ტეგები

, ,


1989 წლის ზაფხულის დასაწისში გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ვრცელი წერილი სათაურით – “თავისუფლება ლომთა ხვედრია.” ამ საკმაოდ საინტერესო  წერილიდან რამდენიმე ამონარიდი ჩვენი “დამოუკიდებლობის გაკვეთილების”  -1989  წლის ნაწილში დარჩება. მაშინდელი წუხილი, მაშინდელი ემოცია, მაშინდელი სათქმელი  ჯანსუღ ჩარკვიანს ასე გადმოუცია:  ” ნუთუ არ მოგენატრათ თავისუფლება? იქნებ ვინმემ მითხრას, რაც არ გვქონია, რა მოგვენატრებოდაო, მაგრამ არ იქნება სწორი. რადგან ქართველ კაცს ჰქონდა დამოუკიდებლობა….

ქართველთა საზოგადოებამ შემოწირული ფულით ჯერ პუშკინს აუგო ძეგლი და შემდეგ რუსთაველს. ჩემის აზრით გადაჭარბებულია ასეთი სიყვარული.”

ჯანსუღ ჩარკვიანი

 1989 წელი

ჯან“ოთხ მაისს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოში ვიყავი, მთავარი ექიმის კაბინეტში შევხდი ავადმყოფებს, ზოგს ხმა დაუკარგავს, ზოგს გულის კანკალი აქვს, ზოგს ხველა, ზოგი ფეხზე ძლივს დგას, ზოგი კვლავ წევს და ფეხზეც ვერ დგება, ექიმები ყოველგვარ ზომებს იღებენ.. მაგრამ არ იციან რითი არიან ეს ადამიანები მოწამლულები..

კვლავ ვიმეორებ, ავადმყოფები ითხოვენ წამალს, ხოლო შენ რომ შენი დანაშაული და შენგნით დაღვრილი სისხლი დამალო, წამალს მალავ?

გაგონილა ამნაირი მრისხანება და ბოროტება? რისთვის თვალთმაქცობ და რისთვის უჩვენებ ადამიანებს ფილმს დედა ტერეზაზე? შენ ხომ გძულს დედა ტერეზა? მისი ჰუმანიზმი?

საავადმყოფოში შევხდი რვა მოშიმშილეს. ისინი თავისი ტოლი ავადმყოფი მეგობრების მაგიერ შიმშილობენ, უსამართლობის გამო, უსინდისობის გამო. აქვს თუ არა გამართლება ამ აქციას? რა თქმა უნდა აქვს, მეც ასე მოვიქცეოდი და მიხარია, რომ საქართველოში ვერ ჩაკლეს ის, რაც მთავარია, – სული რაინდული.

დიახ, მე შევხდი ვაჟკაცებს, რაინდებს, განათლებულებს, მამულიშვილებს, ილია ჭავჭავაძის საქართველოს ღირსეულ შვილებს. შორსაა მათგან პროვინციალიზმი, შიში, ხოლო 9 აპრილის გამთენიის სიბნელე რომ მახსენდება, მიხარია, რომ ამ ახალგაზრდების სინათლეს შეუძლია გამოაბრწყინოს ძუძუ ქართვლის დედისა, რომლითაც ისინი დაზრდილან..

ეს სიტყვა 1989 წლის 6 მაისს ჩაიწერა ტელევიზიის სტუდიაში, მაგრამ რატომღაც არ გადმოსცეს. დიახ, რატომღაც, თორემ წინ რა ედგა? რა ეღობებოდა? თავის გადარჩენა თუ სიმხდალე? ხომ დამტკიცდა, რომ ჩვენი თავის გადარჩენა ჩვენსავე გაბედულებაშია და ჩვენს თავდადებულ ბრძოლაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ განვთავისუფლდეთ კბილებგაცვეთილი მარწუხებისგან! რას ვკარგავთ? არაფერს, მხოლოდ და მხოლოდ მარწუხებს, ბორკილებს.

lomtaნუთუ არ მოგენატრათ თავისუფლება? იქნებ ვინმემ მითხრას, რაც არ გვქონია, რა მოგვენატრებოდაო, მაგრამ არ იქნება სწორი. რადგან ქართველ კაცს ჰქონდა დამოუკიდებლობა: ერთი – ორასსამოცდაათი წლის წინათ, ბრძოლაში, შიშსა და ძრწოლაში, ალყაშემორტმულ მტრობაში, მაგრამ მაინც ხომ გვქონდა? მეორე – აგერ, ახლახანს ამ 70 წლის წინათ, ვიდრემდე შემოგვესეოდნენ, აგვიკლებდნენ, აგვაოხრებდნენ.

როცა გაუჭირდა, საქართველომ, მომხდურის წინააღმდეგ 9000 კაცი გამოიყვანა… არადა, გენერალი ოდიშელიძე ფიქრობდა, რომ 60000 კაცს მაინც გამოიყვანდა 70000 კაცის წინააღმდეგ.

მე კვლავ ალ. მანველიშვილის წიგნიდან მოვიყავნ ერთ აბზაცს: „ ამაზე უთქვამს მუსტაფა ქემალს: დიდი ომის დროს რუსეთის ტახტის დასაცავად საქართველომ გამოიყვანა 200 000 ჯარისკაცი, ხოლო თავისი ეროვნული დამოუკიდებლობის დასაცავად მხოლოდ ცხრა ათასი კაცი. სამუდამო სირცხვილად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში თებერვლის კატასტროფა!“

ქართველი კაცი უკიდურესობებით ცხოვრობს, სიყვარულიც დიდი იცის და სიძულვილიც. მართლაც, სად მოზომავ ან სიყვარულს ან სიძულვილს, მაგრამ დაუნდობლად არც ერთი ვარგა, არც მეორე.

ქართველთა საზოგადოებამ შემოწირული ფულით ჯერ პუშკინს აუგო ძეგლი და შემდეგ რუსთაველს. ჩემის აზრით გადაჭარბებულია ასეთი სიყვარული...”

( ამონარიდი  1989 წელს გამოქვეყნებული  სტატიიდან “თავისუფლება ლომთა ხვედრია”)