ტეგები

, , ,


1990 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რიჟკოვმა ლიტვის უმაღლეს საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მოუწოდეს უკან წაეღო ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ 11 მარტის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებით დაიმუქრნენ. ლიტვის ხელისუფლების ახლადარჩეულმა მეთაურმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა სსრკ-ს ხელმძღვანელობის პოზიციის გამო მწუხარება გამოთქვა და მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნა დაადასტურა. ლანდსბერგისმა გორბაჩოვს და რიჟკოვს შესთავაზა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხების განხილვა. საპასუხო წერილში ის ხაზს უსვამდა, რომ მოლაპარაკებებში ლიტვის მხარე გაითვალისწინებდა სსრკ-ს კანონიერ ინტერესებს.

1990 წლის 18 აპრილს 21 საათსა და 26 წუთზე საბჭოთა კავშირმა ლიტვას ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა, მეორე დღეს  ლიტველებს  გაზიც გადაუკეტეს. ასე დაიწყო ლიტვის ეკონომიკური ბლოკადა, თუმცა მან დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ლიტველები კიდევ უფრო კონსოლიდირებულები გახადა. vilniusi                                                                   (1990 წელი. ეკონომიკური ბლოკადა. ვილნიუსის ერთ-ერთი დაცარიელებული მაღაზია.)

ანტიკრიზისული  ღონისძიებების შესამუშავებლად  სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა. რაც მთავარია, კრიზისთან გასამკლავებლად სრული მობილიზაცია გამოაცხადა საზოგადოებამ. იქმნებოდა  ფონდები ისეთი ოჯახების დასახმარებლად, რომელთაც ბლოკადის გადატანა ყველაზე მეტად გაუჭირდათ.

მაშინ, ლიტვის წინააღმდეგ სსრკ- ს  ქმედებები მოსკოვში თავის დაწვით გააპროტესტა 52 წლის სტანისლოვო ჟემაიტისმა. ეს 1990 წლის 26 აპრილს, დიდი თეატრის წინ მოხდა.მეორე დღეს, ტრაგედიის ადგილას საზოგადოება “მემორიალის” წარმომადგენლებმა გამოფინეს პლაკატი რომელზეც ეწერა: ” 26 აპრილს აქ, საკუთარი ქვეყნის ოკუპაცია და ეკონომიკური ბლოკადი თავის დაწვით გააპროტესტა ლიტველმა სტანისლოვო ჟემაიტისმა. სამარადისო ხსოვნა მას!”

ლიტვის დამოკიდებლობისთვის თავგანწირული გმირის ცხედარს სამშობლოში ასე დახვდნენ..

litva

1990  წლის 2 მაისი. ვილნიუსი.