ტეგები

, ,


1990 წლის მარტში პრესაში გამოქვეყნდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისადმი მიმართვა, რომელსაც  სხვა პირებთან ერთად ხელს აწერდა გია გულუა. 1990 -ში გია გულუა მილიციის მაიორი იყო.  მიმართვა, რომელზეც მისი ხელმოწერა დარჩა,  შეიცავდა  მილიციის, სასამართლოს, პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოწოდებას. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” ვაქვეყნებთ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს პერიოდის  მოთხოვნას  –   სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაციის თაობაზე. gulua “იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ და შევქმნათ სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს და მომავალში შეუთავსებლად მიგვაჩნია სამართალდამცავი, სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის შინაგან საქმეთა ორგანოს მუშაკები იმყოფებოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების შემადგენლობაში, მათ შორის სკკპ რიგებში, რამეთუ პარტიის რიგებში ყოფნა ხელს უშლის კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

დასამალი არ არის, რომ სამართალდამცავი ორგანოები ავტორიტარული სახელმწიფოს აპარატის მორჩილ ხელქვეითად იქცა და არა სამართლიანობისთვის მებრძოლ ავანგარდად. ვაღიარებთ რა პარტიის დიქტატს დღემდის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროსა და მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიღებული კანონი სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის, რომელიმე პარტიაში ყოფნის აკრძალვის შესახებ, თუ გვინდა, რომ ისინი ნამდვილად ჩადგნენ ხალხის სამსახურში.

აღნიშნული მოწოდება დროულია და მისი გადადება მხოლოდ ზიანს მოუტანს ხალხის ნების გამომხატველ კანონების უზენაესობის განხორციელებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ახალი მოდელის შექმნას საქართველოში. აღნიშნული წესი სავალდებულოდ უნდა იყოს მიჩნეული მაშინ , როდესაც კონსტიტუციურად აღიარებული იქნება მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა. გვჯერა და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენს მიმართვას გამოეხმაურება სამართალდამცავი ორგანოს ყველა მუშაკი და ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ სასურველ მიზანს – სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაციას.”

თბილისის ლენინის რაიონის შინაგან საქემთა გამყოფილების მეორე საქალაქო ქვეგანყოფილების უფროსი, მილიციის მაიორი გია გულუა.

თბილისის ლენინისი რაიონის პროკურორის თანაშემწე ვახტანგ თორდია.

ეს მიმართვა გამოაქვეყნდა გაზეთ “მამულში”,  მას ახლდა მინაწერი რედაქციისგან:” 13 მარტს საბჭთა კავშირის სახალხო დეპუტატების მესამე ყრილობაზე „უმცირესობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დააყენა ეს საკითხი, კერძოდ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების დეპოლიტიზაციის საკითხი, მაგრამ როგორც არაერთ კარგ წამოწყენას , მას ხმალამოღებული შეხვდა “უმრავლესობა.“ამდენად საკითხის განხილვა გაუთვალისწინებლი დროით გადაიდო.”