ტეგები

,


1990 წლის 9 აპრილს საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავი აღნიშნეს. სამგლოვიარო მიტინგები გაიმართა სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 9 აპრილს დილიდანვე  დიდძალი ხალხი შეიკრიბა სოხუმის ეკლესასთან, სადაც პარაკლისი ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა. როგორი იყო 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავი აფხაზთში, ეს ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას  თავის რეპორტაჟში აუღწერია.  თენგიზ პაჭკორია სოხუმიდან 1990 წლის “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში.”

soxumi“9 აპრილი – დიდი ტკივილის და ეროვნული გამოღვიძების დღე – ფართოდ აღინიშნა აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

დილით ადრე უამრავი ხალხი, უმეტესად ახალგაზრდები, შეგროვდა სოხუმის ეკლესიაში, სადაც ცხუმ – აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა აღასრულა პარაკლისი.

დღის მთავარი მოვლენა იყო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის გახსნა სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში, მემორიალის ავტორია სოფლის მკვიდრი ბესარიონ ხოშტარია.

მემორიალის გახსნას და 9 აპრილის წლისთავს მიეძღვნა მიტინგი, რომლის მონაწილეებს ხელში ეკავათ საქართველოს ეროვნული დროშები, ანთებული სანთლები, დაახლოებით ორმოცი ათასი კაცი – დიდი და პატარა, ქალი და კაცი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები მოვიდნენ მემორიალთან რათა პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისთვის.

სოხ

მიტინგი, რომელიც თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა გახსნა საქართველოს ეროვნული ფორუმის წევრმა, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების ცხუმ -აფხაზეთის განყოფილების გამგეობის წევრმა რეზო კემულარიამ.

მიტინგზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ახლა მართებს ქართველებს ერთმანეთის თანადგომა, სიყვარული, მთლიანობა. საუბარი იყო აგრეთვე ხალხთა მეგობრობის (არა ყბადაღებული ე.წ. 201ინტერნაციონალიზმის) ნამდვილი ძმობის შესახებ. ხაზი გაესვა ქართველთა და აფხაზთა ისტორიული ძმობის აღდგენის აუცილებლობას. ითქვა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს „ვინ ვინ არის,“ „ვინ არის ძმა ვინ არის მტერი.“

მიტინგზე მოსწავლე ახალგაზრდობამ წარმოადგინა ლიტერატურულ – მხატვრული კომპოზიცია, რომელიც დასრულდა ეროვნული ჰიმნით.

1990 წლის 9 აპრილს ანალოგიური ხალხმრავალი მიტინგი ჩატარდა  გალში, გაგრაში, გულრიფშსა და ოჩამჩირეში.”