ტეგები

,


თვეში 600 გრამი კარაქი ერთ სულ მოსახლეზე, – ასეთი იყო ცხოვრება საბჭოთა კავშირში. ასევე ნორმირებულად და მხოლოდ ტალონებით შეიძლებოდა სხვა ისეთი აუცილებელი საკვები პროდუქტების შეძენა როგორიცაა: შაქარი, ხორცი და არა მარტო. ლობიოს შესაძენი ტალონებიც კი დაურიგდა მოსახლეობას და 1990 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს მაღაზიებში ვეღარც ტალონებით შეიძინეს კარაქი. გავიხსენოთ ეს საბჭოთა რეალობა მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებული განმარტებით.

gveqneba“სასურსათო მაღაზიების დახლებიდან ისეთი მნიშვნელოვანი კვების პროდუქტის გაქრობამ, როგორიც კარაქია, მარტო დიასახლისები როდი შეაშფოთა.კვლავ დაიწყეს ლაპარაკი ბოიკოტზე, იმაზე, რომ თებერვალში კიდევ გაყიდიან დარჩენილ მარაგს, მარტიდან კი – ნორმა მნიშვნელოვნად შემცირდება, ზოგი კი იმასაც ამბობდა საერთოდ უკარაქოდ დავრჩებითო. რამდენად საფუძვლიანია ასეთი ხმები? განმარტებისთვის საქინფორმის კორესპონდეტმა მიმართა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საცალო ვაჭრობის სამმართველოს უფროსს ირაკლი ბრეგვაძეს:

– სამწუხაროდ, – თქვა მან, – ამ უკანასკნელ დღეებში მაღაზიებში კარაქი მართლაც არ ყოფილა, რაც შეეხება ხმებს, მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ. საქმე ისაა, რომ ტრანსპორტის მუშაობაში შეფერხების გამო მოიშალა კარაქის მოწოდების გრაფიკი. მაგრამ ახლა ფოთში განტვირთვას ელოდებიან გემები, რომლებმაც კარაქი შემოიტანეს და სულ რამდენიმე დღეში ეს პროდუქტი გამოჩნდება მაღაზიებში. თუმცა, ეს ამერიკული მარილიანი კარაქია. რაც შეეხება უმარილო კარაქს – უკრაინული იქნება იგი, ფრანგული თუ გერმანული, მას ქალაქელები მიიღებენ მაშინვე, როგორც კი შემოგვივა მაღაზიებში, და იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ჯერჯერობით კი გავყიდით იმას, რაც მივიღეთ. ყველა ტალონი დასაქონლებული იქნება, ამიტომ არ არის საჭირო მაღაზიებში შევქმნათ ხალხმრავლობა, კარაქი არ გამოილევა.

– რას იტყვით მომავალში ნორმის შემცირების შესახებ?
– ეს ხმებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ნორმა მარტისა და მომდევნო თვეებში დარჩება ისეთი, როგორიც იყო – 600 გრამი სულზე.”