ტეგები


ეროვნულ მოძრაობაში გაერთიანებულ ძალებს შორის დაპირისპირება დიდი გაერთიანების (ეროვნული ფორუმი) ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფით დასრულდა. ერთმა ბანაკმა ( ზვიად გამსახურდიას მეთაურობით) საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში კომუნისტების დამარცხება დაისახა უახლოეს ამოცანად, მეორემ კი საბჭოთა არჩევნების  ბოიკოტირება და ხელისუფლების ალტერნატიული  ორგანოს, ეროვნული კონგრესის არჩევა. ამ გზის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ  საბჭოთა ოკუპაციის პირობებში კონგრესი უნდა ყოფილიყო საქართველოს  მოსახლეობის უზენაესი ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო და საბოლოოდ, მას უნდა დაესვა საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. კონგრესის  მომხრეები საკუთარ სამოქმედო გეგმაზე ეროვნულ ყრილობაზე შეათანხმდნე. ეს იყო დიდი კრება, რომელიც 1990 წლის 23-26 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართაა. მისი მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „დროება“ წერდა:

„ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, მეცნიერებათა აკადემიის, შემოქმედებითი კავშირების, მნიშვნელოვანი საწარმოო გაერთიანებების, სამინისტროებისა და უწყებების, საქართველოს ყველა რაიონის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. ყრილობის დელეგატთა საერთო რაოდენობა აღემატებოდა 6 ათას კაცს.

საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველო ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერეციის, საქართველოს ეროვნული ფორუმისა და საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნების საკოორდინაციო ცენტრის გადაწყვეტილებებს საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევის შესახებ და დაადგინა, რომ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე დემოკრატიული წესით არჩეული ეროვნული კონგრესი იქნება საქართველოს მოსახლეობის ნდობის მანდატით აღჭურვილი, საქართველოს მოსახლეობის უზენაესი ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო, რომელიც მეტროპოლიისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე დასვამს საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს. მიიღებს რეზოლუციას და კანონს საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევის შესახებ.

საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნების იდეის გარშემო გააერთიანა ერთ დიდ ეროვნულ მიზანს დაქვემდებარებული, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე მდგომი პარტიები და ორგანიზაციები.

საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ დაადგინა საქართველო ეროვნული კონგრესის არჩევნები დაინიშნოს 1990 წლის 30 სექტემბერს.“

სპორტის სასახლეში გამართული ეროვნული ყრილობა დალოცა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. მან სწორედ სპორტის სასახელში სიტყვით გამოსვლისას თქვა: “არავის აქვს უფლება იფიქროს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ მას უყვარს საქართველო.”

kongresi

გთავაზობთ რამდენიმე  ამონარიდს  საქართველო ეროვნულ  ყრილობაზე წარმოთქმული ზოგიერთი სიტყვიდან. ეს ტექსტები თავის დროზე გაზეთმა „დროებამ“ გამოაქვეყნა.

გიორგი ჭანტურია ( საქართველოს ეროვნულ -დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე): ბატონებო და ქალბატონებო, საქართველო დღეს დგას არჩევანის წინაშე. აქ არის ორ გზა, მესამე გზა არ არსებობს, ეს არის გამარჯვების ან დამარცხების გზა – ალბათ, გამომდინარე არა იმდენად ჩვენი პოლიტიკური მოწყობილობიდან, არამედ ქართველი კაცის მაქსიმალიზმისგან, რომელსაც ხან სიკეთე მოუტანია ჩვენთვის, ხან კი უბედურება, მაგრამ ეს ჩვენი გზა ჭანტურიაიყო. ასეთები ვიყავით და ასეთები ვრჩებით, რამეთუ ასეთნი შეგვქმნა ღმერთმა და ჩვენი გამოსწორება, გადასხვაფერება აღარ შეიძლება. ამ გზით ვიდოდა და ივლის საქართველოს ეროვნული მოძრაობა. ეს არის შეურიგებელი ბრძოლის გზა, რამეთუ ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელია ქართველი კაცისთვის;

მეგობრებო, ჩვენმა ეროვნულმა მოძრაობამ საბედნიეროდ გააკეთა არჩევანი, სწორი არჩევანი; ჩვენ ვერ ვივლით საბჭოური სტრუქტურების გზით. არა, ჩვენ ვერ ვივლით კოსმეტიკური გზით და ვერ დავარქმევთ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას – საქართველოს რესპუბლიკას. რაც არ უნდა ერქვას ამ კოლინიას – საქართველოს საბჭოთა სოციალისტური, საქართველოს სახალხო თუ უბრალოდ საქართველოს რეპუბლიკა, ის მაინც იქნება კოლონია, სანამ იმპერიის უკანასკნელი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

მეგობრებო, დღეს უსერიოზულესი და ურთულესი პრობლემა დგას ჩვენს წინაშე. ეროვნული კონგრესის არჩევა – ეს არ არის პროპაგანდისტული აქცია მორიგი ქულების აქტივში ჩაწერის მიზნით, აქ უკვე რეალურად არის ლაპარაკი ხალხის ნდობის მანდატზე, რომ ეროვნულ კონგრესში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონიერი მოსახლეობა, საქართველოს კანონიერ მოსახლეობაში იგულისხმება ყველა იმ ეროვნების ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, საოკუპაციო ჯარების გარდა.

ე.წ. ეროვნული კონგრესი იქნება არა მარტო ქართველი ერის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერის ინტერესებისა და ნების გამომხატველი სამართალსუბიექტი, რომელსაც ექნება უფლება ილპარაკოს ქართველი ერის სახელით და საერთაშორისო სამართლის წინაშე დასვას საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.”

380

ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით  გამომსვლელებს შორის იყვნენ ვიქტორ ხომერიკი და ალექსანდრე ჯავახიშვილიც.

xomerikilalilali 2