ტეგები

,


როკი 3 1990 წლის იანვარში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით :”ურემი გადაბრუნდა, გზა მაინც არ ჩანს.” მისი ავტორები მეცნიერები იყვნენ, მათ შორის ვ. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრის გამგე და სხვა პირები. სტატია რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ  გზებს ეხებოდა. მასში მოთხრობილი იყო იმაზე თუ როგორ შეიმუშავეს საბჭოთა კავშირში როკის საუღელტეხილო გზის გაჭრის გეგმა, როგორ არ ჩართეს ამ პროექტის განხილვაში ქართველი სპეციალისტები და, როგორ ამჯობინეს მილიონების ჩადება როკის მიმართულებაში, როცა გაცილებით იაფი და მომგებიანი იყო ჯვრის უღელტეხილის საქართველოს სამხედრო გზის გამართვა. ქართველი სპეციალისტების აზრით, საქართველოს სამხედრო გზის კონკურენტად როკის საუღელტეხილო გზის არჩევა ყველა თვალსაზრისით წამგებიანი იყო, მაგრამ ხდებოდა საოცრება და მოსკოვში გადაწყვეტილებებს როკის საუღელტეხილო გზის პროექტის სასარგებლოდ ღებულობდნენ. გაეცანით რას წერდნენ ამაზე 1990 -ში. jvris ugeltexili“როგორც ცნობილია, საქართველოს სამხედრო გზა თბილისიდან ქ. ორჯონიკიძემდე ჯვრის უღელტეხილზე გავლით, არა მარტო სატრანსპორტო საინჟინრო ნაგებობაა, მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლიცაა, მასთან დაკავშირებულია ქართველი, რუსი, ოსი და სხვა ხალხების ურთიერთობის ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალი.მრავალჯერ დაისვა საკითხი საქართველოს სამხედრო გზის სრულყოფის შესახებ, რათა ის შეესაბამებოდეს თანამდროვე სტანდარტებით მოწყობილ საავტომობილო გზას და ნორმალურად ფუნქციონირებდეს წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ზამთარში. მაგრამ სათანადო სახსრების უქონლობის მიზეზით ასეთი გზა პერსპექტივაშიც არ ჩანს. და აი, თითქოს ბედის ირონიაა, საქართველოს სამხედრო გზას სრულიად უმართებულოდ გამოუჩნდა კონკურენტი ცხინვალი -ალაგირი -ორჯონიკიძის საუღელტეხილო გზა, როკის უღელტეხილის გვირაბში გავლით, რომელმაც შთანთქა კავკასიონის საუღელტეხილო გზის თანხები. ეს გზა ამ ბოლო წლებში გადაეცა საექსპლუატაციოდ. მის მშენებლობაზე ორჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ეს საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით იყო გათვალისწინებული, მაგრამ ბევრი რამ მისი ტექნიკურ-ეკონომიკური უპირატესობიდან, რასაც ასე თავგამოდებით იცავდნენ პროექტის ავტორები კავკასიონის იქითა მხრიდან, არ დადასტურდა. ზამთარში ავტომობილების მოძრაობა 5 თვის განმავლობაში წყდება, ვინაიდან ზვავების მოქმედება საუღელტეხილო ზონაში მეტად სახიფათოა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახალი საავტომობილო გზის გაყვანის აუცილებლობა ორ რესპუბლიკას – საქართველოსა და რუსეთს შორის – უნდა გამომდინარეობდეს ამ რესპუბლიკების ინტერესებიდან. თუმცა ასეთი გზა ერთდროულად უნდა წარმოადგენდეს ტრანსკავკასიის მაგისტრალურ გზას. მისით უნდა სარგებლობდნენ კავკასიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის სხვა რესპუბლიკებიც. სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ გზის დაპროექტების პირველ ეტაპზე საჭიროა ტექნიკურ – ეკონომიკური გამოკვლევების ჩატარება, რაც ითვალისწინებს: დასაკავშირებელ პუნქტებს შორის, ამ შემთხვევაში თბილისსა და ქალაქ ორჯონიკიძეს შორის, ტრასის უმოკლესი ვარიანტის მოძებნას, მგზავრობის მინიმალურ დროს და საწვავის მინიმალურ დანახარჯებს, შეუფერხებელ მოძრაობას წლის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და მშენებლობის მინიმალურ თანხას. ამ თვალსაზრისით თუ შევადარებთ მათ ერთმანეთს, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამ ეტაპზე არაფრით არ იყო გამართლებული როკის საუღელტეხილო გზის გაყვანა ჯვრის საუღელტეხილო გზის საპირისპიროდ და საზიანოდ. როკის საუღელტეხილო გზის ღირებულების ნახევარი თანხა იყო საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს სამხედრო გზა გამხდარიყო წლის ნებისმიერ დროს გამტარუნარიანი მოძრაობის ნებისმიერი ნაკადისთვის, რომელთა რაოდენობა ყოველთვის გადააჭარბებს როკის საუღელტეხილო გზაზე მოძრავ ნაკადებს. როკი 2როკის საუღელტეხილო გზის შექმნასთან დაკავშირებით მოვლენების აქტიური განვითარება დაიწყო 60 -იან წლებში, ამაში აქტიურობდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების თხოვნით. მას ენერგიულად მხარს უჭერდენენ სათანადო საკავშირო ორგანოები. მათივე მეშვეობით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის შედგენა დაევალა ლენინგრადის საპროექტო ინსტიტუტს „ლენგიპროსტრანსს“, შედეგად შეიქმნა არასრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია. როცა ეს ამბავი თბილისამდე მოვიდა, საქართველოს მთავრობა და გზის სპეციალისტები სათანადო დასაბუთების გარეშე არ დათანხმდნენ როკის საუღელტეხილო გზის, როგორც უკეთესი ვარიანტის, შექმნის საკითხს, რის გამოც გზის მშენებლობა გადაიდო ხანგრძლივი დროით. ქართველ სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ როკის საუღელტეხილო გზაზე მეტი უპირატესობა ენიჭებოდა არა მარტო ჯვრის საუღელტეხილო, არამედ მამისონის საუღელტეხილო გზასაც და ოფიციალური თხოვნით მიმართეს საკავშირო ორგანოებს, რათა საკითხი სწორად ყოფილიყო გადაჭრილი. როკის საუღელტეხილო გზის სუსტი პოზიციების გამო საქმე გაჭიანურდა და გადავიდა 70 იან წლებში, მიუხედავად ამისა, საკავშირო ორგანოების მიერ მშენებლობის საკითხი საბოლოოდ დადებითად გადაწყდა და ამით უგულვებელყოფილი იქნა საგზაო ქსელის განვითარების პერსპექტიული გეგმის დებულებები. გზის მშენებელობა განახორციელა ძირითადად სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტრომ, მშენებლობა თითქოს დამთავრდა 80 – იან წლებში, მაგრამ, რთული საექსპლუატაციო პირობების გამო, ფაქტიურად დღესაც გრძელდება. გაითვალისწინა რა ასეთი მდგომარეობა, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ (1988 წლის 19 მარტის დადგენილებით) მისცა მსვლელობა საქმეს – შეიქმნა სსრ კავშირის სახმშენის სპეციალური კომისია, რომელმაც დაადასტურა, რომ როკის საუღელტეხილო გზაზე ზამთრის პერიოდში მოძრაობა წყდება თითქმის 5 თვით, გზის თოვლისგან გაწმენდა თოვლის ზვავების პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ წლის განმავლობაში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა დამატებითი ობიექტების მშენებლობა – მეორე რიგის 1990 წლამდე და მესამე რიგის 1995 წლამდე. ამ მიზნით კომისიამ დაადგინა, რომ როკის საუღელტეხილო გზა საბოლოოდ მაინც ვერ გაატარებს მთლიანად კავკასიონის ორივე მხრიდან შედგენილ ტვირთნაკადებს და ამიტომ, საჭიროა, 1989 წელს დაიწყოს დაპროექტება და მშენებლობა საქართველოს სამხედრო გზის საუღელტეხილო გვირაბისა, რომელსაც აქვს უკეთესი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები როკის საუღელტეხილო გზასთან შედარებით.“ სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საპროქტო ინსტიტუტს „თბილ გიპროავტოდორტრანსს,’ როგორც სამთო გზების დარგში ერთადერთ კომპეტენტურ ინსტიტუტს დაევალა შეადგინოს ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთება როკის საუღელტეხილო გზის მეორე და მესამე რიგების მშნებელობაზე. ერთდროულად გადაწყდა შედგეს ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთება საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბის გაყვანის საპირწონე გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად კომისიის ასეთი დადგნილებისა, როკის საუღელტეხილო გზის საქმეს უკვე მიეცა მსვლელობა, საქართველოს სამხედრო გზის საკითხი კი კვლავ ჩრდილში მოექცა. ხდება უცანურობა, კვლავ უნდა დაიხარჯოს დამატებითი მილიონები როკის საუღელტეხილო გზაზე, მაშინ როცა საქართველოს სამხედრო გზის, როგორ უკეთესი ვარიანტის, რეკონსტრუქცია გარდაუვალია. გავითვალისწინოთ აგრეთვე ის, რომ გუდაურის ზამთრის სპორტული კომპლექსი, რომელიც ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი სერიოზული წყაროა, საჭიროებს სათანადო გზის მოწყობას, ესეც ხელს შეუწყობს ჯვრის საუღელტეხილო გზის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. განა ნორმალურია ის ამბავი, რომ როცა იხილებოდა როკის საუღელტეხულო გზის შექმნის საითხი, განხილვასა და დაგეგმარებაში საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას არ ღებულობდნენ, იგნორირებული იყო ქართველი სპეციალისტების აზრი ამ საკითხზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იხილებოდა გზის გაყვანის საკითხი არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ჩრდილო ოსეთის მიმდებარე, მიტოვებულ  ტერიტორიაზე. ასეთ მომენტებში ჩვენი ნაკლები აქტიურობა, ოპერატიულობა და ბრძოლისუუნარობა ჩვენდა საზიანოდ მოქმედებს.”