ტეგები

,


1990 წლის 11 მარტს, ვიტაუტას  ლანდსბერგისი ხელმძღვანელობდა საპარლამენტო სესიას, რომელზეც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა სახელმწიფოს მეთაურიც და  პარლამენტის სპიკერიც. მანამდე, 1990 წლის 24 თებერვალს ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში  წარმატებას “საიუდისმა”მიაღწია. ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოსკოვმა ეკონომიკური ბლოკადა შეაგება. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  შემოგთავაზებთ 1990 წელს ლიტვურ პრესაში გამოქვეყნებულ ერთ საინტერესო სტატიას, რომელიც ქართულ პრესაში გასავრცელებლად ქართულ ენაზე  უშანგი სახლთუხუცესს უთარგმნია.

“ახალი ლიტვის სახელმწიფოს მეთაურის პორტრეტი” ასე ერქვა სტატიას, მისი ავტორი  ვილნიუსის ლიტველებისა და ლატვიელების ძმობის თავმჯდომარე სილმესტრას გაიჟუნისი იყო. ის  1990 წლის 11 მარტს ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტზე და ვიტაუტას ლანდსბერგისზე წერდა, რომელმაც ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის გამოცხადებით “ერთ ისტორიულ ჯაჭვად შეკრა თავისი, მამისა და პაპის მისია.”

ახალი ლიტვის სახელმწიფოს მეთაურის პორტერტი

სილმესტრას გაიჟუნისი

1990 წლის მარტი
“ლიტვის ისტორიის საათმა ჩამოჰკრა: 1990 წლის 11 მარტს ლიტვა კვლავ გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. დეპუტატებმა პარლამენტისა და მთელი ქვეყნის მეთაურად vitaაირჩიეს საქვეყნოდ ცნობილი კაცი, მუსიკისმცოდნე, პროფესორი ვიტაუტას ლანდსბერგისი.
ამასთან ერთად ლიტვაში გაიმარჯვეს არა მარტო პროგრესულმა ძალებმა, მოძრაობა „საიუდისმა,“ არამედ ადამიანის სულმა და კულტურამ. პარლამენტის ხელმძღვანელები ძირითადად ჰუმანიტარული პროფესიის ადამიანები არიან, კულტურის, სულიერი სამყაროს წარმომადგენლები. ლიტვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვიტაუტას ლანდსბერგისი, იმავე დროს, ძველი ლიტვური კულტურის მოღვაწეთა ოჯახის გამგრძელებლიც გახლავთ. ლანდსბერგისების ოჯახი ერთი იმათთგანია, ლიტველი ხალხის პირველ გამოღვიძებას რომ აერთიანებს მეორე და მესამე გამოღვიძებასთან.

გაბრიელ ლანდსბერგის – ჟემკალნს ( 1852 -1916) ლიტვური კულტურის ისტორიაში ეროვნული თეატრის ქურუმს უწოდებენ. იგი იყო ეროვნული თეატრის ორგანიზატორი, მსახიობი და რეჟისორი. დაწერილი აქვს მრავალი პიესა, ბევრს წერდა პირველ ლიტვურ გაბრიელისპექტაკლებზე. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა ლიტვური დრამისა და მუსიკის საზოგადოების დაარსებაში. ეს საზოგადოება, მისი აზრით, უნდა გამხდარიყო „ლიტვური ხელოვნების ცენტრი.“ მეფის მიერ ორმოცი წლის წინათ მშობლიურ ენაზე აკრძალული პრესა კვლავ დაიბრუნეს, ვილნიუსში გამოვიდა პირველი ლიტვური ყოველდღიური გაზეთი „ვილნიუსის მოამბე.“ სწორედ გ. ლანდსბერგის – ჟემკალნი იყო ამ გაზეთის ადმინისტრატორი. ლიტვაში ყველაზე პოპულარული ნაწარმოებებია გ. ლანდსბერგის- ჟემკალნის პიესა „ბლინდა ქვეყნის გამსწორებელი,“ რომლის პრემიერა 1907 წელს შედგა. ამ პიესაში მწერალმა აღწერა მეცხრამეტე საუკუნის ჟემაიტელი ყაჩაღები, რომლებიც ნამდვილი მძარცველები კი არ არიან, არამედ ებრძვიან უსამართლობას, ძალადობას.

გაბრიელის შვილმა ვიტაუტას ლანდსბერგის -ჟემკალნმა (დაიბადა 1892 წელს) ლიტვა ააშენა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ფუნქციონალიზმის ფუძემდებელი ვიტაუტას mamaლანდსბერგის  – ჟემკალნი ყველაზე სახელოვანი არქიტეტიორია ლიტვაში, მის  მიერ დაპროექტებული შენობები დღესაც ამშვენებს ლიტვის ქალაქებს, განსაკუთრებით კი კაუნასს.

ისე, როგორც სხვა ლანდსბერგისებს, არქიტეტორ ვ. ლანდსბერგის – ჟემკალნს შეეძლო გაეერთიანებინა ხელოვნება პოლიტიკასთან, იგი დამოუკიდებლობისთვის არა მარტო ამ საუკუნის დასაწყისში იბრძოდა, არამედ საბჭოეთისა და გერმანიის მიერ ლიტვის ოკუპაციის დროსაც და როგორვ ჭეშმარიტი მებრძოლი ლიტვის თავისუფლებისთვის, როგორც ერის პატრიაქრი, იგი შარშან, 17 თებერვალს, კაუნასის ცენტრში იდგა, როცა ახლად აგებული თავისუფლების ძეგლი გაიხსნა. იქ წარმოთქმული მისი სიტყვა „იყავით მხნედ“ – ბევრს სამუდამოდ ჩარჩა მეხსიერებაში.

10 მარტს ვ. ლანდსბერგის – ჟემკალნს 92 წელი შეუსრულდა. სწორედ იმ საღმოს დაიწყო ლიტვის უზენაესი საბჭოს ისტორიული სესია, მეორე დღეს კი მისმა შვილმა – თავადაც ვიტაუტასმა – წაიკითხა ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის აქტი. ვიტაუტას ლანდსბერგისმა ერთ ისტორიულ ჯაჭვად შეკრა თავისი, მამისა და პაპის მისია. იმ საღამოს ამ ჯაჭვში დავინახედ შორეული წინაპრებიც, რომლებიც 1863 წელს მონაწილეობდნენ მეფის რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლიტვა – პოლონეთის აჯანყებაში.

ლანდსბერგისების გვარი ლიტველთათვის მამაცობის სიმბოლოდ იქცა. ვიტაუტას kompoლანდსბერგისს შეუპოვრობა მაშინაც სჭირდებოდა, როცა დიდი ლიტველი ხელოვანის მ.კ ჩურლიონისის შემოქმედებითა და ცხოვრებით დაინტერესდა, რადგან საბჭოთა ხელისუფლებისთვის დიდხანს მიუღებელი იყო ამ გენიოსის ნაშრომები. ლანდსბერგისმა ბევრი იშრომა, მან დაგვანახა ჩვენ და მთელ მსოფლიოს ამ შემოქმედის სიდიადე. 1987 წელს ლანდსბერგისმა ლიტვის ინტელიგენტთა მცირე ჯგუფით კაუნასში შექმნა კულტურის პირველი საზოგადოება მ.კ ჩურლიონისის მეგობართა წრე. ეს იყო პირველი ნაბიჯი ლიტვის სულიერი გამოღვიძებისკენ.

უკვე მეორე წელს ლანდსბერგისი ხდება ლიტვის ეროვნული მოძრაობის „საიუდისის“ და საერთოდ მთელი ლიტვის პროგრესული ძალების ხელმძღვანელი. დღეს ის ლიტვის სახელმწიფოს მეთაურია. მე, ლიტველს, დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ვარ ლიტვის რესპუბლიკის, თავისუფალი სახელმწიფოს მოქალაქე. მე, კულტურის მოღვაწეს, აღმაფრთოვანებს, რომ ჩემი სახელმწიფოს მეთაურად გაიმარჯვა სულმა, თითქოს აღსრულებულიყოს ძველი რომანტიკოსების ოცნება.”