ტეგები

,


მერე რა რომ კომპარტიის  ბილეთებს და კომკავშირის მოწმობებს კოცონზე წვავდნენ? საქართველოს კომპარტიაში და მის ახალგაზრდულ კავშირში მაინც მომავლისთვის იბრძოდნენ. კომკავშირის ცეკაში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მოიფიქრეს, რომ არსებობას ახალი სახელწოდებით და ახალ წესდებით გაიხანგრძლივედნენ. “საქართველოს კომკავშირს” სახელის “საქართველოს თავისუფალი ახალგაზრდობის კავშირით” გადარქმევა დაუპირეს..

1990 – წლის გაზაფხულზე  საქართველოს სსრ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში  kuშექმნეს სპეციალური კომისია კომკავშირის სახელწოდებისა და წესდების ალტერნატიულ ვარიანტებზე სამუშაოდ. ასე იმიტომ გაისარჯნენ, რომ  ჩათვალეს  –  საქართველოს კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული კავშირის სახელწოდება, მისი  წესდება და სტრუქტურა  მაშინდელ რეალობაში უკვე  „არაქმედითუნარიანი „ იყო.  მალევე გამოქვეყნდა  საქართველოს კომკავშირის წესდების ალტერნატიული პროექტი, რომელსაც ასეთი განმარტება ჰქონდა:

“საქართველოს კომკავშირი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ხელშეკრულების საფუძველზე ითანამშრომლებს საკავშირო ალკკ შემადგენლობაში  – საკუთარ პროგრამასა და წესდებაზე დაყრდნობით, რაც პრინციპულად არ ეწინააღმდეგება საკავშირო ალკკ პროგრამას.

საქართველოს კომკავშირი დგას საქართველოს კომპარტიის ერთიან პლატფორმაზე და იზიარებს საქართველოს კომპარტიის ეროვნული განვითარების კონცეფციას.”

kom

რა ეწერა კომკავშირლების წესდების ალტერნატიულ ვარიანტში?

“საქართველოს ახალგაზრდობის კავშირის წევრი მოვალეა იყოს საქართველოს სსრ ყოველი მოქალაქე 16 იდან 30 წლამდე ასაკის ჩათვლით, რომელიც აღიარებს საქართველოს ახალგაზრდობის კავშირის წესდებას და პროგრამას, იხდის საწევრო გადასახადს, მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში, აგრეთვე ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც გამოთქვამს სურვილს იყოს საქართველოს ახალგაზრდობის კავშირის წევრი.

საქართველოს ახალგაზრდობის კავშირი წევრი მოვალეა:

ა) იზრუნოს თავისი ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისთვის.

ბ) უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს და ამრავლებდეს რესპუბლიკის საერთო სახალხო დოვლათს.

გ) გადაიხადოს საწევრო გადასახადი

დ) იბრძოდეს საქართველოს ახალგაზრდობის კავშირის პროგრამის განხორციელებისათვის, თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით არ არღვევდეს საქართველოს ახალგაზრდობის კავშირის წესდებას.

ე) აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავისი პირველადი ორგანიზაციის მუშაობაში.

ვ) სწავლობდეს სამშობლოს ისტორიას, იყოს საქართველოს პატრიოტი

ზ) არ დაამციროს, არ შეურაცხყოს არავინ რასობრივი ნიშით,  ეროვნების, ენის, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიის გამო.” 🙂