პირველი არასაბჭოური არჩევნებისთვის მძაფრი ბრძოლების შემდეგ ( ამ ბრძოლაში ცენტრალური რკინიგზაც გადაიკეტა) საქართველოში ოფიციალური  საარჩევნო კამპანიის პერიოდი დადგა. თუმცა, უზენაესი საბჭოს არჩევნების პარალელურად ეროვნული კონგრესის არჩევნებისთვის მზადებაც მიმდინარეობდა. გაყოფილ ეროვნულ  მოძრაობაში განსხვავებულ გზებს მიუყვებოდნენ  უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლოს გზას და ეროვნული კონგრესის არჩევნების გზას. მაშინდელი წინასაარჩევნო ვითარების გასახსენებლად 1990 წლის ზაფხულის ერთ მიმოხილვას გთავაზობთ.

“თუ ბოლოდროინდელ დაძაბულ საზოგადოებრივ -პოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ, ახლა, ამ დღეებში საქართველო შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს  იმ თვალსაზრისით, რომ არაა პარალიზებული რკინიგზა და მსხვილი საწარმოების მუშაობა, თბილისში, მთავრობის სახლთან არ იმართება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და რესპუბლიკის შემოგარენში – ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისათვის – არავინ ემზადება მასობრივი მარშებისთვის.. ამდენად, დღეს დაძაბულობა ფარული, სიღრმისეულია.

თითქმის ყოველდღიურად უარესდება ცხოვრება. სულ უფრო  ცარიელდება მაღაზიების დახლები, იზრდება ფასები და მაღალფასიანი სამრეწველო საქონლით სავსე კომერციული საკომისიო მაღაზიების რაოდენობა, სადაც დღეს, მაგალითად, თამბაქოს ნაწარმის საქართველოსთვის არნახულ დეფიციტში, თავისუფლად შეიძენთ „მალბოროს“ კოლოფს 20-22 მანეთად, ან „პელ მელ“-ისას – 15 მანეთად

ახლა კი საარჩევნო კამპანიის შესახებ. თითქამის ყოველდღე გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შესახებ. კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჟორდანიამ დამსწრეთ მოახსენა, რომ, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ბოლო სესიაზე მიღებული ახალი კანონის თანახმად, საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებისთვის შექმნილია 125 საარჩევნო ოლქი საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულებისა და მათში ამომრჩეველთა რიცხვის გათვალისწინებით. ამომრჩეველთა რიცხვი მთლიანად რესპუბლიკაში განისაზღრა 3 მილიონ 429 ათასით.”

 

გაყოფილი ეროვნული მოძრაობა და განსხვავებული არჩევანი

1990 წელს უზენაესი საბჭოს  არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიათა სია

 

sia

 

1990 წელს ეროვნული კონგრესის არჩვენებისთვის რეგისტირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციათა სია

kongreus