ტეგები

,


ბაკუ

„შავი იანვრის“ სახელით შევიდა სსრკ-ს ისტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი. აზერბაიჯანში ე.წ. „შავ იანვარში“ საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 150 -მდე მშვიდობიანი პირი მოკლეს, ასობით დაჭრეს, ათასობით დააკავეს, ააფეთქეს ადგილობრივი ტელეგადამცემები. ეს მოხდა 1990 წლის 20 იანვარს, როცა საბჭოთა კავშირმა აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად  შეიყვანა ბაქოში 20 000 იანი სამხედრო ნაწილი.

მიჩნეულია, რომ „წესრიგის დამყარების“ მიზნით შენიღბული ამ უმძიმესი სამხედრო ოპერაციის რეალური მიზანი ანტიკომუნისტური „სახალხო ფრონტის“ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მოსვლის აღკვეთა იყო.

1990 წლის იანვარში საბჭოთა კავშირმა უსასტიკესად დასაჯა აზერბაიჯანელი ხალხი, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოითხოვდა. საბჭოთა ჯარისკაცებმა  ბაქოს ქუჩებში სამოქალაქო პირებს ტანკებიდან ესროლეს. მოკლულებს შორის  იყვნენ ქალებიც, მოზარდებიც. მაშინ აზებაიჯანის კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა აბდურაჰმან ვეზიროვმა  დატოვა აზერბაიჯანი და თავი მოსკოვს შეაფარა.

აზერ

1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიამდე ბაქოში, ლენინის ძეგლთან  მიმდინარეობდა უზარმაზარი გამოსვლები აზერბაიჯანის კომუნისტური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელმაც ( მომიტინგეების აზრით) ვერ უზრუნველყო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მოსახლეობის უსაფრთხოება.

1990 წლის 26 იანვარს სსრკ თავდაცვის მინისტრმა დმიტრი იაზოვმა საკუთარ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო  არ დაეშვათ” სახალხო ფრონტის “მიერ აზერბაიჯანის კომუნისტური ხელისუფლების დამხობა.

ბაქო გაქო

1994 წლის იანვარში აზერბაიჯანის პროკურატურამ დაასრულა „შავი იანვრის“ საქმის გამოძიება და მომხდარის გამო ბრალეულებად სცნო: აზერბაიჯანის ექს პრეზიდენტი მუტალიბოვი, 1990 -ში აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვეზიროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი, სსრ კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, თავდაცვის მინისტრი იაზოვი, საბჭოთა კგბ-ს ხელმძღვანელი კრიუჩკოვი და სხვა პირები.

1990 წლის 22 იანვარს ბაქოს მთელი მოსახლეობა გამოვიდა 20 იანვარს მოკლულების დაკრძალვაზე. საბჭოთა ჯარის მიერ ბაქოში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, 20 იანვარი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული. შემდგომ განვითარებულ პროცესებზე “შავი იანვრის” გავლენაზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მოსკოვმა სწორედ  1990 წლის 20 იანვარს დაკარგა აზერბაიჯანი.

აზერ 2

გავიხსენოთ  საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის რა გადაწყვეტილებები უძღოდა წინ 1990 წლის იანვრის ტრაგედიას. მოვიყვანთ 1990 წლის იანვრის გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებულ დოკუმენტებს.

1. დადგენილება სომხეთის სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მთიანი ყარაბაღის გამო მიღებული აქტების სსრ კავშირის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ.

310

2. სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ სხვა რაიონში საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ ( მოსკოვი. კრემლი. 1990 წლის 15 იანვარი)

“სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, აზებაიჯანის სსრ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში და მის გარშემო ვითარება არათუ არ მოწესრიგდა, არამედ სულ უფრო უარესდება. მნიშვნელოვნად გაააქტიურეს მოქმედება სხვადასხვა ნაციონალისტურმა და სეპარატისტულმა გაერთიანებებმა, რომლებიც ეწევიან წამქეზებლურ მუშაობას, წინააღმდეგობაში ითრევენ მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს. ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფები აწყობენ მასობრივ არეულობებს, პროვოკაციულად იწვევენ გაფიცევბს, აღვივებენ ეროვნულ შუღლსა და მტრობას. ისინი ახორციელებენ თავხედურ დანაშაულებრივ აქციებს, ნაღმავენ გზებსა და ხიდებს, ცეცხლს უშენენენ დასახლებულ პუნქტებს, იტაცებენ მძევლებს. მშვიდობიან დროს იზრდება ლტოლვილთა რიცხვი, რომლებსაც მოკლებული აქვთ ცხოვრებისა და მუშაობის ნორმალური პირობები, არის მსხვერპლი. ეს საბჭოთა ადამიანების, მთელი ჩვენი ხალხის შეშფთებას და დიდ აღშფოთებას იწვევს.

ამ რთულ ვითარებაში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკური ორგანოები, რესპუბლიკების ხელმძღვანელობა არ მოქმედებენ საკმაოდ მტკიცედ და თანმიმდევრლად, ვერ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა, რათა გარდაეტეხათ შექმნილი სიტუაცია, მთელ რიგ შემთხვევებში გაჰყვნენ ექსტრემისტულად, ნაციონალისტურად განწყობილ ელემენტების ნებას.ამის შედეგად ბრკოლდება სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულება, გრძელდება დაძაბულობის ესკალაცია ეროვნებათშორის ურთიერთობის ნიადაგზე. ამას ხელი შეუწყვეს სომხეთის სსრ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებულმა აქტებმა მთიანი ყარაბაღის შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება სსრ კავშირის კონსტიტუციას.

ამჟამად განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება ქალაქებში ბაქოში, განჯასა და მთელ რიგ სხვა დასახლებულ პუნქტებში. საქმე მიდის მკვლელობებამდე, ძარცვამდე, საბჭოთა ხელისუფლების შეიარაღებლი დამხობის, სსრ კავშირის კონსტიტუციით დამკვიდრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობრივი შეცვლის ცდებამდე.

აღნიშნულთან დაკავშირებით და აზერბაიჯანის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიმართვის გათვალისწინებით, ამასთან ხელმძღვანელობს რა სსრ კავშირის კონსტიტუციის 119-ე მუხლის მე-14 პუნქტით, სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. გამოცხადდეს საგანგებო წესები მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის, მის მიმდებარე აზერბაიჯანის სსრ რაიონების, სომხეთის სსრ გორისის რაიონის ტერიტორიაზე, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანის სსრ ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გაყოლებით.
2. სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებს, საამისოდ რწმუნებულ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს ამ ბრძანებულების 1 მუხლში დასახლებულ ადგილებში მიეცეთ უფლება გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:
აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის გამოსვლების, დემონსტრაციების, აგრეთვე თეატრალურ-სანახაობრივი ღონისძიებების მოწყობა, კონტროლი გაუწიონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. შეაჩერონ ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა თვითმოქმედი გაერთიანებების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა. მიიზიდონ მოქალაქეები საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამუშაოდ.აიკრძალოს გაფიცვები, შემოიღონ კომენდანტის საათი, შეზღუდონ მოქალაქეთა გასვლა და შემოსვლა, დროებით გახიზნონ მოქალაქენი საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან, მისცენ მათ საცხოვრებლად სხვა შენობები.

მოეთხოვოს სომხეთის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს განახორციელოს ყველაზე გადამწყვეტი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე წამქეზებლური მოქმედება, რომელიც აღვივებს ეროვნებათშორის ვნებათაღელვას და ეროვნულ მტრობას ორ ხალხს შორის.”

და 1990 წლის ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებული ერთი ცნობა, რომელიც ეხებოდა 20 იანვრის ტრაგედიის წინა ვითარებას ბაქოში.

——————————————————————————————————–

“ბაქოში შექმნილი ვითარების გამო
ბაქო. 15 იანვარი.

აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ განიხილა ბაქოში შექმნილი ვითარების ნორმალიზაციის გადაუდებელი ღონისძიებები.

მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დამნაშავე ძალები, რომლებსაც საქმე მიჰყავთ რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ, აშკარად გადავიდნენ თავიანთი ზრახების პრაქტიკულ განხორციელებაზე. ისარგებლეს რა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და მის მოსაზღვრე რაიონებში სიტუაციის მკვეთრი გაუარესებით, მათ დაძაბეს ვითარება ბაქოში, უბიძგეს ადამიანების ნაწილს, სომეხ ლტოლვილებს, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისკენ.

13 იანვარს ბაქოში პროვოკაციულად გამოწვეული არეულობების და თარეშის დროს მოხდა ტრაგიკული ამბები. დამნაშავეთა ხელით დაიღუპნენ ადამიანები, ძირითადად სომხები, არის ათობით დაჭრილი, დაარბიეს საცხოვრებელი სახლები.სამართალდამცველმა ორგანოემა დააკავეს ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები, მიმდინარეობს გამოძიება.

აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი მტკიცედ გმობს დანაშაულებრივ მოქმედებას, ძალადობრივ აქტებს, რომელბსაც მოჰყვა მსხვერპლი. ბაქოს ყველა რაიონში გაიმართა მრავალრიცხვობანი პლენუმები, აქტივები, შრომითი კოლექტივის კრებები, რომლებზეც გადაჭრით დაგმეს დამნაშავე ძალების მოქმედება.”