ტეგები


1989 წლის ზაფხულში აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის  ერთი წლის თავზე  გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა ინტერვიუ აფხაზთა სახალხო ფორუმის  – “აიდგილარას” –  თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აჩბასთან და საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრთან ნუგზარ მგალობლიშვილთან. ორივე მათგანი აფხაზეთში შექმნილ რთულ და საშიშ ვითარებაზე საუბრობდნენ.

ზურაბ აჩბას “აიდგილარას” საინტერესო და შედარებით ზომიერი პოზიციის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ, თუმცა, შეკითხვას –  როგორ წარმოედგინა აფხაზეთში მშვიდობის და თანხმობის მიღწევა?  –  ის პასუხობდა: ” თუ უზრუნველყოფთ ერთმანეთისთვის თანასწორობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.”

“აიდგილარას” ამ წარმომადგენელს  “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  უკვე შევხვდით,  როცა 1990 წლის მაისში, თბილისში, სპორტის სასახლეში შემდგარ ეროვნულ ყრილობაზე აფხაზთა დელეგაციის დასწრების ფაქტი და ყრილობაზე ზურაბ აჩბას გამოსვლა გავიხსენეთ.  https://lessonsgeo.wordpress.com/2015/03/15/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91-%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%91/

ამჯერად გთავაზობთ ამონარიდებს ქართულ პრესაში, 1990 წლის ზაფხულში, გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან, რომლებიც ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას ჩაუწერია.

acha

– ერთი წელი გავიდა 1989 წლის 15-16 ივლისის ტრაგიკული ამბების შემდეგ. როგორ აფასებთ გასული წლის მოვლენებსა და მდგომარეობას დღევანდელ აფხაზეთში?

ზურაბ აჩბა:  ჩვენს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 1989 წლის 15-16 ივლისი შედეგია პოლიტიკური ექსპანსიისა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხორციელდებოდა აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საქართველოს შოვინისტურად განწყობილ ძალთა მხრივ.

ამ ძალებმა პროვოცირება გაუკეთეს აფხაზებსა და ქართველებს შორის შეტაკებას, სცადეს პოლიტიკური კონფლიქტის ტრასფორმირება ერთაშორის წინააღმდეგობად და დისკრედიტირება აფხაზი ხალხის სამართლიანი ბრძოლისა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ამის შედეგად დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები.

– როგორ გესახებათ ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა ნორმალიზაციის გზები?

zurზურაბ აჩბა: ნორმალიზაციის პროცესი შესაძლებელია აფხაზებთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტით. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ერთა შორის კონფრონტაციის შესამცირებლად. პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქართველი მხარე შეიგნებს, რომ აფხაზეთსა და აფხაზი ხალხის პრობლემებს ობიექტური ხასიათი აქვთ. დროა შეწყდეს არსებულ პრობლემათა ძიების შეცვლა მეფე ნაბუქოდონოსორისდროინდელი „ისტორიული“გამოანგარიშებებით და ცბიერი „მესამე“ ძალის მანიაკური მითითებებით. ამგვარი ნიშნით შეიძლება აღიბეჭდიოს ნებისმიერი გამანთავისუფლებელი მოძრაობა, მათ შორის ქართულიც. საეჭვოა, ამ პირობებში ნაყოფიერი დიალოგის შესაძლებლობა. საქართველოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ძალები ნამდვილად ისე ექცევიან ჩვენს ხალხებს, როგორც უფალი ღმერთი ბაბილონის კოშკის მშენებლებს.

1989 წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის და ილუზიებისგან თავის დაღწევის წელი იყო, უფრო ნათლად დავინახეთ აფხაზეთის პრობლემები და საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ აფხაზეთის ასსრ პოლიტიკური ფიქციაა, რომ აფხაზ ხალხს არ შეუძლია თავისი სამშობლოს საქმეებში მონაწილეობა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში ეროვნებით აფხაზ პირთა ყოფნა არსებული რეალიების კომუფლაჟისთვისაა გათვალისწინებული. აშკარა გახდა, რომ ჩვენი სამშობლო იყო და რჩება გეოპოლიტიკურ მოთხოვნათა ობიექტად, აფხაზი ხალხი კი საწყენი ხელშემშლელი ფაქტორია სასურველი მიზნის მიღწევაში. ვცადეთ გაგვერკვია საქმეთა ჭეშმარიტი მდგომარეობა და დავრწმუნდით, რომ უკანასკნელ ზღვართან ვდგავართ, რომლის მიღმა არარსებობა იწყება. შევიგნეთ, რომ არჩევანი არ გვაქვს და აუცილებელია ბრძოლა ღირსეული არსებობისთვის, ეს  ბრძოლა გრძელი და მძიმე იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

 – შეიძლება თუ არა რომ ტრაგიკული მოვლენების წლისთავის დღეები ( 15 -16 ივლისი) ქართველთა და აფხაზთა ეროვნული თანხმობის და შერიგების დღეებად იქცეს?

ზურაბ აჩბა: ფორუმმა 15-16 ივლისს ერთაშორის შეტაკებისას დაღუპულთა ყველა ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა და აფხაზეთის მთავრობას შესთავაზა ეს დღეები ეროვნული გლოვის დღეებად გამოაცხადოს. გვჯერა, რომ საერთო მწუხარება და თანაგრძნობა ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების შერიგებას. თუმცა, ეროვნულ თანხმობას შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფთ ერთმანეთისთვის თანასწორობას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

——————————————————-

ნუგზარ მგალობლიშვილი: “1 აპრილისა და 15-16 ივლისის ამბები საბოლოოდ ააშკარავებს, რომ ცენტრის სცენარით ვითარდებოდა და დღესაც ვითარდება აფხაზეთის მოვლენები. ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ვანდალურ აქციებს აფხაზეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ცენტრალური პრესა განსაზღვრავს, როგორც „ერთაშორის უთანხმოებათა ნიადაგზე“ შეტაკებას, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

აფხაზეთში 1 აპრილს, 1989 წლის 15-16 ივლისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, 1990 წლის მაისში გაგრაში მომხდარი ვანდალური აქციები, არავითარ შემთხვევაში არ არის შეტაკება. ესაა აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილის დაგეგმილი თავდასხმა ქართველი ეროვნების პირებზე. აღმოჩნდა, რომ 16 ივლისის 10 საათამდე დაჭრილი 190 კაციდან 139 ქართველია, 22 აფხაზი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 62 კაციდან 48 ქართველია.გაგრაში შეტაკების შედეგად დაშავდა 17 ქართველი და 3 აფხაზი.

აფხაზების მკვლელობების მიზეზთა და გარემოებათა ანალიზი ერთგვაროვნად გამორიცხავს მათ წინასწარგანზრახულობას. ასე რომ, ინსპირატორთა მიერ ვანდალიზმის დაფარვისა და აფხაზეთში მომხდარი მოვლენების არაობიეტური შეფასებების წყალობით მოწმენი გავხდით ამა წლის მაისში გაგრაში აქციების ორჯერ განმეორებისა ( 16 მაისს, ფეხბურთის მატჩის დროს და 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს). დამნაშავეთა ხელისდაფარების პოლიტიკა გრძელდება. ამასობაში კი ექსტრემისტულად განწყობილი აფხაზი პირები ძველებურად ამწვავებენ ვნებებს. ესმით, რომ ქართველ მოსახლეობას შეიძლება მოთმინების ფიალა აევსოს და იქნებ მეხუთედ აღსრულდეს იმპერიული იდეოლოგიის აპოლოგეტთა ოცნება – კიდევ ერთხელ მოხდეს აფხაზთა და ქართველთა შეტაკება.

მცირერიცხოვან ხალხთა მანტიას შეფარებულები მარჯვედ იყენებენ თავიანთ ხალხს. ისინი ცდილობენ აფხაზეთი საქართველოს მოსწყვიტონ. საამისოდ ჯერ საჭიროა კომენდანტის საათი ან საპრეზიდენტო მმართველობა. აფხაზი ინტელიგენციის სხვადასხვა ნაწილი უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ჭეშმარიტ ინტერესებს და თავისი ანგარებიანი მიზნების შესაბამისად მიმართავს გორბაჩოვს და ლუკიანოვს ( შარშანდელივით): „ ჩვენ კატეგორიუალდ მოვითხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ან საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შესახებ, არ უნდა დაველოდოთ ახალ სისხლისღვრას!“ ( გაზ. „ბზიბ“, 26.5.1990).

ამავედროს არ არის აფხაზ მოსახლეობაზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი, მაშინ, როცა ქართველებზე თავდასხმის ფაქტები რამდენიც გნებავთ, იმდენია.”