ფილიალები და წარმომადგენლობები  ყველა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც  დავამყარებთ ურთიერთხელსაყრელ კავშირებს. საშურია შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისთვის გამოვიყეოთ ჩვენი პარტნიორების საკრედიტო ხაზები და მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზება.

დამუკიდებელი საქართველოს ფულად საკრედიტო სისტემის შექმნის გზაზე უმნიშვნელოვანესია  ფულის ეროვნული ერთეულის შემოღება. ეროვნული ფული უნდა გახდეს  საქართველოს ეკონომიკის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებთან ინტეგრირების მტკიცე გარანტი. საქართველოს ეკონომიკა, რომელიც თავისფალი მეწარმეობის პრინციპებზე იფუნქციონირებს, კარს გაუღებს სხვადასხვა სამეურენო პარტნიორებს, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმოქმედოს მრავალი ქვეყნის კონვერტირებულმა ვალუტამ.

საქართველოს ეკონომიკური სუვერენტეტის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება მოითხოვს თავსმოხვეული კოლონიური დარგობრივი სტრუქტურების დემონტაჟს და ერის ინტერესების შესაბამისად მის ხელახლა ფორმირებას..

ეროვნული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა ჩამოყალიბდეს საქართველოსთვის შესაფერისი სათბობ -ენერგეტიკული კომპლექის ოპტიმალური სტრუქტურა, რომლის განვითარებაში დაშვებული შეცდომების გამო რესპუბლიკის ენერგეტიკული  რესურსებით უზრუნველყოფის საქმე მეტად არადამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სათბობ -ენერგეტიკული რესურსების მთელი კომპლექსი, განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ენერგეტიკის არატრადიციული დარგების: მზის, ქარის, თერმული წყლების განვითარებას, მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსების სათანადო გამოყენება, ამასთან, ბიოგაზის ენერეტიკის მოსახლეობის სამსახურში ჩაყენება.

როგორც მრეწველობის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულის მანქანათსამშენებელო კომპლექსმა. მან საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე  უნდა აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ინტენსიფიკაციის გაძლიერებას და არსებული მდიდარი სასოფლო სამეურნეო ბაზის ოპტიმალურ გამოყენებას. უნდა შეიქმნას პირობები საშუალო და მცირე ზომის საწარმოთა განვთარებისთვის.

მაღალი ტემპით უნფა განვითარდეს შავი და ფერადი მეტალურგიის ისეთი დარგები, რომელთა ნედლეულის ბაზაც რესპუბლიკას გააჩნია და მათი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც უნდა  გავიდეს.

საქათველოს წინაშე მდგონმი სოციალურ -ე კონომიკური ამოცანების გადაჭრაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს საშენ მასალათა მრეწველობამ, საქართველოს ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი დარგია კვების მრეწველობა, რომელიც  ქვეყნის ბუნებრივ -კლიმატური პირობებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე კვლავაც შეინარჩუნებს წამყვან როლს მეურნეობაში. ისეთი მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე სასურსათო პროდუქტები, როგორიცაა ქართული სამარკო ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები და კონიაკი, შამპანური  ჩაი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვანტები, ეთერზეთები, მინერალური წყლები, უალკოჰოლო სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე. საქართველომ უნდა უზრუნველყოს კვების პროდუქტებით მოსახლეობის მაქსიმალური დაკმაყოფილება, დიდი მნიშვნელობა უნდა დაეთმოს ადგილობრივი დარგების,  გასაკუთრებით, ხორცისა და რძის მრეწველობას.

საქართველოში, როგორც ყევლა საზღვაო ქვეყანაში,სპეციალიზაციის ერთ-ერთ დარგად უნდა იქცეს და სწრაფი ტემპით განვითარდეს  თევზის მრეწველობა.