ტეგები

,


1990 წლის 11 მარტს ვიტაუტს ლანდსბერგისი ხელმძღვანელობდა საპარლამენტო სესიას, რომელზედაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შედეგად, ლიტვა გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ლიტვის კონსტიტუციის თანახმად, ლანდსბერგისი გახდა როგორც სახელმწიფოს ლიდერი, ასევე პარლამენტის სპიკერი. მას ეს პოსტი 1990 წლის მარტიდან 1992 წლის ნოემბრამდე ეკავა. კარგა ხნის ლანშემდეგ, ვიტაუტას ლანდსბერგისმა ერთ-ერთ ინტერვიუში ( რომელიც ru.delfi.it -მა 2012 წლის მარტში გამოაქვეყნა) ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო დასავლეთის ლიდერების დამოკიდებულება ლიტვის საკითხისადმი 1990 -ში:  “ღიად გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამოგვივიდოდა, რომ ვერაფერს მივიღებით ან თუ მივიღებდით დამოუკიდებლობას, ლიტვა სხვა საზღვრებში მოექცეოდა, კლაიპედის და ვილნიუსის გარეშე. ჩვენ ეს არ გვაფრთხობდა. ვიცოდით, რომ უნდა გვებრძოლა სწორედ ისეთი ლიტვისთვის, როგორშიც დღეს ვცხოვრობთ, ან ისინი ლიტვისგან აღარაფერს დაგვიტოვებდნენ.”

ამავე ინტერვიუში ლანდსბერგისმა გაიხსენა, რომ სსრკ-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე არც ფიქრობდნენ, რადგან მოსკოვი ლიტველებს არც არაფერს სთავაზობდა მოსალაპარაკებლად. იყო მხოლოდ მუქარები, დაშინების მცდელობა, ფსიქოლოგიური ომი. „დასავლელი ლიდერების მაშინდელი დაურწმუნებლობა, მათი გადამეტებული სიფრთხილე ახლანდელი გადასახედიდან ღიმილის მომგვრელია, მაშინ კი, შესაძლოა, სულ სხვაგვარად წასულიყო საქმე,“ – აღნიშნა დამოუკიდებელი ლიტვის პირველმა მეთაურმა და მოყვა იმის შესახებაც, თუ როგორ მოქმედებდა კგბ: „ კგბ -ს აგენტები დასავლეთში ავრცელებდნენ შიშის მომგვრელ სცენარებს. კგბ -ს ერთ-ერთმა რეზიდენტმა ნორვეგიაში, მოგვიანებით, თავის წიგნში დაწერა იმის შესახებ, თუ რის თქმას ავალებდნენ ჩემს წინააღმდეგ:” ლანდსბერგისი წარმოადგენს კაუნასის მაფიას, ამ მაფიის მიზანია სახელმწიფოს დანგრევა, მან ამით უნდა ისარგებლოს.“

ცნობილია, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა French President Francois Mitterrand seen, September 20th..საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა კერძო საუბარში თქვა – საბრალო ლიტველები ყველაფერს გააფუჭებენო. საინტერესოა როგორ უპასუხა ლანდსბერგისმა შეკითხვას იმის შესახებ, რამდენად საგრძნობი იყო მისთვის დასავლეთის ლიდერების მაშინდელი სკეპტიკური დამოკიდებულება? „ იცით, ერთი ან მეორე ლიდერის ნათქვამი არ ნიშნავდა, რომ დასავლეთი ერთიანი იყო რაღაც პოზიციაში. პირველ დღეებში მიტერანმა მართლაც არასასიამოვნო რაღაცეები თქვა, რისი გახსენებაც უყვართ  პოლიტოლოგებს.“ იქვე ვიტაუტას ლანდსბერგისმა გაიხსენა, მალევე, როგორი კარგი ფრანგულით დაწერილი და დიპლომატიური წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ პარიზში ლიტვის სასარგებლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ: ძველი დიპლომატი სტაისი ბაჩიკი და  მისი შვილი, რომელსაც იმ მომენტში ლიტვის მეთაურის პირადი წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

„როცა ასეთ საკითხს წამოჭრი, მერე ხედავ, რომ პროცესი საინტერესოდ ვითარდება. 11 მარტს მიტერანმა თქვა: საბრალო ლიტველებს 700 წელი არ ჰქონიათ არავითარი დამოუკიდებლობაო, შემდეგ დააზუსტა, რომ ჩვენ 20 წლის გამოკლებით არ ვყოფილვართ დამოუკიდებლები. ყველაფერი საბჭოთა პროპაგანდის შედეგი იყო. სხვებისგანაც მომისმენია, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არასდროს ყოფილან სახელმწიფოები, რომ ისინი ხან გერმანიის, ხან პოლონეთის, ხანაც რუსეთის პროვინციებს წარმოადგენდნენ. ლიტვის შემთხვევაში ამის თქმა ძალიან უსამართლო იყო. შემდეგ მიტერანმა გაიგო, რომ სინამდვილეში ლიტვის სახელმწიფო არსებობდა. რაღაცეებისთვის ნათელის მოფენაში სსრკ-ს ძალისმიერი ქმედებებიც „დაგვეხმარა.“

1990 წლის 22-23 მარტს ტანკები გაივლის უმაღლეს საბჭოსთან, იწყება ახალგაზრდების იძულებით წაყვანა არმიაში. ამ ყველაფრის ამსახველი კადრები ტრიალებს მთელს მსოფლიოში. იაზოვს პარიზში ეკითხებიან: “რას აკეთებს თქვენი არმია ვილნიუსში?” ის პასუხობს: “არაფერს, მცირე მანევრები გვაქვს.” საფრანგეთის ხელისუფლებასაც უნდა გაეგო რა ხდებოდა სინამდვილეში. ჩვენ გვქონდა მიწერ – მოწერა მიტერანთან, შემოდგომით კი წავედი პარიზში მასთან შესახვედრად. მოლაპარაკებებზე მისი პოზიცია უკვე აბსოლუტურად მკაფიო  გახდა, მათ შორის ლიტვის ოქროსთან დაკავშირებითაც. მიტერანმა მითხრა: ეს თქვენი ოქროა, თქვენც სახელმწიფო ხართ, საფრანგეთი გცნობთ, საჭიროა მხოლოდ სიტუაციის გარდატეხა.”

მოსაზრება იმაზე 1990 -ში, რატომ აამოქმედა მოსკოვმა ლიტვის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადა და არ გამოიყენა  სამხედრო ძალა:

“ახლა ირკვევა, რომ გორბაჩოვი დასავლეთის დახმარებაზე ამყარებდა იმედებს. ის ისე იყო დამოკიდებული ამ დახმარებაზე, რომ არ შეეძლო ლიტვის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე წასვლა. დღეს უკვე ცნობილია, რომ მალტაში ბუშსა და გორბაჩოვს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა: გორბაჩოვი არ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას ახლო აღმოსავლეთში აშშ – ის ქმედებების წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი აშშ არ აღიარდებდა ლიტვის დამოუკიდებლობას და ნაწილობრივ დათანხმდებოდა  სსრკ – ს ინტერპრეტაციას –  ლიტვა სსრკ-ს შიდა საქმეა და ლიტველები უნდა შეთანხმდნენ გორბაჩოვთან. გორბაჩოვს თავისი პირობები ქონდა, მას ლიტვის დამოუკიდებლობის გაგონება არ სურდა. დასავლეთი ამ დროს პროცესების უსისხლოდ განვითარებით იყო დაინტერესებული. გორბაჩოვს ეუბნებოდნენ: დაელაპარაკე,  გაარკვიე, მაგრამ არ გამოიყენო ჯარი, ეს ჩვენს შორის ურთიერთობას დააზარალებს. გორბაჩოვი იძულებული იყო დასავლეთთან ურთიერთობებს გაფრთხილებოდა. მისი ქვეყანა გაბანკროტების ზღვარზე იყო.. გორბაჩოვს უნდა ეჩვენებინა, რომ ახლა საქმე სხვაგვარადაა, მიმდინარეობს დემოკრატიზაცია, სსრკ მშვიდობიანი ქვეყნაა.

ეს ბოჭავდა გორბაჩოვს და მის გარემოცვას. იქ იყვნენ დემოკრატიულად განწყობილებიც, მაგალითად იაკოვლევი და იყვნენ ძალიან აგრესიულები: კგბ -ს ხელმძღვანელი კრიუჩკოვი, ახრომეევი, ასევე იაზოვი, რომლისთვისაც უმთავრესი სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირება იყო.  ცნობილია საუბრის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა იანვრის მოვლენებს, თითქოს, თავად იაზოვმა ან პუგომ უთხრა გორბაჩოვს: ჩვენ ლიტველებს მოვუვლით, თქვენ ამის ნებართვა მოგვეცით, გვიბრძანეთო. სხვა სიტყვებით საჭირო იყო პრეზიდენტის წერილობით ბრძანება, გორბაჩოვს კი უკითხავს: თქვენთვის ჩემი სიტყვა საკმარისი არ არისო? მოკლედ, მას ხელები სუფთა უნდა ჰქონოდა. დღემდე ირწმუნება, რომ არ გაუცია ბრძანება, მაგრამ მან  იცოდა რაც ხდებოდა და  დაუშვა ის, რაც მოხდა.”

??????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????ლანდსბერგისი ეხება მიტერანის და კოლის წერილსაც, რომელიც 1990 წლის აპრილის ბოლოს მიიღო.  ცნობილია, წერილის ავტორები ლიტვის ხელმძღვანელობას მოსკოვთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდნენ და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლასაც ურჩევდნენ.

“აქაც ინტერპრეტაციებია. ლაპარაკობენ, თითქოს ისინი გვთხოვდნენ უკან წაგვეღო ვიტადამოუკიდებლობის აქტი. გორბაჩოვი ხომ სწორედ ამას მოითხოვდა. ის ამბობდა, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებებზე არ წავიდოდა. რიჟკოვმაც იგივე გაგვიმეორა, მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეგვეძლო არც მორალურად და არც იურიდიულად. რიჟკოვი ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი, ჩვენ გვქონდა უფლებამოსილება დამოუკიდებლობაზე და არა სსრკ – ში თავიდან შესვლასა და ოკუპაციის ლეგალიზებაზე,  გვითხრა – დაგეხმარებით მოიფიქროთ რა უნდა თქვათ ამ საკითხზეო. ეს იყო ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო, როგორც  იდეოლოგიურად, ისე აზროვნებით. ჩვენ არ შეგვეძლო იმ მეორე სამყაროში გადასვლა, ამას ხვდებოდნენ კიდეც და შემდეგ, ამიტომაც დაგეგმეს ძალის გამოყენება, ამიტომაც გადაწყვიტეს დამოუკიდებელი ლიტვის განადგურება…

მიტერანი და კოლი გვწერდნენ, რომ არ გვსაყვედურობდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, რადგან ეს ჩვენი უფლება იყო, ამავდროულად ისინი მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებდნენ და უშვებდნენ, რომ ამ მოლაპარაკებებს რაღაც ნაბიჯების გადადგმა შეამსუბუქებდა, კერძოდ, პარლამენტის დადგენილებების მოქმედების დროებით შეჩერება, არა 11 მარტის, არამედ სხვა დადგენილებების.

საბჭოთა სამხედროებს აბრაზებდათ ის, რომ ჩვენ უკანონოდ ვცანით წვევამდელების წაყვანა საბჭოთა არმიაში და დავხურეთ კომისარიატები. ეს ამბავი იმდენად აბრაზებდათ, რომ დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მათ მიაჩნდათ: თუ ხართ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტზე და თქვენი მოქალაქეები მსახურობენ საბჭოთა არმიაში, რამდენიც გინდათ იმდენი ილაპარაკეთ დამოუკიდებლობაზე.

ერთი სიტყვით, ლაპარაკი დადგენილებების გაუქმებაზე კი არა იყო, არამედ მათი მოქმედების დროებით შეჩერებაზე. შემდეგ ჩვენ ვთქვით კიდეც, რომ შესაძლებელი იყო ზოგიერთი კანონის მოქმედების 100 დღით შეჩერება, ოღონდ, სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ. მიუხედავად ამისა დღემდე ლაპარაკობენ, თითქოს, ლიტვამ  მორატორიუმი გამოაცხადა დამოუკიდებლობაზე, მსგავსი არაფერი ყოფილა.”

გერმანიის გაერთიანების საქმე და ლიტვის საკითხი

“კოლისთვის მთავარი გერმანიის გაერთიანება იყო, როგორც ჩანს ის ფიქრობდა, რომ დანარჩენი ყველაფერი მოითმენდა, რომ არ იყო საჭირო გორბაჩოვის გაბრაზება, და რომ, ლიტვის დახმარება ხელს შეუშლიდა გერმანიის გაერთიანების საქმეს. გორბაჩოვმა მიაღწია იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება შექმნილიყო. ”

უფროსი ჯორჯ ბუშის განაწყენების შესახებ, იმის გამო, რომ  მოხდა პარალელის გავლება მასსა და ნევილ ჩემბერლენს შორის.ჩვენს მიერ გახსენებული ინტერვიუდან  გაგაცნობთ იმ ნაწილსაც, სადაც ვიტაუტას ლანდსბერგისი იმ საკუთარ შეფასებაზე საუბრობს, რომლითაც  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაუნაწყენებია.

“მაშინ მე სიტუაციებს შორის გავავლე პარალელი. საქმე ის იყო, რომ სსრკ-ს მხრიდან  აგრესიის პირობებში, გორბაჩოვი წავიდა ვაშინგტონში სსრკ-ს დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მე ამას ვუწოდე „მეორე მიუნჰენი“, შედარება იყო მიუნჰენთან და არა ჩემბერლენთან, თუმცა ჩემბერლენი მიუნჰენის „გმირი“ იყო.

Cheრას ნიშნავს „მეორე მუნჰენი?“ მაშინ მშვიდობისთვის ჩეხოსლოვაკია გაწირეს. ჩემბერლენი ამაყობდა, რომ „მოიპოვა“ მშვიდობა ევროპისათვის, ერთი წლის შემდეგ კი ამ მშვიდობისგან აღარაფერი დარჩა. ამის გახსენება მინდოდა და თქმა: დღეს ჩვენც ასევე გვწირავთ, მაგრამ, თქვენი ოცნება არ ახდება, უარესს მიიღებთ.

იცით რის გამო უფრო უნდა ყოფილიყო განაწყენებული პრეზიდენტი ბუში? თეთრ სახლთან აქციები მოაწყვეს ჩვენმა მოკავშირეებმა, ემიგრანტებმა ბალტიისპირეთიდან. ისინი მოითხოვდნენ ამერიკას მხარი დაეჭირა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიტვისთვის და დაეცვა ის. მათ დაიწყეს პრეზიდენტ ბუშისთვის ქოლგების გაგზავნა. ეს იმიტომ, რომ ქოლა ჩემბერლენის სიმბოლო იყო, ამის შესახებ ლიტველებმა მიამბეს. ნორმალურია, როცა სენატორებს, გუბერნატორებს წერენ წერილებს, პრეზიდენტს ფოსტით ქოლგებს უგზავნიდნენ.”