ტეგები

, ,


ssrსაბჭოთა კავშირი ინგრეოდა, საბჭოთა კომპარტია კი  ოფიციალური პრესიდან პარტიის გარდაქმნაზე და მისი პროგრამის განახლებაზე გვესაუბრებოდა. იყო ათასნაირი  უცნაური დაპირებები საყოველთაო სოციალისტური კეთილდღეობის მიღწევაზე, 2000 წლისთვის ყველა საბჭოთა ოჯახის ცალკე საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფიის შესახებ, “იდეებისა და ტალანტების  წაპაექრების წახალისების” თაობაზე, ” სულიერ სფეროში ადმინისტრირებისა და ჯგუფობრივი ინტერესების მონოპოლიების დაძლევაზე ” და ასე შემდეგ 🙂

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს საბჭოთა კომუნისტური პარტიის ვრცელი პროგრამიდან, რომელიც გაზეთმა “კომუნისტმა” 1990 წელს გამოაქვეყნა.

partia

“საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უახლოეს ხანს მიღებულ იქნას კანონები პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ. სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების, მოქალაქეთა საზოგადობრივი გაერთიანებების შესახებ. სსრ კავშირიდან წასვლისა და სსრ კავშირში ჩამოსვლის შესახებ, სსრ კავშირის მოქალაქეობის შესახებ, სსრ კავშირის ხალხთა ენების შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიზანია მოქალაქეთა პოლიტიკური და პირადი უფლებების უზრუნველყოფა.

პარტია შეუპოვრად იბრძოლებს, რათა დაამკვიდროს და განავითაროს საბჭოთა ადამიანების ეკონომიკური და სოციალური უფლებები, აამაღლოს მათი კეთილდღეობის დონე, თავის ძალისხმევას პარტია მოახმარს შემდეგ ამოცანებს:

ზოგადსახელმწიფოებრივი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და საკანონმდებლო დამკვიდრებას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის განახლება – გამრავლებასა და მიგრაციის პრობლემების რეგულირებას.

საბინაო პროგრამის განხორციელებას, რომელიც სკკპ ოცდამერვე ყრილობამ წამოაყენა და მიზნად დაისახა უზრუნველყოს ყოველი საბჭოთა ოჯახი ცალკე ბინით ან ინდივიდუალური სახლით 2000 წლისთვის. ეს მოითხოვს გაძლიერდეს ტემპი და არსებითად გაუმჯობესდეს ხარისხი საბინაო მშენებლობისა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს, საწარმოების, კოოპერატივების სახსრების, მოსახლეობის დანაზოგის, შეღავათიანი კრედიტების ხარჯზე; გაძლიერდეს საზოგადოებრივი კონტროლი ბინების განაწილებისადმი, კომპლექსურად განვითარდეს ქალაქები და დაბები, მათი ჰუმანური არქიტეტქურა;

ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველყოფას –  სამედიცინო მოსახურების სრულყოფის გზით ჯანდაცვის ასიგნებათა მნიშვნელოვანი ზრდისა და ამ მიზნით საწარმოების, დარგების, რესპუბლიკების, ადგილობრივი საბჭოთა რესურსების მობილიზაციის პირობებში;

სწავლა – განათლების და კულტურის მთელი სფეროს განვითარებას, ამ მიზით განკუთვნილ დაბანდებათა გაზრდას, სპეციალისტთა სწავლებისა და მომზადების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებას. მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას, იდეებისა და ტალანტების პაექრობის წახალისებას, სულიერ სფეროში ადმინისტრირებისა და ჯგუფობრივი ინტერესების მონოპოლიების დაძლევას, მზრუნველ დამოკიდებულებას კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის, ისტორიული ძეგლებისადმი და ასე შემდეგ.” ( სტილი დაცულია)