ტეგები

,


1990 წლის მარტში შემდგარი ერთობა ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შემავალი  forumiძალებისა ხანმოკლე გამოდგა. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნების ბოიკოტისტების გაერთიანება მალევე დაიშალა. „ეროვნულ ფორუმში“ წარმოჩენილ განხეთქილებას რამდენიმე მიზეზი ქონდა, მათგან უმთავრესი, მაინც, 1990 წლის ოქტომბრისთვის გადატანილი არჩევნების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები იყო ( ერთის მხრივ ბოიკოტისტ – რადიკალები, მეორე მხრივ არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები), და კიდევ, პოზიცია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ, მოგვიანებით,ასე ჩამოაყალიბა: „გამომჟღავნდა ეროვნული მოძრაობის განადგურების მცდელობა კორუმპირებული მაფიის მიერ, რომელსაც ფარულად წარმართავს ოფიციოზი… ეს ყოველივე საბოლოო მიზნად ისახავს საქართველო სამოქალაქოში ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რასაც დიდი ხანია ამზადებს კრემლი, რათა ჩაახშოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“ (გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 5 მაისი).

იმ პირებს, რომელბიც ესწრებოდნენ „ეროვნულ ფორუმში“ გაერთიანებული ძალების ლიდერების ბოლო შეკრებას, ახსოვთ ზვიად გამსახურდიას მიერ წამოჭრილი შეკითხვები ჯაბა იოსელიანის წარსულზე და მწვავე შელაპარაკება მასსა და ჯაბა იოსელიანს შორის. აღნიშნავენ, რომ გამსახურდიამ იმ დღეს ფორუმელების შეკრება, სწორედ, ამ შელაპარაკების მომენტში დატოვა.

მაგრამ, დავუბრუნდეთ არჩევნების თემას, „ეროვნულ ფორუმში“ შემავალი ძალების ნაწილმა ( ზვიად გამსახურდიას მეთაურობით) კომუნისტური მმართებლობის არჩევნების გზით ჩანაცვლებისთვის ბრძოლას მიანიჭა უპირატესობა, ნაწილმა კი ბრძოლის რადიკალურ გზას. ეს ნაწილი (ბოიკოტისტები) წარმოადგენდა –  ეროვნულ – დემოკრატიული და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიების ფრთას, “ეროვნული ფორუმში“ ამ ფრთის ნაწილი იყო ჯაბა იოსელიანიც და არა მარტო ის. საერთო ჯამში ბოიკოტისტების პოზიცია ასეთი იყო: ამ მომენტში ეროვნულ მოძრაობას მმართველობის პრეტენზია კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ მმართველების ალტერნატიული არაფორმალური ოპოზიციური ხელსიუფლების შექმნისა და ბრძოლის გაგრძელების.

ირაკლიარჩევნების ბოიკოტის მომხრეები ბალტიისპირეთის გზას არასწორ გზად მიიჩნევდნენ. აი, რას ამბობდა ეროვნული – დამოუკიდებლობის პარტიის წევრი ირაკლი ბათიაშვილი:“ დღეს ლიტვამ გამოაცხადა საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენა და საბჭოთა ხელისუფლების გაუქმება მის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც ფაქტობრივად და შინაარსობრივად ლიტვა კვლავ ოკუპირებულ მდგომარეობაში რჩება, საოკუპაციო ჯარი ისევ დგას ლიტვის ტერიტორიაზე, იმპერიული ეკონომიკური სტრუქტურა კვლავ ძალაშია და, სსრკ მთავრობის განცხადებებიდან ჩანს, რომ ამ სტრუქტურების ყოველგვარ ხელყოფას დაუშვებლად მიიჩნევს. მეტად ადვილია დეკლარაციის მიღება ერის დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე და ხალხში სადღესასწაულო განწყობის შექმნა, მაგრამ თავის მოტყუების უფლება ეროვნულ მოძრაობას არ აქვს. იგი ვალდებულია ბრძოლა აწარმოოს მანამ, სანამ რეალურად არ შექმნის პირობასა და საფუძველს, რომ დაიწყოს დაკარგული სახელმწიფოებრივი სტრუქტურების თანმიმდევრული შენება. ჩვენ თუ მხოლოდ სახელს შევუცვლით ხელისუფლების ორგანოებს, რომელსაც არ ექნება მმართველობის არავითარი შესაძლებლობა, მაშინ ეს ხელისუფლება დარჩება ფიქციად.რაც შეეხება ოპოიზციურ ხელისუფლებას, მას აქვს არა მმართვლობის პრეტენზია, არაედ მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლისა.. ამდენად ჩვენი გზა სწორი და გამართლებულია.“

ამ რადიკალური გზის მომხრეები მოგვიანებით „ეროვნული კონგრესის“ გზით წავიდნენ. „ეროვნული ფორუმიდან“ გასული: ჰელსინკის კავშირი, ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს rkinigzaმერაბ კოსტავას საზოგადოება, მონარქისტული ( კონსერვატიული პარტია) – „მრგვალი მაგის“ ფორმირებით და კომუნისტური ხელისუფლების მიერ ოქტომბერში გადაწეულ არჩევნებში მონაწილეობის გზით. აღსანიშნავია, რომ „მრგვალ მაგიდაში“ გაერთიანებული ძალების ორგანიზებით გაიშალა საპროტესტო აქციები კომუნისტურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რათა ამ უკანასკნელს დაეშვა მრავალპარტიული არჩევნები. სამტრედიაში გადაიკეტა ცენტრალური სარკინიგზო ხაზი.

ფოტოზე: რკინიგზის პიკეტირების აქცია სამტრედიაში. 1990 წელი