ტეგები

, ,


100_3212“ცივი ომი” 1989 წელთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. 1990 წლის დადგომა საბჭოთა ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიულოცა, ამერიკელებს კი  საბჭოთა კავშირის პირველმა პირმა მიხეილ გორბაჩოვმა.  მისი და ჯორჯ ბუშის მიმართვის ტექსტები საბჭოთა პრესამ ახალი წლის დღეებში გაავრცელა. გთავაზობთ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საახალწლო გზავნილს საბჭოელებისთვის და მიხეილ გორბაჩოვის საახალწლო მიმართვას ამერიკელებისადმი.

მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი:

პატივცემულო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქენო!
მოგესალმებით საბჭოთა ხალხის სახელით და მოგმართავთ იმედის სიტყვებით. 1990 წელს შეუძლია და უნდა მოგვიახლოოს კიდეც მსოფლიო ისტორიის ნამდვილად მშვიდობიანი პერიოდი. ჯერ კიდევ არის მერყეობაც, ლოდინიც, ეჭვიც, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ ადასტურებს სიტუაციის გარდამტეხ ხასიათს.

მიხაჩვენ, სსრ კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მგონი, უკვე გავაკეთეთ არჩევანი – არჩევანი თანამშრომლობის სასარგებლოდ. მალტაში ჩვენ და პრეზიდენტი ბუში შევთანხმდით, რომ თავი უნდა გავანებოთ “ცივ ომს,“ მაშასადამე, უარი უნდა ვთქვათ „ცივი ომის“ ინსტრუმენტებზეც. მაშინ 1990 წელი და მისი მომდევნო წლები ჩვენ წინ გადაშლიან ნამდვილ თანამშრომლობის ხანას და ჩვენ დიდი ნდობის ვითარებაში დავიწყებთ ისეთი მსოფლიოს მშენებლობას, რომელიც გამორიცხავს ძირგამომთხრელ მოქმედებას, ზეგავლენას, ჩარევას, შეიარაღებულ შეჭრას, რაც სახელს უტეხს იარაღსაც და პოლიტიკასაც.

საბჭოთა კავშირში დავიწყეთ წინსვლა ასეთი მომავლისკენ. ამას ემსახურება ჩვენი გადაქმნა. წინადადებას ვიძლევი 90 -იანი წლები გადავაქციოთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა და ინტერესთა ბალანსის ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და სსრ კავშირის დაახლოების დეკადად და ყველა ქვეყანასთან ერთად გავათავისუფლოთ მსოფლიო შიშისა და უნდობლობისგან, ზედმეტი და უმაქნისი შეიარაღებისგან, მოძველებული პოლიტიკური კონცეფციებისა და სამხედრო დოქტრინებისგან, ადამიანთა და სახელმწიფოთა შორის ხელოვნური ბარიერებისგან.

1990 წელი შეიძლება გახდეს  ჭეშმარიტი გარდამტეხი შეიარაღების შეზღუდვისა და მისი შემცირების საქმეში, ჩვენის მხრივ ყველაფერს ვიღონებთ ამისთვის…90 – იანი წლები შეიძლება გახდეს ათწლეული, როცა გლობალური მასშტაბებით და სულ უფრო შეუქცევადად იწყებს დამკვიდრებას თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა.

შეიძლება თქვან: ცნობილი ჭეშმარიტებებია ძველისძველი ღირებულებებიო. ეს ასეა! მაგრამ წინათ არასდროს ვყოფილვართ ასე მომზადებულნი იმისთვის, რომ ხორცი შევასხათ მათ, როგორც ახლა, მეოცე საუკუნის დამლევს.

მინდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოქალაქეს ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატებები. თქვენს შვილებს და შვილიშვილებს (ვისაც გყავთ) ვუსურვებ გახდნენ ბედნიერი ახალმოსახლენი 21-ს საუკუნის, რომელიც რა თქმა უნდა ახლანდელზე უკეთესი იქნება, თუკი ამისთვის გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიმართვა საბჭოთა ხალხისადმი:

ამერიკელი ხალხის, ჩემი მეუღლის ბარბარას და ჩემი ოჯახის სახელით გულთბილად მოგესალმებით.
მსოფლიო მიიწევს ახალი წლის, მეოთხე საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის პირველი წლის შესახვედრად. ახლა, როცა მსოფლიო თვალს ავლებს ომების, განხეთქილებების და ეჭვიანობის ცხრა ათწლეულს, მოდით, მივმართოთ მომავალს, ახალ საუკუნეს და აყვავების ათასწლეულს.

რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვაქვს რუქა, რომელზეც აღნიშნულია ახალი სამყაროსკენ მიმავალი გზა, რომელსაც ჩვენივე ხელით ვქმნით. ჩვენ შეგვიძლია ეს გზა მოვნახოთ მხოლოდ თანამშრომლობის და ჩვენს მიერ დაწყებული გულახდილი დიალოგის მეშვეობით. სწორედ ასეთი დიალოგის ძიებით შევხდი თქვენს პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს მალტის კუნძულის ნაპირებთან. მინდა გაგაცნოთ საკითხები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ.

ბუში და გორბაჯერ ერთი, გადავწყვიტეთ გავაორმაგოთ ძალისხმევა, მასობრივი მოსპობის იარაღისგან მომდინარე საშინელი საფრთხის შესამცირებლად. გარდა ამისა, შევთანხმდით – სხვა ქვეყნებთან ერთად მივიღვაწოთ, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას. მეორე, ჩვენ ვილაპარაკეთ რეგიონული კონფლიქტების შეწყვეტისა და კაცობრიობისთვის იმ საშინელი ტანჯვის თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც მათ მოაქვთ. მესამე, მინდა აღგითქვათ, ისევე როგორც აღვუთქვი თქვენს პრეზიდენტს, რომ დასავლეთი არ ესწრაფვის რაიმე უპირატესობის მიღებას იმ თვალსაჩინო ცვლილებებიდან, რომლებიც აღმოსავლეთში ხდება. ჩვენ ვილაპარაკეთ აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა საოცარ ძალისხმევაზე თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის გზების ძიებაში. თქვენს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მხარს ვუჭერ საბჭოთა კავშირში რეფორმების დინამიურ პროცესს. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა დავძლიოთ ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან ვაჭრობას, ინვესტიციებს, საქონლის და იდეების თავისუფალ გაცვლას. ეს ღონისძიებანი, საბჭოთა კავშირში ეკონომიკურ რეფორმებთან შეხამებით, ხელს შეუწყობს თქვენს ქვეყანას შეუერთდეს მსოფლიო ბაზარს და თუ ეს ისტორიული მიზანი მიღწეული იქნება, გაუმჯობესდება თიოთოეული საბჭოთა მოქალაქის ცხოვრების პირობები.

მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მტკიცე მშვიდობასა და აყვავებას საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების გავრცელება. თქვენს რუს მწერალს ლევ ტოლსტოის უთქვამს, რომ თუ ჩვენი გულები ცარიელია, მათ ვერ შეავსებს ვერც ერთი კანონი, ვერც პოლიტიკური რეფორმა, ჭეშმარიტი კანონი ჩვენი გულების სიღრმეში ცხოვრობს.

დიდი ბუშიეს ღირებულებანი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ან დასავლური როდია, ისინი რომელიმე ხალხის ან სახელმწიფოს კუთვნილება კი არ არის, არამედ ეკუთვნის ყველა ადამიანს, ყველა დროში და მთელ დედამიწაზე. ისინი თითოეული ადამიანის განუყოფელ უფლებას შეადგენენ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგველის, მაგრამ უკანასკნელ წელიწადს მიღწეული პროგრესი მმატებს რწმენას, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ამ გზაზე პრეზიდენტმა გორბაჩოვმა თავი გამოიჩინა როგორც კარგმა პარტნიორმა მშვიდობის მიღწევის საქმეში. ვითვალისწინებთ რა ჩვენი საუკუნის დამანგრეველი ომებით შეძრულ ისტორიას, ჩვენ უნდა გავაორკეცოდ ძალისხმევა და გამოვჭედოთ მშვიდობისა და თავისუფლების ახალი საუკუნე. ჩვენმა ქვეყნებმა შვეს აბრაამ ლინკოლნი, ლევ ტოლსტოი, მარტინ ლუთერ კინგი და ანდრეი სახაროვი. ვიყავით რა მოკავშირეები, გავუძელით საშინელ ომს. დღეს ჩვენს წინაშე მდგომი სიძნელეები არანაკლებ დიდია, მაგრამ თუ ორივე ჩვენი ქვეყანა გამოიჩენს კეთილ ნებას და სიმტკიცეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგომ ამოცანებს. გმადლობთ და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. გისურვებთ ყველაზე ბედნიერ ახალ წელს.