ტეგები

,


რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა გარდამტეხი 1989 წლის ბოლოს და როგორი იყო ამ გამოწვევებისა და პრობლემების მიმართ ერთის მხრივ საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების და მეორე მხრივ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების დამოკიდებულება? გაეცანით ზვიად გამსახურდიას მიმართვას საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიისადმი, რომელიც 1989 წლის 18 ნოემბრითაა დათარიღებული.

“პროტესტს ვაცხადებ იმის გამო, რომ სესიამ არ განიხილა მრავალი საჭირბოროტო და საგანგაშო ეროვნული და სოციალური პრობლემა. არ მიეცა სათანადო პოლიტიკური, ზნეობრივი და sesia 2სამართლებრივი შეფასება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარ ანტიქართულ და ანტიჰუმანურ აქციებს. დღემდე არ არიან დასჯილი მკვლელები და პროვოკატორები, ხოლო აფსუა ტერორისტთა სისხლიანი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობახია განსასჯელის სკამის ნაცვლად სესიის ტრიბუნაზე მოგვევლინა. სესიაზე არ მიეცა შეფასება ქვემო ქართლსა და ჯავახეთის რეგიონში მომხდარ ინციდენტებს, არ აღნიშნულა, რომ მარნეულში კვლავ გრძელდება ანტიქართული საკადრო პოლიტიკა, რომ ხელისუფლება ფაქტიურად ხელში აიღო საქართველოს მტერმა აივაზ გასანოვმა, აღმასკომის თავმჯდომარემ, რომელიც კრძალავს ქართველების ჩაწერას, ყოველნაირად ზღუდავს და ავიწროვებს მათ. მარნეულში გრძელდება მიწების მიტაცება, უკანონო მშენებლობები, აღმოცენდა ახალი სოფლები, რომლებიც რუკაზეც კი არ არიან აღნიშნული, მთავარობა კი წაყრუების გზას ადგას. მთავრობა იმასაც „ვერ ხედავს“, თუ რა ტემპებით მიმდინარეობს აზეერბაიჯანელთა უკანონო მშენებლობები გარდაბანში, გაჩიანში, ფონიჭალაში, ყარაჯალაში, იორმუღალნოში, კასპისა და ქარელის რაიონებში..

საქართველოს სსრ ხელმძღვანელობაში კვლავ მოკალათებულები არიან ანტიქართველები: კაბულოვა, ლანახუა, კაპბა, ანქვაბი და სხვანი. „ადამონ ნიხასის“ „დედა“ კაბულოვა თქვენი სესიის ავანგარდში ზის, ხოლო ტელევიზია ყოველ წუთს დიდი სიამაყით უჩვენებს მას მსხვილი პლანით. აქედან ჩანს თუ რამდენად ეროვნულია დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება.

სესიაზე არ მიეცა სათანადო შეფასება 9 აპრილის გენოციდს, ხოლო მუხლი გენოციდის შესახებ ამოღებულ იქნა კომისიის დასკვნიდან, როგორც ჩანს „ზევიდან“ დაწოლის შედეგად.

sesiaსესიაზე სათანადოდ არ იქნა დაგმობილი ეკოლოგიური ომი საქართველოს წინააღმდეგ, ბუნების ბარბაროსული განადგურება, რადიაციით მოწამვლა საქართველოს ტერიტორიისა, სამხედო მშენებლობათა უზომო მასშტაბები, მიწების მიტაცება სამხედრო უწყების მიერ, ქართული კულტურის ძეგლების განადგურება სამხედრო მანევრებით, წყალსაცავებით, სხვაგვარი ბარბაროსობით. არ იქნა დაგმობილი დაწესებულებათა რუსიფიკაცია, ქართული საბეჭდი მანქანების უქონლობა, რუსული სკოლების ქსელის ზრდა, განათლების სისტემის მანკიერებანი, კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ძირითადი მიზეზია საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციისა. არ ითქვა, რომ დასახურია „საქსომხმშენი,“ „საქტიუმენშენი“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციები, ვინაიდან თავად საქართველოში ჩავარდნილია მშნებლობის საქმე. არ იქნა განხილული კიდევ მრავალი სხვა საგანგაშო მოვლენა, რომელთათვის გვერდის ავლა დაუშვებელია.

ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა და კომპარტია, მიუხედავად ცალკეული ეროვნული პრობლემების მოგვარების ცდებისა და თეორიული ხასიათის დეკლარაციებისა, კვლავ ხელს უწყობს კრმელის ანტიქართულ პოლიტიკას საქართველოში.”

ზვიად გამსახურდია
1989 წლის 18 ნოემბერი