ტეგები

,


„1989 წელს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების მთლიანად გამოყვანის შედეგად თავი დავაღწიეთ მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში უკანონო ჩარევის უმძიმეს მორალურ და მატერიალურ უღელს,“ – წერდა 1990 წლის საახალწო ნომერში გაზეთი „კომუნისტი“ და მკითხველს სთავაზობდა დასავლეთის წამყვან გამოცემებში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ზბიგნევ ბჟეზინსკის მაშინდელი პროგნოზი.

ზბიგნევ„ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკური მოღვაწე მთელ პროცესებს მეტად რადიკალურად აფასებს,“ აღნიშნავდა გაზეთ “კომუნისტის” სტატიის ავტორი. გაეცანით1990 წლის სტატიის ნაწილს, რომელშიც ბჟეზინკის მოსაზრებაა მოყვანილი: „ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და სოველტოლოგი, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი ჟურნალ „ტაიმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: თუ აღმოსავლეთ ევროპაში ან საბჭოთა კავშირში საქმე უხეიროდ წავიდა, რაც გამორიცხული არაა, არა მგონია, რომ ჩვენ დაჟინებული, თავდაჯერებული, განახლებული სტალინიზმისკენ შემობრუნების მოწმენი გავხდეთ. ამის ნაცვლად, შესაძლოა, მოხდეს შემობრუნება რაიმე ფორმის უაღრესად ნაციონალისტური დიქტატურისკენ. ეს შეიძლება იყოს ის, რასაც მე ვუწოდებ „საღვთო კავშირს“ საბჭოთა არმიასა და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელსაც ბიძგს მისცემს შეუპოვარი ველიკორუსული ნაციონალიზმის გრძნობა. ეს კი შემდგომში არარუსი მოსახლეობის მხრივ გამოიწვევს კიდევ უფრო მწვავე რეაქციას, და შესაძლოა მეტად ავბედითი სურათი მივიღოთ.

ხოლო კითხვას: აქვს თუ არა გორბაჩოვს რაიმე ზოგადი სტრატეგია, თუ იგი უბრალოდ რეაგირებს მიმდინარე მოვლენების ტემპზე? ბჟეზინსკიმ უპასუხა: ჩემი აზრით მას რამდენადმე შეგნებული აქვს საბჭოთა სისტემის გრანდიოზული ჩაფუშვა. მაგრამ არა მგონია, მას ჰქონდეს მისი გამოსწორების გრანდიოზული გეგმა. ვფიქრობ იგი პრაგმატულად რეაგირებს მიმდინარე მოვლენებზე და ამასთან სულ უფრო მეტად სცილდება რეფორმას და მიდის არსებითად, მისი ლიკვიდაციისკენ. თუ მას საბჭოთა სისტემის გადარჩენა სურს, მისი სრული დემოკრატიზაცია უნდა განახორციელოს. ასეთი დემოკრატიზაცია კი, მას შესაძლოა, ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდეს.”

statia