ტეგები

,


“1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენების აფხაზეთში რომ შემთხვევითი და სტიქიური არ იყო, დღეს ყველამ კარგად უწყის ( ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც). ახლა ბევრი სპეციალისტი თუ დილეტანტი, დიდი და პატარა ცდილობს ამ მოვლენების რეალურ არსში გარკვევას, ბევრი რამ უკვე გარკვეულია, დანარჩენიც, დღეს ან ხვალ, თავის სახელს დაირქმევს.” – ასე იწყება 1990 წლის პრესაში გამოქვეყნებული სტატია სათაურით ” ვინ აკანონებს ყაჩაღობას ნესტორ ლაკობას ქუჩაზე ?!” სტატია საინტერესოა მასში მოყვანილი ფაქტებით, რომლებსაც ავტორი აფხაზეთში განვითარებული ძალადობრივი პროცესებისა და ტრაგედიის წინაპირობებს შორის ასახელებს.

სტატიის თანახმად, 1989 წლის 6 ივლისს, აფხაზი ეროვნების მოქალაქეთა ერთი ჯგუფი გაგრათვითნებურად შეიჭრა და შესახლდა ნესტორ ლაკობას ქუჩის ექსპლუატაციაში ახლად შესულ ნომერ 7 -სა და ამავე ქუჩის სხვა სახლებში. დაიკავეს ოცზე მეტი ბინა. აღნიშნული ბინები გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე განაწილებული იყო მოქალაქეებზე, მოქმედი საბინაო კანონმდებლობის დაცვით.

6 ივლისს, ბინების კანონიერი მეპატრონეების უმეტესობა, უკვე შესახლებული იყო ახალ ბინებში. მოძალადეებმა შეამტვრიეს სახლის კარები, ქუჩებში გამოყარეს ბინების კანონიერ მფლობელთა ავეჯი, სხვადასხვა ნივთები და მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობის „პრინციპული“ ჩარევისა, მოძალადეები უკანონოდ დაკავებული ბინებიდან არ გამოუსახლებიათ. დაზარალებულების, ბინების კანონიერი მფლობელების უმრავლესობა კი ეთნიკური ქართველები იყვნენ.

საქმეში ჩარევა ქალაქ გაგრის რუსთაველის საზოგადოების გამგეობის თავმჯდონარეს ნ. კეშელავას, მასთან ერთად გაგრის სახალხო ფრონტის გამგეობის თავმჯდომარეს რ. ნინუას  უცდიათ და აფხაზეთის ასსრ პროკურორ  ა.კ. კვიწინიასთვის საჯაროდ მიუმართავთ: “როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ( 1989 წ.) 6 ივლისს, მოქალაქეთა ჯგუფმა, ქალაქ გაგრაში, ლაკობას ქუჩის ნომერ 7 ა სახლში გატეხა განაწილებული და ჩასახლებული 18 ბინა – ავეჯი გამოყარა და თვით შესახლდა. სამუშაოდან დაბრუნებულ მობინადრეებს კი ნაჯახებით და დანებით დახვდნენ, მოკვლით დაემუქრნენ, მოქალაქეები დაფრთხნენ და იჩივლეს პროკურატურაში, მილიაციაში, საქალაქო საბჭოში, პარტიის ქალაქკომში, დაიწყო ჩვეულებრივი ინსტანციობანა.

თანამდენობის პირები ერთმანეთს უგდებდნენ მოძალადეთა გამოსახლებას. დაიწერა ქალაქ გაგრის პროკურორის სანქცია მოძალადეთა გამოსახლების შესახებ, მაგრამ ამაოდ. „ბურთაობა“ დღემდე გრძელდება. lakobaბოლოს, დამნაშავეებს საჩივარი დააწერინეს და მის საფუძველზე თქვენ, განკარგულება მიიღეთ ქალაქ გაგრის პროკურატურის კანონიერი სანქციის აღსრულების შეჩერების შესახებ. თქვენმა ამ განკარგულებამ სერიოზულად დაგვაფიქრა საზოგადოების წევრები. ჯერ ერთი ექსტერემალურ სიატუაციას თქვენ აღრმავებთ, როდესაც შეუმოწმებლად იკვლევთ განკარგულებას და არც კი გაინტერესებთ უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები: დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებია, რომელთაც ბინები წარტაცეს აფხაზებმა. გატეხეს ორდერგაცემული და ჩასახლებული ბინები, ხელყვეს ავეჯი და ოჯახის ქონება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ. ასევე თვითნებურლად დაიკავეს ბინები ლაკობას ქუჩებზე ნომერ 5, 7, 17 სახლებში: იფნარში, ბიჭვინთაში და სხვაგან. ყოველივე ამას არც ადგილობრივი და არც საოლქო პროკურატურა ყურადღდებას არ აქცევს. აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ ძალადობას თქვენვე აკანონებთ. მოქმედი კანონით თქვენ მოძალადეები უნდა გამოგესახელბინათ, თქვენი განკარგულებით კი ყაჩაღობა დააკანონეთ. ამიტომ თუ დაუყოვნებლივ არ გააუქმებთ თქვენს განკარგულებას, ჩვენ ჩავატარებთ სახალხო რეფერენდუმს თქვენი თანამდებობიდან დათხოვნის მოთხოვნით.”