ტეგები

, ,


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და შემდეგ მის სამოქალაქო ომში გახვევას წინ უძღოდა კრიმინალის აღზევება, რამაც საბჭოთა კავშირის ნგრევის ფონზე საგანგაშო მასშტაბები მიიღო. 1990 წელს საქართველოში კატასტროფულად იმატა მკვლელობებმა, ამ უმძიმესი პრობლემის შესახებ წერდა მაშინდელი პრესაც. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შემოგთავაზებთ ამონარიდს 1990 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელსაც ერქვა – “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე!” სტატიაში მოყვანილია სხვადახვა პირების და მათ შორის ზვიად გამსახურდიას მოსაზრება კრიმინალის ზრდის პრობლემაზე:” მკვლელობები ლახვარია ჩვენი ერისთვის და ჩვენი უბოროტესი მტრების შავბნელი ზრახვების განხორციელებას უწყობს ხელს. ამგვარი ქმედება დღეს უნდა განისაზღვროს როგორც ერის შეგნებული მტრობა, ერისა და ეროვნული მოძრაობის ღალატი, ხოლო ამგვარი ქმედების ჩამდენნი, როგორც მოღალატენი სამუდამოდ უნდა მოიკვეთონ ერისგან.” 208 “ზვიად გამსახურდია – საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე: უკანასკნელ ხანებში ჩვენში თავი იჩინა ერთმა საგანგაშო სენმა, რომლის აღმოსაფხვრელად უნდა დაირაზმოს მთელი ჩვენი შეგნებული საზოგადოებრიობა, ჩვენი ერი. მახინჯმა სოციალურმა წყობამ, ახალგაზრდობის არასწორმა აღზრდამ, მისთვის ნამდვილი სულიერი და ეროვნული იდეალების ნაცვლად ყალბი იდეალების თავს მოხვევამ, რელიგიასთან ბრძოლამ და მისმა დისკრედიტაციამ, ათეისტური სახელმწიფოს მიერ მასებში მერკანტილური ფსიქოლოგიის გაბატონებამ დასცა ზნეობა, გახრწნა საზოგადოება, რაც განსაკუთრებით დაეტყო ახალგაზრდობის სულიერ მდგომარეობას. მართალია, ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ მრავალ ახალგაზრდა ადამიანზე მოახდინა კეთილი გავლენა, ჩააბა ისინი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, აქცია იდეისთვის თავდადებულ ადამიანებად, მაგრამ, სამწუხაროდ დღეს მაინც არიან ცალკეული ახალგაზრდები, რომელთაც მხოლოდ ნიღბად აქვთ ეროვნული მებრძოლების პოზა, საქმით კი სულ სხვა გზაზე დგანან. zviadis_sitkva_merab_kostavas_dakrdzalvaze 003საქართველოში და კერძოდ, თბილისში კატასტროფულად გახშირდა მკვლელობები, სხეულის მძიმე დაზიანებები, რაც ხშირად სავსებით უმიზეზო წალაპარკებისა და კონფლიქტის ნიადაგზე ხდება, ზოგჯერ კი ანგარების მიზნითაც. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ასეთ ადამიანებს მხოლოდ უბრალო მკვლელებს და კრიმინალებს ვერ დავარქმევთ, რამდენადაც დღეს საქართველო უმძიმესი სოციალურ -პოლიტიკური და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაშია, რამდენადაც ამგვარი მკვლელობები ლახვარია ჩვენი ერისთვის და ჩვენი უბოროტესი მტრების შავბნელი ზრახვების განხორციელებას უწყობს ხელს, ამგვარი ქმედება დღეს უნდა განისაზღვროს როგორც ერის შეგნებული მტრობა, ერისა და ეროვნული მოძრაობის ღალატი, ხოლო ამგვარი ქმედების ჩამდენნი, როგორც მოღალატენი სამუდამოდ უნდა მოიკვეთონ ერისგან. უნდა შედგეს მათი ვინაობის ამსახველი კართოტეკები, ფოტოსურათებით, ყოველგვარი მონაცემებით, რათა ერმა იცოდეს მათი ვიანობა, რათა მათი სახელი შეაჩვენოს ყველა ჩვენგანმა, მათ წინააღმდეგ უნდა დაირაზმოს მთელი ერი, რამეთუ მტრის დამარცხებაზე, არანაკლებ ძნელია შინაური მტრის დამარცხება!”