ტეგები

, ,


“მალე მოსულიყოს ის დრო, როცა გამარჯვებულნი სიხარულის ოდას ერთად ვიმღერებთ.”ჩეხი სტუდენტებისადმი ქართველი სტუდენტების მიმართვიდან..

lib 21989 წლის 8 დეკემბერს ჩეხოსლოვაკიის სტუდენტთა წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბს გადასცეს პრაღის გაფიცულ სტუდენტთა მიმართვა ქართველი სტუდენტებისა და ხალხისადმი. ჩეხი ახალგაზრდები აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ ქართველი ხალხის ბრძოლის გამო და  ქართველ სტუდენტებს 9 აპრილის  ტრაგედიის გამო უსამძიმრებდნენ.”  ისევე როგორც თქვენ, ჩვენც, ჩეხმა სტუდენტებმაც გადავწყვიტეთ გამოვსულიყავით ძალადობის წინააღმდეგ – შიშველი ხელებით. ბედნიერები ვართ, რომ პირველ გამარჯვებას სისხლის გარეშე მივაღწიეთ,” ნათქვამი იყო ქართველი სტუდენტებისდამი ჩეხი სტუდენტების ამ გზავნილში, რომელიც 1989 წლის პრესაში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა. praga 1

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში” შეგიძლიათ გაეცნოთ ქართველი სტუდენტების გამოხმაურებას ჩეხი სტუდენტების მიმართვაზე. praga 2