ტეგები

, ,


“1988-89 წლებში სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა ამერიკა – საბჭოთა კავშირის ურთიერთობა, რამაც ბუნებრივია, მთელ მსოფლიოზე კეთილი გავლენა მოახდინა.ამ სამშვიდობო პროცესის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ბუშისა და გორბაჩოვის მალტის შეხვედრას ( 1989 წლის 2-3 დეკემბერი), “-  იხსენებს თავის მემუარებში 1989 წელს საბჭოთა კავშირის  საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და განაგრძობს: “მალტაზე ჩვენ gorkiდიდი ხომლადით ცოტა ადრე ჩავედით და მალტის ხელმძღვანელობას შევხდით. ბუში თანმხლები პირებით ცოტა გვიან ჩამოვიდა სამხედრო გემით. ზღვაზე დიდი ღელვა ატყდა. ძლივს მიაყენეს ნავი კრეისერს, ამერიკის პრეზიდენტი რომ გადმოსულიყო. პირველად მცველი ჩამოვიდა, მერე პრეზიდენტი. მოულოდნელად ბუშს რკინის კიბეზე ფეხი დაუცდა და დაიზიანა. ჩვენს გემამდე მაინც გამოაღწია. იმ ღამეს საბჭოთა ხომალდზე დარჩა, მოლაპარაკებაც ჩვენს გემზე გაიმართა.

ასეთი რამ ადრე სრულიად წარმოუდგენელი იყო ამ ქვეყნების ურთიერთობების ისტორიაში. საბჭოთა კავშირმა უარი თქვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში კლასობრივ მიდგომაზე, ახლა ორივე ქვეყნის მეთაურმა ეს დაადასტურა. ორი ზესახელმწიფოს, ორი ბირთვული შეიარაღების მქონე ხელმძღვანელთა ეს განცხადება მართლაც მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრების ტოლფასი გახლდათ.“

serveImage.php?id=41588&type=oმართლაც რომ ისტორიული სამიტი საბჭოთა კრეისერ „მაქსიმ გორკიზე“ წარიმართა. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და სხვა საკითხების გარდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი – აღმოსავლეთ ევროპის –  თემა იყო. ამ სამიტის მთავარი შედეგიც აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე ურთიერთგაგების მიღწევა იყო. მალტაში  მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა, რომ საბჭოთა კავშირი ევროპიდან უკან იხევდა.

ცნობილია, რომ სამიტის მეორე დღეს, 1989 წლის  3 დეკემბერს, ჯორჯ ბუშისა და მიხეილ გორბაჩოვის პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბჭოთა ბალტიისპირა რესპუბლიკებს და რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საბჭოთა ლიდერს ჰკითხა: არსებობდა თუ არა ბალტიისპირა რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შანსი?

1989 წლის მალტის სამიტი იყო ახალი ათვლის წერტილი. როგორც აღნიშნავენ, 1989 წელს  მალტაში „ცივი ომი“ დაასრულეს.