ტეგები

,


დამოუკიდებელ საქართველოში 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში ამ დღეს ქართველი ხალხი, განსაკურებით –  ახალგაზრდობა, ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად, სამგლოვიერო დემონსტრაციებით აღნიშნავდა. ასე იყო 1990 -შიც. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” 1990 – ს ვიხსენებთ. აი, რას წერდნენ  მაშინდელი გაზეთებში  თბილისში, 25 თებერვალს გამართული მიტინგიზე გამოსვლების შესახებ.

129

 

“ცოტა ხანს იარსება დამოუკიდებელმა საქართველომ. რუსეთმა სული მოითქვა თუ არა, თავს დაესხა და კვლავ იმპერიის საზღვრებში მოაქცია იგი, მაგრამ, თავისუფლების იმ სამ წელს, როცა მოქალაქენი ულოცავდნენ ერთმანეთს მზის მობრუნებას, როცა ასე მშვენიერი იყო სამშობლოს დათოვლილი მთა-ბარი, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა – კოლონიური საქართველოს წელთაღრიცხვაში ჯაჭვი გაწყდა, ის სამი წელი დროშის სიმბოლოდ ექცათ მომავალ თაობებს. ის სამი წელი აღანთებდა ყველას, ვინც კვლავ ქვების გროვება დაიწყო, ვინც პირადი კეთილდღეობის ნირვანას არ მიენდო, ვინც იმპერიაზე იერიში განაგრძო.

ოცდახუთი თებერვალი გლოვის დღეცაა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ძალების დათვალიერების დღეც.

ეს დღე –  1921 წელს –  საქართველოს თავდაცვისათვის გადახდილ ბრძოლებში დაცემულთა გახსენების დღეა, მათი სულებისთვის ვანთებთ სანთლებს!

ვალმოხდილებო!
ღმერთმა გაცხონოთ, უწმინდეს ბრძოლას შეწირულებო!
თქვენი სულები არ ჩამქრალა, დროშებად იქცა.

ბრძოლა გრძელდება, საქართველო ის ქვეყანა არაა, სადაც თავისუფლება ავიწყდებათ.
თავისუფლებას ვერ დაივიწყებ!”

1990 წლის 25 თებერვალი.