ტეგები

,


საბჭოთა პოეტ ირაკლი აბაშიძეზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია  საქართველოს კათოლიკოს – პატრიაქრის 1990 წლის სააღდგომო ეპისტოლეს. მას გადაუწყვეტია გაზეთ “ლიტერატურული საქართელოდან” გამოხმაურებოდა ეპისტოლეში ჩამოყალიბებულ  სწავლებებს, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, რომელშიც პატრიარქი “მკვდრების საფლავში დაყენებას” და წარსულისა და წასულების რადიკალური შეფასებებისგან თავის შეკავებას გვირჩევდა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთულებში” უკვე გაგაცანით 1990 წლის სააღდგომო ეპისტოლე, ახლა გთავაზობთ ირაკლი აბაშიძის ზოგიერთ მოსაზრებას პატრიარქის მაშინდელ სწავლებებთან დაკავშირებით.

204

აბა“ჯერ ტელეეკრანიდან, ალბათ მთელ საქართველოსთან ერთად, გულდასმით მოვისმინე და შემდეგ „ლიტერატურულ საქართველოში“ მთელი გულისყურით წავიკითხე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე, რამაც ჩვენი დღევანდელობის უზომო გულისტკივილით, მაგრამ ამასთანაცე მკაცრი კრიტიკით, ერთბაშად ეს სტრიქონები მიკარნახა.

ამ ბოლო ხანებში ხომ სულ უფრო და უფრო მომძლავრებულად გაისმის ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომაკვდინებლად გამეფებულ ნაკლთა კრიტიკა, მაგრამ რა შემარხევლად, როგორ უჩვეულოდ აჟღერდა იგი ჩვენი რელიგიის თავკაცის ბაგეთაგან; რა მწარედ იელვა მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გულიდან ამოხეთქილ სიტყვებში……

„დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მათ ილოდაღუპეს საქართველო. ის კი გვავიწყდება, რომ მეცხრამეტე – მეოცე საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულმოკლეობისა, ურთიერთმტრობისა და წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა, ჩვენც მონანი ვართ იმ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია, საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესი ვიქნებოდით? გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს?“

ო, რა მკაცრ ისტორიულ სინამდვილეზეა ლაპარაკი და, ო, რა გაბედულებითა და მკაცრად თქმული სიმართლეა.

გარდა უთვალავ მტერთაგან განუწყვეტელი რბევა – დაწიოკებისა, ჩვენი სამშობლოს ძველ მეთაურებს უსათუოდ ამ ჩვენმა საშინელმა სენმა აძებნინა ამ უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე უცხო ქვეყნების მფარველობა. დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საქართველო, ის ხალხმრავალი და სულით მაღალი საქართველო არ შეერთებია რუსეთს, ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, როცა ისტორიის გრძნობის უგულვებელყოფით, ქედმაღლურ, რადიკალურ ბრალდებებს ვუყენებთ საქართველოს მაშინდელ ტრაგიკულ, მაგრამ დიდებულ მეთაურებს.

პირველი სახელმწიფოებრივი კანონთაგანი ჩვენს პლანეტაზე იწყება სიტყვებით: ‘მოუსმინეთ მეორე მხარესაც.“ ეს სიტყვები არა მარტო ჩვენი ძველების მიმართ, არამედ ჩვენი საუკუნის ადამიანთა მიმართაც გამოდგება, თუმცა ამის შესახებ დიდებულადაა თქმული ამ სააღდგომო ეპისტოლეში: „საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესნი ვიქნებოდით?“

1990 წლის 27 აპრილი –  “ლიტერატურული საქართველო”

1990 წლის სააღდგომო ეპისტოლე https://lessonsgeo.wordpress.com/2015/03/06/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%AA-%E1%83%95%E1%83%94/