ტეგები

, ,


რას წერდა აკაკი ბაქრაძე 1990 წლის ზაფხულში  ეროვნულ მოძრაობაზე, ქართველი ერის მთავარ ამოცანაზე და ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილ მედროვეებზე..

“მოსკოვმა იოლად მოახერხა ისიც, რომ ჯერ ეთნოკონფლიქტებით არივდარია საქმე, მერე კი ეროვნულ მოძრაობაში ერთბაშად შემორეკა ყველა – მტყუანი და მართალი. ყველამ ეროვნული დროშის ფრიალი დაიწყო.  გარეგნულად, დღეს საქართველოში ეროვნულ მოძრაობას მოწინააღმდეგე არ ჰყავს, გარდა თითოოროლა ფანატიკოსი ლენინელისა.

როგორ, წელიწადში თუ წელიწადნახევარში ყველას უცებ შეეცვალა შეხედულება? ვინც 9 აპრილამდე ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ კბილებს ახრჭიალებდა, ახლა იმას ეროვნული მებაირახტრეობა უნდა. რა მოხდა? ერთ კასრ ღვინოში ერთ ჭიქა წყალს თუ ჩაასხამ, ღვინოს არ დაეტყობა,  მაგრამ ერთ კასრ ღვინოში ერთ კასრ წყალს თუ ჩაასხამ, ღვინო გაწყალდება. აი, ეს ხალხი გამოიყენეს. ყველა შემოუშვეს ეროვნულ მოძრაობაში და, სამწუხაროდ, ეროვნულმა მოძრაობამაც  ხელგაშლილად მიიღო ისინი. ამან ქაოსური ვითარება შექმნა. ქაოსი ხელსაყრელია საბჭოთა ხელისუფლებისთვის და მომაკვდინებელია ეროვნული მოძრაობისთვის.

თუ გვინდა ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვოს, საქართველოში მკაცრი წესრიგი უნდა დამყარდეს. საქმე საათივით უნდა აიწყოს. ერმა მკაფიო გამოკვეთილი მიმართულებით უნდა იაროს. ეს ეროვნულმა მოძრაობამ უნდა გააკეთოს. რამდენადაც მეტად იქნება წყალი ამღვრეული, იმდენად უკეთ დაიჭერს ხელისუფლება სასურველ თევზს.

ერთიანი მიზანი, მოქმედების ერთიანი გეგმა, ერთიანი ხელმძღვანელობა – ეს გარდაუვალი აუცილებლობაა.”