ტეგები

,


1990 წლის 11 იანვარს მიხეილ გორბაჩოვი ლიტვის დედაქლაში ჩავიდა. ის აეროპორტიდან პირდაპირ ვილნიუსის ლენინის სახელობის მოედენაზე მივიდა და ყვავილებით შეამკო საბჭოთა ბელადის ძეგლი. შემდეგ  გორბაჩოვმა მოედანზე შეკრებილებს მიმართა და ამ მიმართვაში ახსნა როგორ შეიძლება დაესაჯათ ურჩი რესპუბლიკები.

mishaადამიანზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ისე გვინდა მოვიქცეთ, რომ ადამიანი თავს უკეთესად გრძნობდეს და რომ ეს ვრცელდებოდეს ყველაზე. გაიხსენეთ, როგორიც კი დასვეს უკრაინაში რუსული ენის საკითხი, ეს მაშინვე შეეხო მრავალი ადამიანის ინტერესებს. უკრაინაში ხომ 15 მილიონი რუსია, მთელი დონბასი რუსულია, ხარკოვი – რუსულია, ყირიმში 66 პროცენტი რუსია. როგორც ხედავთ არ კმარა მარტო ლოზუნგი, არც ხელმოწერების მოგროვებაა გამოსავალი. ავიღოთ ესტონეთი მის მცხოვრებთა 40 პროცენტს, ოდითგან, სლავები შეადგენდნენ. ისინი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ აქ  და აი, უკვე იქმნება სხვაენოვანი ავტონომიური რაიონი ესტონეთში. ესტონეთმა რომ აიღოს და დასვას საბჭოთა კავშირიდან გასვლის საკითხი, რა მოხდება?  ეს გზა შეიძლება დანაკარგებისა და სისხლის ფასად დაგვიჯდეს.”

ლიტვამ დამოუკიდებლობა 1990 წლის 11 მარტს გამოაცხადა.