ტეგები

,


1989 წელი სისხლიანი გამოდგა რუმინეთისთვის, სადაც კომუნისტი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს ჩამოგდებას 1000 -ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 3000 -ამდე კი დაიჭრა.

Balcony View of Tanks in Palace Square

კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩაუშესკუ და მისი ცოლი 1989 წელს, ქრისტეშობა დღეს დახვრიტეს. რევოლუციურმა სამხედრო ტრიბუნალმა წყვილი  ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, სიმდიდრის უკანონო გზებით შეძენაში და რევოლუციის დღეებში 1000 -ზე მეტი ადამიანის მოკვლაში დაადანაშაულა.

იმ მძიმე დღეებში ქართველი ხალხის ყურადღებაც რუმინეთისკენ იყო მიპყრობილი. აქ გულთან ახლოს მიუტანიათ რუმინეთის ტრაგედია და გადაუწყვეტიათ შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ  მეგობარ ხალხს, რომლებსაც სახალხო რევოლუციის დღეებში მიღებული მძიმე ჭრილობები უნდა მოეშუშებინა. რუმინეთში გასაგზავნად საქართველოში დაუწყიათ პროდუქტებისა და პირველადი დახმარების ნივთების შეგროვება. ტვირთის გაგზავნა 1990 წლის 15 იანვარს გადაწყვეტილა. რუმინელების დასახმარებლად ფულიც ირიცხებოდა სპეციალურ ანგარიშზე. ამ ყველაფრის შესახებ არის საუბარი 1990 წლის ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობაში სათაურით “დახმარება რუმინელ ხალხს.” ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

rum“ჩვენ მივმართავთ თანამემამულეებს – რესპუბლიკის ყველა საწარმოსა და ორგანიზაციას და ვთხოვთ დაეხმარონ რუმინელ ხალხს , – თქვა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ცქიტიშვილმა.

ამ ორგანიზაციის ეგიდით საქართველოს სახალხო ფრონტის, რესპუბლიკის პროფსაბჭოს და სხვა საზოგადოებრივი ფორმირებების, აგრეთევ რესპუბლიკის მთავრობის აქტიური ხელშეწყობით ეწყობა რუმინელი ხალხისთვის უპირველესი საჭიროების ნივთების შეგროვება. უწინარეს ყოვლისა ეს არის სასურსათო პროდუქტები, კონსერვები, ხილის წვენი და ხილი, რომელიც გზაში არ გაფუჭდება, ჩაი, თბილი საბავშვო ტანსაცმელი. ტვირთის გაგზავნა 15 იანვარს უნდა მოეწყოს. ფულადი შეწირულობის გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს წითელი ჯვრის ანგარიშზე: 000700961. ქ. თბილისის მრეწვმშენბანკის პირველი მაისის განყოფილება, წარწერით „რუმინეთისათვის“.

“29 დეკემბერს ჩენ ტელეფონით დავუკავშირდით რუმინეთის წითელ ჯვარს,” – თქვა ნოდარ ცქიტიშვილმა. – “პრეზიდენტის მრჩეველმა პროფესორმა ალექსნადრუმ, დოქტორმა ვიქტორია ჩიუგდანუმ გვთხოვეს გულწრფელი მადლობა გადმოგვეცა ქართველი ხალხისთვის დახმარებისა და თანაგრძნობის გამო.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სადღეისოდ ოზურგეთის, ბათუმის და გორის მცხოვრებთ უკვე შეგროვილი აქვთ 4 ტონა ტვირთი რუმინელი ხალხისთვის. დარმწუნებული ვარ გასაჭირში ჩავარდნილ მოძმე ხალხს მთელი საქართველო დაეხმარება.

ამ დღეებში საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომელთა გვერდით არის რუმინეთის მოქალაქე იოსებ კოპანიდიც: “ოცდაათი წელია, საქართველოსთან ნათესაური მოყვრობა მაკავშირებს, არასდროს შემპარვია ეჭვი ქართველი ხალხის სულგრძელობაში, რომლის ერთ-ერთი მთვარი მცნებაა: მოყვასის ტკივილი ჩემი ტკივილია. ძალზე მახარებს, რომ ჩემი თანამემამულეებისთვის ამ მძიმე დღეებში ქართველი ხალხი მხარში დაგვიდგა.”