ტეგები

, ,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1991 წლის გახსენებას ვიწყებთ. ჩვენს მკითხველთან ერთად ეს ურთულესი და ტრაგიკული  წელიც ხელახლა უნდა გავიაროთ. ხელახლა გავლა მაშინდელი  სიხარულის და ტკივილის ხელახლა განცდას ნიშნავს 1991 -ში ერთიანი საქართველოს მოსახლეობამ  ლამის ერთხმად  დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 -ში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1991 – ის ბოლოს  დაიწყო დემოკრატიული არჩევნებით არჩეული ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობა. ეს ყველაფერი წინ გვაქვს  და მაინც, “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში ” 1991 – ს, სიმბოლურად, ერთი პატარა მიმართვით გავხსნით. ის 1991 წლის მარტში გამოუგზავნია სამშობლოში მხრცოვან ქართველ ემიგრანტს სიმონ კეკელიძეს. ბატონი სიმონი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახუირდიას სთხოვდა  დაერთო ნება მიეღო მონაწილეობა 31 მარტის რეფერენდუმში და მასაც გაეცა პასუხი სარეფერენდუმი შეკითხვისათვის ” თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?»

 

gamsaxurdia 1ღრმად პატივცემულო ბატონო ზვიად,

უპირველესად გილოცავთ იმ წარმატებებს, რომელსაც თანმიმდევრულად ახორციელებს ქართველი ხალხი თქვენი ხელმძღვანელობით. მაქვს დიდი თხოვნა თქვენთან, მიმაღებინოთ მონაწილეობა რეფერენდუმში, მე ამჟამად მაქვს საბუთი, რომლის ძალითაც უახლოეს ხანში, 68 წლის შემდეგ ვბრუნდები მუდმივ საცხოვრებლად სამშობლოში. მე სრულიად ახალგაზრდამ განვიცადე საქართველოს დამოუკიდებლობით გამოწვეული ბედნიერება ჯერ კიდევ 1918 წლის 26  მაისს. რადგანაც შესაძლებელია მეორედ მოვესწრო საქართველოს სრულ დამოუკიდებლობას, ნუ მეტყვით უარს ჩემს თხოვნაზე მივიღო მონაწილეობა რეფერენდუმში. თანახმა ვარ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იმ აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებული იქნა 1918 წლის 26 მაისს.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს!

სიმონ ვახტანგის ძე კეკელიძე.