ტეგები

, ,


1990 წლის მარტში თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ძალების კონფერენცია, რომელზეც მიიღეს შეთანხმება ეროვნული ფორუმის შექმის თაობაზე. შეთანხმების თანახმად ეროვნულ ფორუმს უნდა მოეხდინა ეროვნული ყრილობის მოწვევისა და გარდამავალი, კოალიციური ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება. მალვე ეროვნულ ფორუმში განხეთქილება მოხდა.   ფორუმი გაიყო, რის შემდეგაც მივიღეთ  ურთიერთდაპირისპირებული გაერთიანებები: „მრგვალი მაგიდა“ და „ეროვნული კონგრესი.“ ახლა კი გავიხსენოთ “ეროვნული ფორუმის” შექნის ფაქტი ისე, როგორც ეს მაშინდელმა პრესამ შემოინახა.

 

 “ლიტერატურული საქართველო”  1990 წლის მარტი

„13-14 მარტს, თბილისში, ფილარმონიის დიდ დარბაზში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია. თავყრილობის ორგანიზატორები იყვნენ: ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, მონარქისტული პარტია, მერაბ კოსტავას საზოგადოება და თეთრი გიორგის კავშირი.

კონდერენციას თავმჯდომარეობდა ზვიად გამსახურდია; შესავალი სიტყვით გამოვიდა ირაკლი წერეთელი;

forumi 2

კონფერენციაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის ძალითაც საქართველოს განესაზღვრა ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი; საქართველოს ე.წ. სსრ მიჩნეულ იქნა ფიქციად და მის სტატუსს მიეცა დანაშაულებრივი ფალსიფიკაციის კვალიფიკაცია; აქედან გამომდინარე ბათილად იქნა მიჩნეული ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამ ხნის მანძილზე დადო საქართველოს მარიონეტულმა ხელმძღვანელობამ. კონფერენციამ მოითხოვა ადგილობრივი კომპარტიის თვითლიკვიდაცია და ბოიკოტი გამოუცხადა 1990 წლის 25 მარტის საქარველოს ე.წ უმაღლესი საბჭოს არჩვენებს; ითქვა, რომ საქართველოს კანონიერმა მოსახლეობამ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს საქართველოს გარდამავალი, კოალიციური, ოპოზიციური ხელისუფლება, რომელიც იქნება ოფიციალური იურიდიული პირი.

forumin 1პარტიულ საწყისებზე არჩეულ იქნა ეროვნული ფორუმი, რომელიც გახდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მაკოორდინირებელი ცენტრი და რომელიც მოამზადებს საყოველთაო ეროვნულ ყრილობას.კონფერენციაზე მიიღეს რეზოლიციები საბჭოთა არმიის რიგებში გაწვევის ბოიკოტისა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯარების მიმართ საბოტაჟის, 1990 წლის 25 მარტს დანიშნული არჩევნების ბოიკოტის, ეროვნული სამხედრო სასწავლებლის შექმნის, დემოგრაფიული ექსპანსიის და საქართველოს ალკკ ორგანიზაციის გაუქმების თაობაზე.

ეროვნული ხსნის მთავარმა კომიტეტმა თავი დაშლილად გამოაცხადა და ძალაუფლება ახლადარჩეულ ფორუმს გადასცა.”

ირალი ბათიაშვილის გამოსვლა 1990 13-15 მარტის კონფერეციაზე, ის “ეროვნილი დამოუკიდებლობის პარტიას” წარმოადგენდა.

batia“ეროვნული ფორუმის მიზანია, ეროვნული ყრილობის მოწვევა და ოპოზიციური ხელისუფლების არჩევნების კამპანიის მომზადება. ეს არის ბრძოლის თავისებური პარლამენტური გზა სახელმწიფოებრიობის არარსებიბის პირობებში, საპირისპიროდ იმ ფსევდოპარლამენტური ბრძოლის გზისა, რომელსაც გვთავაზობს სახალხო ფრონტი, სოციალ-დემოკრატიული პარტია და სხვები, რომელთაც ეროვნული მოძრაობა მიჰყავთ პოლიტიკური თვალსაზრისით კოლაბორაციონისტული და პრაქტიკული თვალსაზრისით უშედეგო ან კიდევ მოჩვენებითი შედეგების მქონე მიმართულებით.
ახალ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის გენერალური ხაზი უნდა განისაზღვროს, როგორც ბრძოლა საოკუპაციო ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გასაყვანად, რადგან ეს ჯარი წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის არსებობის და მისი ხანგრძლივობის გადამწყვეტ ფაქტორს.”

 

1990 წლის 13-14 მარტის კონფერენციის ამსახველი ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა რენო სირაძეს. ფოტოები მისი პირადი არქივიდანაა.