ტეგები

,


საბჭოთა კავშირში, საქართველოს სანაქებო კურორტებზე დასასვენებელ  საგზურებს მოსკოვიდან ანაწილებდნენ. საბჭოთა კავშირის მიწურულს საქართველოში ამ პრობლემასაც აქტიურად აპროტესტებდნენ. გაზეთი “მამული” რუსთაველის საზოგადოების გამოცემა იყო, 1990 წლის გაზაფხულზე ამ გაზეთიდანაც  კითხულობდნენ –  რატომ უნდა ანაწილებდეს მოსკოვი საქართველოს კურორტების საგზურებსო?

გაგრა“მამულის“ მე-10 ნომერში ბატონმა ალექსანდრე სიგუამ დასვა კითხვა, რატომ უნდა ანაწილებდეს საქართველოს კურორტების საგზურებს მოსკოვი? ” – წერდა ” “მამულის” 1990 წლის ერთ-ერთ ნომერში კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის დირექტორი ოთარ ნიშნიანიძე და დასძენდა: “„მამულის“ მომდევნო ნომერში ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. იქნებ ვინმეს არც კი აწყობს მასზე პასუხის გაცემა. პასუხი კი მარტივია – საქართველოს კურორტების საგზურებს მოსკოვი იმიტომ ანაწილებს, რომ საქართველო კურორტები ( ბიჭვინთა, ბორჯომი, გაგრა, ქობულეთი, წყლატუბო..) მოსკოვს ეკუთვნის.მოსკოვს ეკუთვნის ამ კურორტების მიწა, წყალი, ჰაერი, ამ მიწაზე არსებული დაწესებულება – ნაგებობანი, აქ მოღვაწე ადამიანები, თავისი კურორტების საგზურებს კი როგორც უნდა ისე გაანაწილებს.

საოცარი ის კი არ არის, რომ მოსკოვი ანაწილებს საქართველოს საგზურებს, საოცარი ისაა, 1960 წლის 1 აპრილიდან, რაც ხრუშჩოვმა კურორტები ანტიკონსტიტუციური აქტით მოსკოვის დაქვემდებარებაში მოაქცია, დღევანდლამდე გრძელდება და არავინ – არც ხელისუფლება, არც ფორმალები და არაფორმალები – კრინტს არ ძრავს, ყოველივე ეს სიკეთე მის ნამდვილ პატრონს დაუბრუნდეს.”

———————————————————–

100_3513