ტეგები

, , ,


1990 წლის გაზაფხულზე საქართველოს  ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული ძალები ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილად გაიყო. ერთმა ნაწილმა ( ზვიად გამსახურდიას მეთაურoუბით) მიზნად დაისახა უზენაესი  საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და კომუნისტების დამარცხება, მეორე კი უზენაესი საბჭოს არჩევნების ბოიკოტის იდეის ერთგული დარჩა, მას  ჭანტურია – წერეთლის ფრთას ან კონგრესისტებს უწოდებდნენ, იქ არაოფიციალური ორგანოს – ეროვნულ კონგრესის – არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” გავიხსენებთ უზენაესი საბჭოს არჩევნების ბოიკოტისტებისა და ეროვნული კონგრესის არჩევის მომხრეების ანუ მაშინდელი “შეურიგებელი ოპოზიციის” წარმომადგენლების შეხედულებებს და პოზიციას. მოვიყვანთ განმარტებებს, რომლებსაც 1990 წლის გაზაფხულზე ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია აკეთებდნენ.

რატომ მიაჩნდათ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის გზა არასწორ გზად?

ირაკლი წერეთელი: ჩვენი პარტიის სტრატეგია ემყარება ეროვნული დაუმორჩილებლობის მომზადებისა და განხორციელების იდეას, ხოლო ტაქტიკა ასეთია – 1990 წლის 30 სექტემბრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს ეროვნული კონგრესის არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად.

cere

გიორგი ჭანტურია: დღეს საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია რთულია, მაგრამ არა კრიზისული. კრემლმა მოახერხა ეროვნული მოძრაობის ერთი ნაწილისთვის საკუთარი ზრახვების თავს მოხვევა, რაც გამოიხატა მრგვალ მაგიდად წოდებული ეროვნული მოძრაობის ნაწილის მიერ  ოფიციალური სტატუსის მიღებაში. ეს დამღუპველად მიგვაჩნია, რადგან ფაქტობრივად, მოვლენები ჩვენშიც ისე განვითარდება, როგორც ბალტიისპირეთსა და სომხეთში. ოფიციალური სტატუსის მიღებით ეროვნული მოძრაობა ხელფეხშეკრული ხდება.

jio

საერთოდ პოლიტიკური მდგომარეობის ასე რთულად განვითარება მოსალოდნელი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა გადარჩა, რადგან არსებობს საკოორდინაციო ცენტრი, ე.ი. ვერ მოახერხეს ეროვნული მოძრაობისთვის ბოლომდე თავს მოეხვიათ უზენაესი საბჭოს არჩევნების იდეა, რადგან ეროვნული მოძრაობის სოლიდური ნაწილი გადარჩა გვაქვს იმედი, რომ ჩვენი საქმე საბოლოოდ არ განწირულა და კვლავ ჩვენი გზით ვივლით.

ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ამ ეტაპზე  ჩვენი  ტაქტიკა ასეთია: edpჩვენმა პარტიამ უზენაესი საბჭოს არჩევნების აქტიური ბოიკოტი მოხსნა, რეალისტები ვართ და მიგვაჩნია, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდება,  ჩვენ, ამ ახალი სიტუაციიდან გამომდინარე  მოქმედების ახალი ფორმა გამოვძებენთ:  როგორც შეურიგებელი ოპოზიციის წარმომადგენლები, ბოიკოტის გზას ვადგებით, მაგრამ დღეს, იმ პატიოსან ადამიანებს, რომელთაც სურთ უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მხარს ვუჭერთ, რათა სწორედ მათ, და არა კომუნისტებმა ან ნაციონალ-ბოლშევიკებმა მიიღონ უმრავლესობა უზენაეს საბჭოში. ჩვენ უზენაეს საბჭოს უკვე დიდ მნივნელობას ვანიჭებთ, რადგან მას ზიანის მოტანაც კი შეუძლია.

ახლადარჩეული უზენაესი საბჭო არ უნდა ვაღიაროთ ეროვნულ პარლამენტად.  მან დამოუკიდებლობა კი არ უნდა გამოაცხადოს, არამედ უნდა აღიაროს, რომ ის კოლონიური მმართველობის ორგანოა: საბჭოთა არმიას უნდა მისცეს საოკუპაციო ჯარის, ხოლო საქართველოს – ოკუპირებული ქვეყნის ტატუსი. ამის შემდეგ წავა წინ ჩვენი საქმე.

რაც შეეხება ერვნულ კონგრესს, ეს უნდა იყოს არაოფიციალური ორგანო, რომელიც ქართველი ერის ნების ერთადერთი გამომხატველი იქნება და დასავლეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას სქართველოს რეალური დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.

კოლონიური მმართველობის ორგანოს – უზენაეს საბჭოს და ეროვნულ კონგრესს შეუძლიათ თანამშრომლობა, მაგრამ თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს  შორის  კონფრონტაცია გარდაუვალია.

საბჭოთა პირობებში არასაბჭოური დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, საიდან გამოვდივართ ამის მტკიცების დროს? პარლამენტი რომ პარლამენტი იყოს, ამისათვის მხოლოდ მრავალპარტიული არჩევნები არაა საკმარისი. მთავარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს განხორციელების  შანსი ჰქონდეს, რათა ის არ დარჩეს „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,“ თორემ ერთად შეკრებილ ათ ან ოც კაცსაც შეუძლია საუკეთესო კანონების შეთხზვა და მიღება, მაგრამ ეს ფარატინა ქაღალდად დარჩება, ხოლო საბჭოთა პირობებში პარლამენტის მერ მიღებულ კანონებს განხორციელების რა რეალური შანსიც აქვს, ეს ლიტვის მაგალითზე  ჩანს.

ყველამ დავინახეთ რა დღეში ჩააგდო მოსკოვმა ლიტვის პარლამენტი. ცენტრმა აიძულა იგი დამოუკიდებლობაზე მორატორიუმი თავად გამოეცხადებინა და კითხვას, რა უშლის ხელს პარალმენტს იყოს ნამდვილი პარლამენტი, კვლავ ერთ პასუხამდე მივყავართ: საოკუპაციო ჯარი და სტრუქტურა.

კვლავ  ვიმეორებ, ეს თავის მოტყუება და  სახიფათო თამაშია. ეს ის გზაა, რომელიც ჩვენ  ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებამდე მიგვიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გმობს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მომავალში შეიქმნება  ისეთი სიტუაცია, რომ ახლადარჩეული უზენაესი საბჭო თავად ხალხის მოთხოვნით, ხაზს ვუსვამ, თავად ქართველი ხალხის მოთხოვნით, იძულებული იქნება ამ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.ეს რომ არ მოხდეს ამისთვს საჭიროა პირველი: საერთოდ არ უნდა იქნას არჩეული უზენაესი საბჭო, ეს კი დღეს არარელურია ან მეორე: უნდა აირჩეს პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებული უზენაესი საბჭო, რომელიც თავს  ეროვნულ პარლამენტად კი არ გამოაცხადებს, არამედ კოლონიური მმართველობის ორგანოდ. ხოლო ამ ტიპის ორგანოს არ ექნება უფლება  ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.”

(“ლიტერატურული საქართველო” 1990 წელი)