Tags

, ,


აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი –  “მწერლობის მოთვინიერება”- მეოცე საუკუნის 80 იან წლებში  დაიწერა. მაშინ, ცხადია, არ გამოქვეყნებულა, კარგა ხანს ხელიდან ხელში გადადიოდა. ბაქრაძის “მწერლობის მოთვინიერება” დღის სინათლეზე 1990-ში გამოვიდა. ამ წელს  დაიწყო ჟურნალმა “მნათობმა” მისი ნაწილ – ნაწილ გამოქვეყნება.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გთავაზობთ ამონარიდს 1990 -ის ივლისში გამოქვეყნებული ტექსტიდან. მასში  აღწერილია  სსრკ –   როგორც პროფესიონალი და არაპროფესიონალი ქურდების ქვეყანა და, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ  როგორ მოხდა საბჭოთა საზოგადოებაში და შესაბამისად საბჭოთა მწერლების მიერ  პროფესიონალი ქურდის ერთგვარი გაიდეალება..

ეს განწყობილება ლიტერატურაშიც აისახა. ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონში“ სნეული ბაჩანა რამიშვილის სანახავად მრავალნაირი ადამიანი მიდის. მაგრამ არც ერთ მათგანს გულწრფელად არ აინტერესებს ავადმყოფის მდგომარეობა. ყველას ერთი მიზანი აქვს: ისარგებლონ ბაჩანას ავტორიტეტით და თავისი ავკაცური საქმე მოაჭახრაკონ. ერთადერთი კაცი, ვინც ალალად არის შეწუხებული რამიშვილის ავადმყოფობით და გულით სურს რითიმე დაეხმაროს, ვახტანგ ამბოკაძეა და თუ, ჩვენც ვიკითხავთ – ვინ არის ეს ღვთისმიერი კაცი, – პასუხად მივიღებთ – ქურდი, პროფესიონალი ქურდი.”

mcer

 

“რევოლუციამდე არსებობდა მქონებელთა კლასი. უქონელთა კლასი ძარცვავდა მას. რევოლუციის შემდეგ მქონებელთა კლასი მოსპეს. დარჩა მარტო უქონელთა კლასი. მისი ცნობიერება კი მოწამლულია წართმევის პრინციპით, ექსპროპრიაცია მიაჩნია სამართლიან საქმედ, მაგრამ  გასაჭირშია: ძარცვა – გლეჯისათვის მქონებელთა კლასი აღარ  ჰყავს, გაანადგურა იგი, ნებით თუ უნებლიეთ, იწყებს კლასობრივი თანამოაზრის გაქურდვას, უფრო მეტიც, თავისთავის გაძარცვას. ამორალური პრინციპი ბუმერანგივით შემოტრიალდა ექსპროპრიაციის მოტრფიალეთა წინააღმდეგ.

როცა სსრკ – ში ოფიციალური ქურდობა გამოცხადდა არსებობის ერთადერთ წყაროდ  და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელმა პარვა დაიწყო, პროფესიონალი ქურდი ზნეობრივი შარავანდედით შეიმოსა.

რატომ მოხდა ეს?

პროფესიონალ  ქურდს არ დაუწყია ნიღბის ტარება, თვალთმაქცობა, სხვისი მოტყუება. თავი არ გაუსაღებია პატიოსან კაცად. ქურდობისათვის რაიმე საპატიო სახელი არ დაურქმევია. არაპროფესიონალი ქურდები კი ტყუიან, თვალთმაქცობენ, ნიღაბს ატარებენ, გაუთავებლად ლაყბობენ სინდის – ნამუსზე,  ყველას ჭკუას ასწავიან, საზოგადოების ბურჯად მოაქვთ თავი, ხელთ უპყრიათ ნაირ-ნაირი თანამდებობები, ატარებენ  ნაირ-ნაირ საპატიო წოდებებს, არახუნებენ ნაირ-ნაირ ჩინ – მედლებს..

როცა რიგითმა მოქალაქემ, უბრალო მშრომელმა ერთმანეთს შეადარა ორი ქურდი – პროფესიონალი და არაპროფესიონალი, – აღმოაჩინა, რომ პირველი გაცილებით ალალი, გულწრფელი და სუფთაა, ვიდრე მეორე. მას ბუნებრივად გაუჩნდა პროფესიონალი ქურდის პატივისცემის გრძნობა.

დაპატიმრებულ ახალგაზრდას ეკითხებიან:

„ – ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სამართლიანად ქითაისში?კუკურია თვალება .. ჯონი ჯინჭარაძე..

ვინ არიან ისინი? – ქურდული „ელიტის“ წარმომადგენლები..“

maraეს განწყობილება ლიტერატურაშიც აისახა. ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონში“ სნეული ბაჩანა რამიშვილის სანახავად მრავალნაირი ადამიანი მიდის. მაგრამ არც ერთ მათგანს გულწრფელად არ აინტერესებს ავადმყოფის მდგომარეობა. ყველას ერთი მიზანი აქვს: ისარგებლონ ბაჩანას ავტორიტეტით და თავისი ავკაცური საქმე მოაჭახრაკონ. ერთადერთი კაცი, ვინც ალალად არის შეწუხებული რამიშვილის ავადმყოფობით და გულით სურს რითიმე დაეხმაროს, ვახტანგ ამბოკაძეა და თუ, ჩვენც ვიკითხავთ – ვინ არის ეს ღვთისმიერი კაცი, – პასუხად მივიღებთ – ქურდი, პროფესიონალი ქურდი.

ცხოვრებაშიც და მწერლობაშიც ნათლად ჩანს, ცხოვრების სოციალისტურმა წესმა რა ზნეობრივ სიღატაკემდე მიიყვანა ადამიანი, სიციალიზმს აქ თავის მართლება არ შეუძლია, რადგან სწორედ მეცნიერული სოციალიზმის ფუძემდებელი ბრძანებს: „ ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერბას.“ამ დებულების თანახად, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოელი ადამიანის მიერ ქურდის იდეალად გამოცხადება განსაზღვრულია და განპირობებული სოციალისტური სინამდვილის  ყოფიერებით. ამიტომ არის რომ ე.წ. „ნეგატიური მოვლენების“ წინააღმდეგ პრესაში გაჩაღებულ ყაყანს არავითარი შედეგი არ მოაქვს. საბჭოთა ადამიანი მშვიდად აგრძელებს ქურდობას, ქრთამის აღებას, ხალტურას, კომბინაციას, გამოძალვას..კარგად იცის რომ სხვაგავრად ვერ იარსებებს.

ამ მდგომარეობის წყალობით, საბჭოურ ლიტერტურაში  გაუგონარი რამ მოხდა: რეციდივისტი, სისხლის სამართლის დამნაშავე გამოყვანილია, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართველი ძალა.ეს პროცესი აქტიურად ქართულ  მწერლობაში 80 იან წლებში დაიწყო და თანდათან ძლიერდება. ამის საბუთად შეგიძლიათ წაიკითხოთ გურამ ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი,“ ვანო ურჯუმელაშვილის „ფერიცვალება“,  გიორგი ციციშვილის „სძლიე სიხარბესა შენსა“ და სხვათა მოთხრობები და რომანები…

საბჭოთა ლიტერატურამ რეციდივისტი წარმოგვიდგონა ძალად, რომელსაც საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა შეუძლია ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალიზმის დროს რეციდივისტი მსხვერპლი კი აღარ  არის,   ჯალათი, პარია კი აღარ არის, არამედ – ბატონი.

რამ გამოიწვია ეს?

ამის მკაფიო პასუხს საბჭოთა პრესა იძლევა. წაიკითხეთ გაზეთები, მოუსმინეთ და უყურეთ რადიოსა და ტელევიზიას და ნახავთ, რომ საბჭოურ სამოხელეო იერარქიაში არ არსებობს თანამდებობა, რომლის მფლობელი ბოროტმოქმედებას არ სჩადიოდეს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოური პრესა მომხდარ  დანაშაულებათა მხოლოდ ერთ პროცენტს აშუქებს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საბჭოელი მოხელეების ბორტმოქმედების მასშტაბი…..ცხოვრების ამგვარმა წესმა ყველა ჯურის რეციდივისტი, პროფესიონალი და არაპროფესიონალი, ერთმანეთს დააკავშირა, ერთ მუშტად შეკრა და სოციალურ ძალად აქცია.

მწერლობამ დაინახა ეს სურათი, შეამჩნია ეს პროცესი და ასახა კიდეც. ცხადია მას სოციალისტური სინამდვილის მხილება არ ჰქონია მიზნად. იგი ცალკეული  ხარვეზების დაგმობას ცდილობდა. მაგრამ შუბი ხალათში არ  დაიმალა. უნდოდა თუ არა ლიტერატურას ეს ობიექტრი სურათი მაინც გამომჟღავნდა. ამ სურათმა კი ყველას გასაგონად  მთელი ხმით იყვირა: დაიგმო და უარყოფილ იქნა ძველი მცნება – არა იპარო, გაბატონდა სხვა ლოზუნგი, მართალია დაუწერელი, მაგრამ საზოგადოების ცნობიერებაში მტკიცედა ფესვგადგმული – იქურდე, თორემ სხვანაირად ვერ იცხოვრებ.

ამრიგად ჩვენს თვალწინ მოხდა ზენობრივი კატასტროფა, რაც უთუოდ გამოიწვევს ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფაცაც, შესაძლებელია ეროვნულსაც.”