ტეგები

, ,


1990 წლის 24 აპრილს, თბილისში, ეროვნული ფორუმის უკანასკნელ სხდომაზე სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ძალების შეკრება სროლით დასრულდა. ერთმანეთს რადიკალებმა ესროლეს. ცნობილია, რომ  ეს რადიკალები “საქართველოს მხედრიონისა” და მომავლში “მრგვალი მაგიდის” მხარდამჭერი დაჯგუფების –  “თეთრი გიორგის” –  წევრები იყვნენ.

1990 წლის აპრილშივე ეროვნული ფორუმი ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად გაიყო. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნების ბოიკოტის  მომხრეები, მოგვიანებით, „ეროვნული კონგრესის“ გზით წავიდნენ. „ეროვნული ფორუმიდან“ გასული: ჰელსინკის კავშირი, ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება, მონარქისტული ( კონსერვატიული პარტია) – „მრგვალი მაგიდის“ ფორმირებისა და ოქტომბერში გადაწეულ არჩევნებში მონაწილეობის გზით.  მანამდე. ამ ორი ბანაკის წარმომადგენლებმა საზოგადოებას პრესის ფურცლებიდან აუხსნეს ეროვნული მოძრაობაში ჩართული ძალების გაერთიანების დაშლის მიზეზები. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შემოგთავაზებთ 1990 წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვას ქართველი ერისადმი, რომელსაც ზვიაგ გამსახურდიასთან ერთად ხელს თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუაც აწერენ.

xeli

“გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელის“ ა.წ. 1 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ეროვნული ფორუმის განცხადება, სადაც საუბარია ცალკეული პირებისა და ორგანიზაციების მიერ ფორუმის დატოვებაზე, რაც შეფასებულია „ეროვნული მოძრაობის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად“ და „მტრის წისქვილზე წყლის დასხმად.“ ამგვარი განცხადება და პრესაში მისი გამოქვეყნება მიგვაჩნია შეუწყნარებლობად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო განმარტება იმ მიზეზებისა, რამაც გამოიწვია ამ პირებისა და ორგანიზაციების ასეთი ნაბიჯი, საჭირო იყო აგრეთვე პარალელურად გამოქვეყნება ჰელსინკის კავშირის განცხადებისა, სადაც ახსნილია ყოველივე.

საქმე ის არის, რომ ფორუმის ზოგიერთი წევრი ვერ აღმოჩნდა სათანადო ზენობრივ დონეზე და მათგან ეროვნულ მოძრაობას ემუქრება დისკრედიტაციის დიდი საფრთხე. imeliუმთავრესი მიზეზი ჩვენს მიერ ფორუმის დატოვებისა იყო სკანდალური ინციდენტი, სროლა ფორუმის მიმდინარეობის დროს, ტერორისტული აქცია, რომელიც მიმართული იყო ფორუმის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგ. მიუხედავად ჩვენი კატეგორიული მოთხოვნისა, ფორუმის წევრთა ერთი ნაწილი თავს იკავებს ამ აქციის პოლიტიკური შეფასებისგან და მის მომწყობთა წერილობით, საჯაროდ მხილებისგან, თუმცა კარგად უწყის მათი ვინაობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს, 24 აპრილს, ფორუმის სხდომაზეც და მიტინგზეც ი. წერეთლის მიერ ეს პიროვნებები სიტყვიერად დაგმობილ იქნენ და გამოცხადნენ ეროვნული მოძრაობის მტრებად.

ahaყოველივე ამაში გამომჟღავნდა ეროვნული მოძრაობის განადგურების მცდელობა კორუმპირებული მაფიის მიერ, რომელსაც ფარულად წარმართავს ოფიციოზი. რაოდენ სავალალოა, რომ ამ მაფიამ ფორუმშიც მოახერხა შეეღწია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყოველიევ საბოლოო მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რასაც დიდი ხანია ამზადებს კრემლი, რათა ჩაახშოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა.

ასე რომ, ეროვნული მოძრაობის ერთიანობას ფორუმიდან ჩვენი გასვლით კი არ ემუქრება საფრთხე, არამედ ორგანიზებული ტერორიზმისგან, რომელსაც ჩვენი ერის უბოროტესი მტრები უპირისპირებენ ეროვნულ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს. ეროვნული ფორუმი არ უნდა იყოს თავშესაფარი ტერორისტებისა, იგი არ უნდა უწყობდეს ხელს მათ ბოროტმოქმედებას თავისი წაყრუებით და არ უნდა ჰქონდეს ალიანსი მათთან. მხოლოდ ამგვარი საგანგაშო მოვლენების დაგმობით და სათანადო ზნეობრივი დონით შესძლებს იგი იმ მისიის აღსრულებას, რომელიც დააკისრა საკუთარ თავს.

უნდა განვაცხადოთ აგრეთვე, რომ ფორუმის განცხადებაში არასრულადაა ჩამოთვლილი ფორუმიდან გასული პირები, მიჩქმალულია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ფორუმის 13 წევრმა ხელი არ მოაწერა ხსენებულ განცხადებას, ამდენივე წევრი უკვე გასულია ფორუმიდან. ხოლო განცხადებას ხელს აწერს 20 წევრი, ე.ი. ფორუმის წევრთა პირვანდელი შემადგენლობის უმცირესობა. ხელმომწერათა შორის არიან აგრეთვე ამ ტერორისტული აქციის მომწყობნი.

ჩვენ მივმართავთ ქართველ ერს, ჩვენს საზოგადოებას, ეროვნული მოძრაობის ყველა ჭეშმარიტ აქტივისტს, აღიმაღლოს ხმა, რათა აღიკვეთოს ტერორისა და ძალადობის ახალი ფორმების გამოვლინება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ.” 1990 წლის 2 მაისი.

ეროვნული ფორუმისა და მისი დაშლის შესახებ https://lessonsgeo.wordpress.com/2015/03/13/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A/