ტეგები

, ,


naz1990 აპრილში სსრ კავშირის  უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლის წესთან დაკავშირებით.

აღნიშნული დადგენილებით სსრ კავშირის ხელმძღვანელობამ  რესპუბლიკებს  მიანიშნა, რომ არც უნდა ეოცნებათ დამოუკიდებლობაზე. დადგენილებაში ჩაწერეს, რომ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება  მიღებული იქნებოდა  რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე და რეფერენდუმი ცალკე მოეწყობოდა  რესპუბლიკებში შემავალ ავტონომიებში. რეფერენდუმის შედეგების თანახმად  სსრ კავშირიდან გამავალ რესპუბლიკებში დაწესდებოდა  5 წლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის მანძილზეც  შენარჩუნდებოდა საბჭოთა კანონების მოქმედება. თუ რეფერედუმის შედეგები არ დაადატურებდა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას კავშირიდან გასვლის შესახებ, ამავე საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი  გახდებოდა მხოლოდ 10 წლის შემდეგ. ssr მუხული 1. სსრ კავშირის კონსტიტუციის 72 -ე მუხლის შესაბამისად სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესს განსაზღვრავს ეს კანონი.

მუხლი 2. სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მოკავშირე რესპუბლიკის ხალხთა თავისუფალი ნება-სურვილის გამოხატვით რეფერნადუმის ( სახალხო კენჭისყრის) გზით. გადაწყვეტილებას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ იღებს მოკავშირე რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საკუთარი ინიციატივით ან მოთხოვნით, რომელსაც ხელს აწერს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ და სსრ კავშირის კანონმდებლობის თანახმად ხმის უფლების მქონე სსრ კავშირის მოქალაქეთა მეათედი ნაწილი.რეფერენდუმი ეწყობა რეფერენდუმის შესახებ სსრ კავშირის კანონის, მოკავშირე, ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული წესით და მათი დებულებები არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

მუხლი 3. მოკავშირე რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში არიან ავტონომიური რესპუბლიკები, ავტონომიური ოლქები და ავტონომიური ოკრუგები, რეფერენდუმი ეწყობა ცალკე თითოეულ ავტონომიაში. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ფორმირებების ხალხებს უნარჩუნდებათ სსრ კავშირში ან გამავალ მოკავშირე რესპუბლიკაში ყოფნის საკითხის დამოუკიდებელი გადაჭრის, აგრეთვე თავისი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სტატუსის საკითხის დაყენების უფლება. მოკავშირეს რესპუბლიკაში, რომლის ტერიტორიაზეც არის ეროვნული ჯგუფების კომპაქტური ბინადრობის ადგილები, რომლებიც შეადგენენ მოცემული ადგილის მოსახლეობის უმრავლესობას, ამ ადგილებში რეფერენდუმის შედეგების განსაზღვრისას შედეგები აღირიცხება ცალკე.

საინტერესოა ამავე  დადგენილების კიდევ 2 მუხლი

მუხლი 9. სსრ კავშირიდან გასვლის საკითხზე მოკავშირე რესპუბლიკებში რეფერენდუმის შედეგებს, აგრეთვე მოკავშირე, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, ავტონომიური ოლქებისა და ოკრუგების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების აზრს ამის თაობაზე, განიხილავს სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა აწესებს გარდამავლ პერიოდს, რომელიც არ აღემატება ხუთ წელს და  რომლის განმავლობაშიც უნდა გადაწყდეს სსრ კავშირიდან რესპუბლიკის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხები. გარდამავალ პერიოდში გამავალი რესპუბლიკის ტერიტორიაზე თავის მოქმედებას ინარჩუნებს სსრ კავშირის კონსტიტუცია და სსრ კავშირის კანონები.

მუხლი 10. იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმის შედეგების გამო მიღებული არ არის გადაწყვეტილება სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის შესახებ, ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს წინა რეფერენდუმის მოწყობის მომენტიდან არაუადრეს 10 წლის შემდეგ.

1990 წლის 3 აპრილი