ტეგები

, ,


დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო, სანამ ამას  ზვიად გამსახურდია აშშ – ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადების საპასუხოდ იტყოდა, დამოუკიდებელი ლიტვის პირველ მეთაურს – ვიტაუტას ლანდსბერგისს – უფროსი ბუში იმით გაუნაწყენებია, რომ ვაშინგტონში  მასსა და გორბაჩოვს შორის შეხვედრისთვის „მეორე მიუნჰენი“ უწოდებია. ნათქვამს მოჰყვა ინტერპრეტაციები, რომ ლანდსბერგისმა ჯორჯ ბუში ჩემბერლეთან გააიგივა.

აი როგორ იხსენებს გასული საუკუნის 90 -იანი წლების ამ საინტერესო ეპიზოდს თავად ვიტაუტას ლანდსბერგისი თავის 2012 წლის ინტერვიუში:

ვიტა“მაშინ მე სიტუაციებს შორის გავავლე პარალელი. საქმე ის იყო, რომ სსრკ-ს მხრიდან  აგრესიის პირობებში, გორბაჩოვი წავიდა ვაშინგტონში სსრკ-ს დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მე ამას ვუწოდე „მეორე მიუნჰენი,“ შედარება იყო მიუნჰენთან და არა ჩემბერლენთან, თუმცა ჩემბერლენი მიუნჰენის „გმირი“ იყო.

რას ნიშნავს „მეორე მუნჰენი?“ მაშინ მშვიდობისთვის ჩეხოსლოვაკია გაწირეს. ჩემბერლენი Cheამაყობდა, რომ „მოიპოვა“ მშვიდობა ევროპისათვის, ერთი წლის შემდეგ კი ამ მშვიდობისგან აღარაფერი დარჩა. ამის გახსენება მინდოდა და თქმა: დღეს ჩვენც ასევე გვწირავთ, მაგრამ, თქვენი ოცნება არ ახდება, უარესს მიიღებთ.

იცით რის გამო უფრო უნდა ყოფილიყო განაწყენებული პრეზიდენტი ბუში? თეთრ სახლთან აქციები მოაწყვეს ჩვენმა მოკავშირეებმა, ემიგრანტებმა ბალტიისპირეთიდან. ისინი მოითხოვდნენ ამერიკას მხარი დაეჭირა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიტვისთვის და დაეცვა ის. მათ დაიწყეს პრეზიდენტ ბუშისთვის ქოლგების გაგზავნა. ეს იმიტომ, რომ ქოლა ჩემბერლენის სიმბოლო იყო, ამის შესახებ ლიტველებმა მიამბეს. ნორმალურია, როცა სენატორებს, გუბერნატორებს წერენ წერილებს, პრეზიდენტს კი ფოსტით ქოლგებს უგზავნიდნენ.”

უფრო მეტს ლანდსბერგისის საინტერესო  მოგონებებიდან წაიკითხავთ აქ – https://lessonsgeo.wordpress.com/2015/04/17/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94/