ტეგები

,


“დამოუკიდებლობის  გაკვეთილებში” საქართველოს  1990 წლის რეალობას qameვიხსენებთ. იმ რეალობაში კი ჯერ კიდევ  თავისი ადგილი ეკავა კომუნისტურ  პარტიას. რაზე  წუხდნენ კომპარტიაში მაშინ, როცა  კომუნისტური დიქტატურა  ისტორიას ბარდებოდა?

“ქამელეონი მოგვიმრავლდა, სამწუხაროდ ყველაზე მეტად და ყველაზე „კვალიფიციუარდ“ პარტიასა და მთავრობას ისინი აგინებენ და ლანძღავენ, ვინც ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მიიღო, ” –  ესაა ამონარიდი საქართველოს საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლების პირველი პირის, გივი გუმბარიძის, ერთ-ერთი გამოსვლიდან, რომელშიც ის დროისა და ხალხის წინაშე კომუნისტური პარტიის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა:)

komp

„ახლა ყველასათვის ცხადია, რომ პარტიაში ბევრი კარიერისტული ზრახვით მოვიდა და გავლენიანი პოზიციაც დაიკავა. ადამიანთა ეს საშიში კატეგორია დროულად უნდა ვამხილოთ. მათი პოლიტიკური სახე დიდ შესწავლას არ საჭიროებს. იგი უკვე კარგად წარმოჩინდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ გზაჯვარედინზე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი ხელმძღვანელი მუშაკის „პოზიცია“ და რესპუბლიკაში მოვლენათა განვითარების შეფასების მისეული საზომი უთავბოლოდ იცვლებოდა და იცვლება. ალბათ, ყველას გვახსენდება ბევრი ჩვენი ამხანაგის გამოსვლების ტონი, შინაარსი და მისამართი პლენუმებსა და სესიებზე 9 აპრილის ტრაგედიამდე და მას შემდეგ, ბევრმა ერთგულების ფიცს უღალატა, ორპირნი, უზნეონი, მლიქვნელნი, პოლიტიკური ცხოვრების ყველა დონეზე, ყველა საფეხურზე არიან, უნდა ჩამოვიცილოთ.

დღეს საქართველოში, მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გრძელდება დიდი თამაში ეროვნულ მოტივებზე, უპატიოსნო თამაში. უკვე გამოიკვეთა ჯგუფი ამხანაგებისა, რომლებიც გამუდმებით, დიდი აღტაცებითა და მონდომებით ლანძღავენ საბჭოთა ხელისუფლებას. ამას იმიტომ სჩადიან, რომ ერისკაცის სახელი მოიხვეჭონ. ქამელეონი მოგვიმრავლდა, სამწუხაროდ ყველაზე მეტად და ყველაზე „კვალიფიციუარდ“ პარტიასა და მთავრობას ისინი აგინებენ და ლანძღავენ, ვინც ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მიიღო – ეკუთვნოდა თუ – უფრო მეტად – არა, კანონიერად თუ – უფრო მეტად –  უკანონოდ.“

1990 წ. თბილისი