ტეგები

,


“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” საქარველოს უახლეს ისტორიას არ გახსენებთ მხოლოდ ფაქტებით, მხოლოდ დოკუმენტებით. ისტორიის ამა თუ იმ პერიოდს ჩვენ აღვწერთ მედიაში გავრცელებული შეფასებებითაც. 1990 წელი იყო გარდამავალი წელი საბჭოთა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის და ამ წელს ჩვენს ქვეყანაში ცხადი გახდა, რამდენად საშიშია კრიმინალების წინააღმდეგ ხელისუფლების უმოქმედობა. 1990 -ში საზოგადოება აღაშფოთა მკლელობების მატებამ, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო..

1989-ში,  9 აპრილის ტრაგედიით გაერთიანებული ქართველები თუ ერთმანეთს ტიტებს ჩუქნიდნენ, 1990 – ში ქართველი ქართველს ადამიანის დანდობას მოუწოდებდა. “ვაჩუქოთ ერთმანეთს სოცოცხლე”  – ამ  დასათაურების სტატიაში მკვლელობების გახშირებაზე თავის მოსაზრებას ჯანსუღ ჩარკვიანიც გამოთქვამდა და დაასკვნიდა: “დღეს აღარც უბანია, აღარც საზოგადოებრივი აზრი და კანონითაც არავის არაფერი მოეთხოვება… უნდა შევქმანთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონს დაემორჩილება პოლიტიკა და არა პირიქით, როგორც დღესაა ამ უკანონო ქვეყანაში.”

ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი, გამომცემლობა „საქართველოს“ დირექტორი: “მკვლელობათა sicocxleგახშირების მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, ამას ყველაფერს კვლევა უნდა, ერთი კია რომ ვიღუპებით. მე მგონია, საქართველომ გამოიღვიძა, ერი, რომელმაც დიდი ილია წმინდანად შერაცხა, განა შეიძლება მკვდარი იყოს?! მაგრამ ნუთუ ისე გამოიღვიძა, რომ ერთი ქართველი მეორის მკვლელია.. ქართველმა რომ სხვა ერის კაცი მოჰკლას, რა თქმა უნდა, სულამდე შემძრავს და აღმაშფოთებს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ სხვა ერების წარმომადგენლები მშვიდად უნდა იყვნენ, ქართველი კაცი ერჩის მხოლოდ და მხოლოდ ქართველს…

jakoრაღაც არ მახსოვს, ადრე მთლად ასე თავზეხელაღებულნი და გულგრილნი ვყოფილიყავით, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ყმაწვილკაცობაში დანისა და იარაღის ხმარება გულდედალი კაცის საქმე იყო, ნაძირალა კაცისა, ასეთ კაცს უბანში პასუხს სთხოვდნენ, უბანში და შემდეგ კანონითაც სჯიდნენ. დღეს აღარც უბანია, აღარც საზოგადოებრივი აზრი და კანონითაც არავის არაფერი მოეთხოვება. დღეს ალბათ, ნორმალური ქართული ოჯახი არ იქნება, რომ ამ უბედურებაზე არ ლაპარაკობდნენ…

უნდა შევქმანთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონს დაემორჩილება პოლიტიკა და არა პირიქით, როგორც დღესაა ამ უკანონო ქვეყანაში. კანონის გამკაცრებაში მე სიკვდილით დასჯას არ ვგულისხმობ, მაგრამ ის, რაც ეკუთვნის მკვლელს, მაქსიმალურად უნდა მიესაჯოს. ბოლოს და ბოლოს, განზრახ მკვლელობის ჩამდენი ბუნებით მკვლელია და იგი ერს ვერ გამოადგება, მკვლელს უნდა მიესაჯოს ღირსეულად, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ, იგი გაძავებული უნდა იქნას სამშობლოდან სამუდამოდ.”  1990 წელი.