ტეგები

,


საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1990 წლის  25 მარტს,  საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მოსახლეობას უზენაესი საბჭო უნდა აერჩია. სსრკ-ს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ იყო  ჩანაწერი  მართვის სისტემასა და საზოგადოების ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის მთავარი როლის შესახებ.  1990 წლის 25 მარტის არჩევნებისთვის შემოთავაზებული საარჩევნო სისტემაც არჩევნების საბჭოთა სისტემას ეფუძებოდა იმ მნიშვნელოვანი სიახლით, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს ძველებურად  ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატისთვის კი არ უნდა მიეცა ხმა, არჩევანი უნდა გაეკეთებინა სხვა და სხვა საინიციატივო ჟგუფების მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. ეს იყო სიახლე, მაგრამ 1990 მარტისთვის დანიშნული არჩევნები მრავალპარტიულ არჩევნებს მაინც არ გვთავაზობდა. ეროვნულ-განმანათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ძალების  უდიდესმა ნაწილმა ამ არჩევნებს  ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტრის მომხრეები აცხადებდნენ, რომ კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნებით არჩეული უზენაესი საბჭო არაკანონიერი იქნებოდა. მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიამ ასე განმარტა ბოიკოტის მიზეზები: ““1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს.. მაგრამ როდესაც ’“მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხეობით მიიღეს ახალი საარჩევნო კანონი, შესაძლეელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული და არა საბჭოური არჩევნები. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ.”

დიდი ბოიკოტის მიუხედავად, 1990 წლის 25 მარტის საბჭოთა  არჩევნებისთვუს მზადება . მიმდინარეობდა. გაზეთებში იბეჭდებოდა უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, ძირითადად  შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების, ასე ვთქვათ ცნობადი სახეებისა. “დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” წარმოგიდგენთ საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 25 მარტის არჩევნებისთვის ( ეს არჩევნები არ შედგა)  გამოქვეყნებულ ზოგიერთ პროგრამას.

რევაზ მიშველაძე

rezo“აქამდე მთელი ჩემი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოს თავისუფლებისთვის, ძირმომპალი იმპერიის მხილებისთვის და პიროვნების თავიუსფლებისთვის ბრძოლას მოხმარდა. ჩემი პრინციპებიდან უკანდახევას, რა თქმა უნდა, არც მომავალში ვაპირებ, უბრალოდ, უზენაეს საბჭოში არჩევა, მეტ საშუალებას მომცემს სიმართლის სამსახურისთვის და ჩემს ბრძოლას უფრო ქმედითს გახდის.

ჩვენი ეროვნული პოზიცია – ადამიანთა თანასწორობის, პიროვნების უფლებათა დაცვისთვის განუხრელი ბრძოლა. „ მძლავრთა“ მდგომარეობის შერყევა, უსამართლოდ დაჩაგრულთა გამოქომაგება.

ჩემი ეკონომიკური პოზიცია – საქართველოს ეკონომიკის ჩართვა მსოფლიო ბაზრის წიაღში თანასწორი პარტნიორობის პრინციპით და მისი დროული გამოთიშვა იმპერიის კაბალური, ეკონომიკური წრე – ბრუნვიდან. თავისუფალი შრომა და შრომის სრული ანაზღაურება საბჭოური დაქვითვა-შეკრეჭვის გარეშე.

ყოვლის ღინისძიებით წინ აღვუდგები იმ გაუბედაობის პოლიტიკას, მოძველებული კანონების ყალბი გალამზების პოლიტიკას, რასაც წლების განმავლობაში აქვს ადგილი ჩვენი პარლამენტის მუშაობაში. გადაჭრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი სოციალიზმის მოძველებულ პრინციპებზე. მარქსიზმ-ლენინიზმი უკვე აღარ არის ეპოქის შესატყვისი პროგრესული მეცნიერული თეორია. ვარ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების მომხრე და მხარს ვუჭერ მრავალპარტიულობას, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების ერთადერთ გზას. ”

გურამ ფანჯიკიძე
gura“მე მწერალი ვარ, ქართველი მწერალი. ეს უკვე განსაზღვრავს ჩემს პროგრამას. ერის წყლული მაჩნდეს წყლულად..ამ პროგრმით ვცხოვრობდი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე და ამ პროგრამით ვიცხოვრებ, სანამ ცოცხალი ვარ. ამისთვის სრულებით არ ექნება მნიშვნელობა, ამირჩევენ დეპუტატად თუ არა. რასაკვირველია, თვითონ დეპუტატობა გაძლევს გაცილებით დიდ შესაძლებლობებს, უფრო სრულყოფილად განახორციელო შენი ეროვნული პროგრამა.

ერთსაც ვიტყვი, პროგრამის დაწერა ადვილია თანაც ახლა ისეთი პროგრამები ქვეყნდება, რომ კაცს უფრო გაუადვილდება დაპირებების უხვად და ლამაზად გაცემა, მაგრამ პროგრამა ერთია, მისი შესრულება მეორე. ამომრჩეველს, ბუნებრივია, დეპუტატობის კანდიდატის წარსული ცხოვრებით უნდა შეეძლოს გააკეთოს დასკვნები რამდენად შესწევს პროგრამის ავტორს განახორციელოს თავისი დაპირებანი.დეპუტატობა კიდევ ერთ დიდ მოვალეობას აკისრებს ადამიანს – იყოს იმ საარჩევნო ოლქის დიდი პატრიოტი, სადაც იგი დეპუტატად აირჩიეს.

იმედი მაქვს, რომ შევძლებ გავამართლო ამომრჩეველთა იმედები, რასაკვირველია, თუკი ამირჩევენ. ამის იმედი რომ არ მქონდეს, არც კი ვიყრიდი კენჭს.”

ჯანსუღ ჩარკვიანი

janoდეპუტატობის კანდიდატად დამასახელა 26 კომისრის რაიონის წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ. მხარს მიჭერს საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობა.
სხვა დასახელებულ კანდიდატებთან ერთად კენჭს ვიყრი 40 -ე საარჩევნო ოლქში.
რით დავინტერესდი? ხალხით, ამ ოლქში ქართველების გვერდით არაქართველებიც ცხოვრობენ. დიდი სურვილი მაქვს ქვეყანას დავანხო ამ ხალხის ჰარმონიული ურთიერთობა, თუ როგორ შეიძლება ქართულ ეროვნულ უღელში შეებას არაქართველი მოსახელობა, რომელიც ბოლომდე იზიარებს საქართველოს ჭირსაც და ლხინსაც. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ჩვენს მიწაზე ცხოვრობს, რომ ქართველი ხახლი, დიდი დავით აღმაშენებლისა არ იყოს, პატივისმცემელია სხვათა სარწმუნოებისა.

სკოლადამთავრებული ახალგაზრდები ქუჩას კი არ უნდა მივანდოთ, უნად შევუქმნათ ყველა პირობა სწავლისა ან დაუყოვნებლივ მოვაწყოთ სამსახურში.

ოლქში ორი სამედიცინო სამსახურიამ ჯერჯერობით არც ერთი მთლად კეთილმოწყობილი არაა, საჭიროა მათი აღჭურვა თანამედროევ ტექნიკით.

ისედაც ღატაკ ქვეყანაში მცხოვრები კაცი არ შეიძლება მუდამ უწამლობას, უწყლობას, უგზოობას და უტანსპორტობას უჩიოდეს.

მე ჩემსას ვიტყვი, არ შეიძლება ხალხში კეთილი სიტყვა ითქვას და იგი არ გაღვივდეს, არ აღმოცენდეს, შეძახილით მარტო ხის გახმობა კი არა, აყვავებაც შეიძლება.

ვეცდები, ძალიან ვეცდები ჭირი და ლხინი გავიყო ჩემი ამომრჩევლბისა, მითუმეტეს რომ ისედაც მოვალე ვარ, როგორც პოეტი და მოქალაქე. ესაა ჩემი სამომავლი ინტერესი, სწორედ ამიტომ მაქვს სურვილი კენჭი ვიყარო სამგორის 40 – ე საარჩევნო ოლქში, უფრო სწორედ როგორც თბილისელები ეძახიან – ვაზისუბანში.”