ტეგები

,


1990 წლის 10 მარტის “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა 3 მარტს, გაზეთ “ბზიფში” დაბეჭდილი  ” ღია წერილი საქართველოს პროკურორს ვ.ა. რაზმაძეს.”მისი ავტორები სეპარატისტული გაერთიანება “აიდგილას” გამგეობის წევრები იყვნენ და ეხმაურებოდნენ  გაზეთ “ზარია ვასტიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს  ვ. რაზმაძესთან. აფხაზეთში 1989 წლის ივლისში  ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო,”აიდგილარა”  საქართველოს სსრ მთავარ პროკურორს  ხალხებს შორის შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებდა და “არაფორმალების და ექსტრემისტების” ერთ-ერთ წარმომადგენლადაც მოიხსენიებდა. ასე მოიხსენიებდნენ სეპარატისტულად განწყობილი აფხაზები  საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს. რაც ყველაზე საინტერესოა. ამავე წერილში ისინი აყალიბებდნენ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისგან თავიანთ  განმასხვავებელ ნიშნებს და ამ განმასხვავებელ ნიშნებს  მთელს აფხაზ ერს მიაწერდნენ: ” თქვენთან ვანდალურად ექცევიან, შურაცხყოფენ ლენინის, ორჯონიკიძის ძეგლებს, ჩვენ კი მათ წმინდად ვიცავთ და ხელყუმბარების ნაცვლად ყვავილებით ვამკობთ. თქვენთან – „რუსო ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან! “ ჩვენთან – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

“აიდგილარას” ღია წერილს “ლიტერატურულმა საქართველომ” რედაქციის ეს განმარტება დაურთო. lit და რას ედავებოდნენ საქართველოს სსრ პროკურატურას და მის წარმომადგენელს აფხაზური სახალხო ფრონტი “აიდგილარა”?

“15 ივლისს, სოხუმში, ორი მოძმე ხალხის შეტაკების ფაქტიურ გარემოებათა ასეთი აშკარად გამოკვეთილი დამახინჯების შემდეგ, ჩვენ თქვენი სახით ვხედავთ არა პროკურორს – კანონის დამცველს, რომელიც მოწოდებულია სამართლიანობისთვის საბრძოლველად, არამედ ნამდვილ არაფორმალს, რომელიც არალეგალურად იჩემებს ქართული ფენომენის ლიდერობას და უკიდურესად აგრესიულ, ანტიაფხაზურ პოლიტიკას ეწევა. იმის ნაცვლად, რომ ეძიოთ გზები აფხაზი და ქართველი ხალხების დარღვეული ძმური ურთიერთობის აღსადგენად, თქვენს ინტერვიუში თავხედურად, დაბეჯითებით ამტკიცებთ, რომ აფხაზების მხრიდან ივლისის ამბებს ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ხასიათი ჰქონდა. ასეთი ცრუ განცხადება ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მხოლოდ ისე, როგორც აშკარა მოწოდება ქართველი ერისადმი მოაწყონ მორიგი სისხლისღვრა უძველეს აფხაზურ მიწაზე.

გთხოვთ გაგვიმარტოთ – თქვენთან, საქართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 75 -ე მუხლი მხოლოდ ეროვნების მიხედვით მოქმედებს? თუ ასე არ არის, მაშინ აგვიხსენით, რატომ არ მიეცით პასუხისგებაში ვერა ვარძიაშვილი, რომელიც 1989 წლის 25 ოქტომბერს „აიდგილარაში“ აფხაზებს ემუქრებიდა და წერდა: „ბერიამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ახლა ცოცხალი რომ იყოს, ერთი დღე-ღამე ეყოფოდა ჩვენი მიწის აფხაზებისგან გასაწმენდად..“ თუ მისამართი არ იცით, ჩვენ გიკარნახებთ… სრულიად უსაფუძვლოა თქვენი დასკვნა იმის შესახებ, რომ აფხაზებმა დასვეს საკითხი ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოდან გამოყოფის შესახებ და როცა მიზანს ვერ მიაღწიეს, ძალადობას მიმართეს. როცა ყველა ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოლქში გაიშალა ბრძოლა კონსტიტუციური უფლებების გასაფართოვებლად, აფხაზ ხალხს იმედი ჩაესახა, რომ ახალი დემოკრატიული მოძრაობა ძალღონეს არ დაიშურებდა ყველა ხალხის ჭეშმარიტი თანასწორობის მისაღწევად. ამ ხალხის რიცხოვნებისა და მათთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებების მიუხედავად.

აფხაზების მშრომელებმა მიიღეს ცნობილი მიმართვა, რომელშიც დასმულია არა ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლის საკითხი, არამედ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უკანონოდ წართმეული სტატუსის დაბრუნების საკითხი. მაგრამ თქვენმა, საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობამ, მიღებული პოლიტიკური აქტი არასწოტრად შეაფასა. სხვათაშორის გაცნობებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც გაეგზავნა razაფხაზური მიმართვა, და არც ჟურნალ „იზვესტია ცკ კპსს“ ( 10 -1989) ასე არ შეუფასებია ეს წერილი. შემდეგ თქვენი მოადგილე დ. ჩიტლოვი თავის ინტერვიუში ( ჟურნალი „სოციალისტიჩესკაია ზაკონნოსტ“ ნომერი 7. 1989) 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში დატრიალებულ ტრაგიკულ ამბებს უკავშირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის საკითხის აღძრას. აპრილის ტრაგედიის დასაწყი თქვენ და ჩიტლოვმა თვით ქალაქ თბილისში უნდა ეძიოთ და არა სოფელ ლიხნში, სწორედ 1989 წლის ნოემბერში, მრავალრიცხოვან არასანქცირებულ მიტინგებზე, დემონსტრაციებსა და გაფიცვებზე გაისმა აშკარად თქვენი მოწონებული მოთხოვნები, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება – საქართველოს გამოსვლა საბჭოთა კავშირიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმება.

თავის მხრივ აფხაზმა ხალხმა ეს აქცია მიიღო მის ეროვნულ სუვერენიტეტზე თავდასხმად და იძულებული გახდა მიეღო ხსენებული მიმართვა ერთადერთი მიზნით – დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სსრკ – დან საქართველოს შესაძლებელი გასვლის შემთხვევაში. თქვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივ – პოლიტიკურმა დაძაბულობამ აფხაზეთში, რომელსაც ქართველი ექსტრემისტები ყოველდღე ამწვავებდნენ, თავის აპოგეას იმ წუთიდან მიაღწია, როცა ქართული ნაციონალიზმის ექსტრემისტულმა ძალებმა დაძაბულობის ეპიცენტრი თბილისიდან სოხუმში გადაიტანეს, ვითარება უკიდურესად გამწვავდა იმ დღიდან, როცა გამოიცა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არაკანონიერი განკარგულება – გახსნილიყო სოხუმში თსუ-ს ფილიალი, რომელიც 15 ივლისს ძმათა სისხლისმღვრელი შეტაკების უშუალო მიზეზი გახდა.

თუკი სსრ გენერალურმა პროკურორმა მიიჩნია, რომ ეს განკარგულება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სსრკ კონსტიტუციის 12 მუხლსა და საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესის შესახებ სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ( 2 სექტემბერი, 1982 ) დამტკიცებული დებულების მეხუთე და მეათე პუნქტების მოთხოვნებს, საკითხავია თქვენ, როგორც რესპუბლიკის პროკურორმა, რატომ არ დასვით ეს საკითხი? ამგვარი უმოქმედობა იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ მთლიანად ექსტრემისტებს ემორჩილებით? აფხაზეთის სისხლისღვრაში ჭეშმარიტი დამნაშავეები, მათ შორის პირადად თქვენ, ვისი ხელებიც უდანაშაულოდ დაღუპულთა სისხლშია გათხვრილი, სამწუხაროდ, ისევ თქვენს რბილ სავარძლებში ბრძანდებით.

ამასთან დაკავშირებით ინტერვიუში თავს არიდებთ პირდაპირ პასუხებს შეკითხვაზე – რა არის 15 ივლისს სოხუმში შეტაკების უშუალო მიზეზი? ყველა აფხაზსს, ვინც მხარს არ უჭერს ქართველი არაფორმალების ანტისაბჭოთა პოლიტიკას და მათ გამოხტომებს ებრძვის, თქვენ ექსტრემისტების და ნაციონალისტების იარლიყს აკერებთ, ჩვენსა და თქვენს შეხედულებებსა და მოქმედებაში დღეს ნამდვილად არსებითი განსხვავებაა და იძულებული ვართ, ეს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ:

თქვენთან ( არაფორმალებს ვგულისხმობ) ნამდვილი ნაციონალიზმია, ჩვენთან – ინტერნაციონალიზმი. თქვენ ერთაშორის დაძაბული ურთიერთობის გამწვავების მომხრენი ხართ, ჩვენ – ამ დაძაბულობის შენელების მომხრენი.

თქვენ სამფეროვანი მენშევიკური დროშა გაქვთ, ჩვენ – ერთფეროვანი წითელი საბჭოთა დროშა.

თქვენთან გაუთავებელი არასანქცირებული მიტინგებია, ჩვენთან – სანქცირებული.

თქვენთან მრავალპარტიულობაა, ჩვენთან – ერთპარტიულობა, პარტიას ლენინურს ვუწოდებთ.

თქვენთან ამბობენ: არ გვინდ სკკპ, ჩვენთან – გაუმარჯოს სკკპს!

თქვენთან პარტბილეთებს წვავენ, ჩვენთან კი გულის ჯიბეში სათუთად ვინახავთ.

თქვენ ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრენი ხართ, ჩვენ – ერთიანი საბჭოთა ოჯახის მომხრენი. „åìîíòàæ ïàìßòíèêà ‹åíèíó ⠒áèëèñè, 1990 ãîäთქვენთან ვანდალურდ ექცევიან, შურაცხყოფენ ლენინის, ორჯონიკიძის ძეგლებს, ჩვენ კი მათ წმინდად ვიცავთ და ხელყუმბარების ნაცვლად ყვავილებით ვამკობთ.

თქვენთან – „რუსო ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან! “ ჩვენთან – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.”

თქვენთან -„საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის!“ ჩვენთან – „აფხაზეთი ყველასთვის.“(კეთილმოსურნეებისათვის)

თქვენ კოსტავას და გამსახურდიას იდეებს ემხრობით, ჩვენ ლენინის იდეას! “

“აიდგილარა” 1989 წლის მარტი. გუდაუთა

1. რა და როგორ მოხდა 1989 წლის ივლისში აფხაზეთში. როგორ დაიღვარა იქ პირველი სისხლი – ქართველების სისხლი, ამის შესახებ “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” https://lessonsgeo.wordpress.com/2014/11/18/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-1989-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1/ 2. ცოტა რამ აფხაზეთის ( საქართველო) ისტორიიდან https://lessonsgeo.wordpress.com/2014/10/27/%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0/