ტეგები

, ,


გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში მხურვალედ გულშემატკივრობდნენ ლიტველების, ლატვიელების და ესტონელების ბრძოლას თავისუფლებისთვის, თუმცა მათი განსხვავებული გზის უპირატესობას ნაკლებად აცნობიერებდნენ. იქ შეძლეს ერთი მიზნით  გაერთიანება.

ლატვიელი ხალხი, რესპუბლიკის მთავრობა და ლატვიის პარტიული ორგანიზაცია ამ გარდაქმნისა და საჯაროობის პრინციპების განხორციელბის საკითხებში ერთსულოვანი აღმოჩნდა.“ასეა აღწერილი  ლატვიაში მიმდინარე პროცესები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის 1989 წლის ერთ-ერთ ნომერში. სტატიის ავტორი – უშანგი სახლთუხუცესი –  მკითხველს ლატვიაში ნანახზე მოუთხრობდა. გავიხსენოთ 1989 -ში  როგორც აცნობდნენ ქართველ მკითხველს ბალტიისპირელების გზას.

ლატვია 1989 2 „აგერ უკვე ორი წელია, ლატვია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, მთელი საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის ყურადღების ცენტრშია.მე, როგორც ლატვიური ენის სპეციალისტსა და ლატვიური ლიტერატურის მთარგმნელს, ხშირად მეკითხებიან:„რა ხდება ლატვიაში?“ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილიც არის და ამავე დროს ძალიან რთულიც. ყველაფერზე, რაც ლატვიაში ხდება,ამომწურავი პასუხის გაცემა დიდ დროს მოითხოვს და ამიტომაა ძნელი. ადვილი კი იმიტომაა, რომ ერთი სიტყვით, ერთი წინადადებით შემიძლია მკითხველის ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო: ლატვიაში მეტად სასიხარულო ამბები ხდება! არ ვიცი სხვა რესპუბლიკებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა, მაგრამ ის კი შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ გარდაქმნას, საჯაროობას ერთი ყევლაზე მომზადებული ნიადაგი ლატვიაში დახვდა. ლატვიელი ხალხი, რესპუბლიკის მთავრობა და ლატვიის პარტიული ორგანიზაცია ამ გარდაქმნისა და საჯაროობის პრინციპების განხორციელბის საკითხებში ერთსულოვანი აღმოჩნდა!

სულ რაღაც ორიოდე თვე დასჭირდა, რომ შექმნილიყო ლატვიის სახალხო ფრონტი. შარშან ლატვიური ეროვნული ეპოსის, ანდრე პუმპურის პოემის „ლაჩპლესის’ მეასე წლისთავისთვის მზადების დროს აშკარად იგრძნობოდა, რომ რესპუბლიკა სახალხო ფრონტის შექმნის იდეით ცხოვრობდა. „ლაჩპლესის“ იუბილეზე მეც ვიყავი მიწვეული და უშუალო მოწმე გახლავართ სახალხო მოძრაობის კულმინაციის. ამ დიდი ეროვნული აღმაფრენისა. ყველა – დიდი და პატარა, ინტელიგენცია, ქარხნის მუშები თუ კოლმეურნე გლეხობა სახალხო ფრონტის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. ამ იდეით ცხოვრობდა, ამ იდეის განხორციელებაზე ოცნებობდა და საქმით აღწევდა კიდეც. ქალაქებსა და სოფლებში იმართებოდა მიტინგები, კრებები, ეწყობოდა ხალხმრავალი დემონსტრაციები, თითქმის ყველა სპექტაკლი და კონცერტი ეროვნული სიმღერებით იწყებოდა და მთავრდებოდა.

დროშაგამოჰქონდათ ეროვნული დროშები, დიდსა და პატარას, თანამდებობის პირსა და რიგით მშრომელს -ყველას ეროვნული სიმბოლო ეკიდა მკერდზე. ჟურნალ-გაზეთები, რადიო-ტელევიზია ფართოდ აშუქებდა სახალხო ფრონტის პროგრამას.. ყოველდღიურად იქმნებოდა სახალხო ფრონტის მხარდამჭერთა ახალ-ახალი ჯგუფები ქარხნებში, სასწავლებლებში კოლმეურნეობებში. სახალხო ფრონტის შექმნაში განასკუთრებით დიდი როლი ითამაშეს შემოქმედებითმა კავშირებმა: მწერალთა კავშირმა, ჟურნალისტთა კავშირმა, მხატვართა კავშირმა, კომპოზიტორთა კავშირმა. რესპუბლიკის გაზეთებში იბეჭდებოდა ახსნა-განმარტებები ლატვიის ეროვნული დროშის, გერბის, ჰიმნისა და სხვა სიმბოლოების თაობაზე, მეცნიერები დაწვრილებით განმარტავდნენ ამ სიმბოლოების არსს და მნიშვნელობას, სწორედ ამიტომაა, რომ ახლა თოთოეულ ლატვიელს შეუძლია, აგიხსნათ, რატომ არის მათი ეროვნული დროშა წითელ-თეთრ-წითელი, ან რას ნიშნავს მათ გერბზე გამოხატული სამი ვარსკვლავი.. ( ოჰ, როგორ მინატრია, რომ ჩვენთანაც სპეციალისტი განუმარტავდეს მოსახლეობას, მის ახალგაზრდა ნაწილს ჩვენს ეროვნულ სიმბოლოებს. ხშირად მიკითხავს თანამემამულეებისთვის თუ იცის რამე ამ მიტინგებზე გამოტანილი დროშების თაობაზე, და რა გულდასაწყვეტია, რომ თითქმის ვერავის მოუცია ამის ზუსტი პასუხი.)

atmodaლატვიის სახალხო ფრონტს ახლა უკვე საკუთარი გაზეთი აქვს „Atmoda“ (“გამოღვიძება“). მაშინ, თავიდან,მართალია ასეთი ორგანო არ ჰქონიათ, მაგრამ რესპუბლიკის მთელი ჟურნალ-გაზეთები, ლამის ყველა, ამ ფრონტის ორგანოს როლს ასრულებდა და ახლაც ასრულებს…..

lat 1

მთელი ლატვია ‘ერთ სულ და ერთ ხორც იქცა.“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. იმართებოდა კონცერტები, იდგმებოდა წარმოდგენები სახელმწიფო თუ სახალხო თეატრებში და შემოსავალი სახალხო ფრონტის ფონდში ირიცხებოდა. 7 ოქტომბერს მეჟაპარკის დიდ ესტრადაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა ორასათასიანი კონცერტი. მანამდე რესპუბლიკის ყველა რაიონში დააგზავნეს სასიმღერო ტექსტები, რომლებიც ამ დღეს უნდა შესრულებულიყო..ყველა სოლისტისა და დირიჟორის სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ ამ უზარმაზარი „ანსამბლის“ მთავარი დირიჟორი იყო რაიმონდ პაულსი, რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, მთავარი სოლისტი კი – იევა აკურატერე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საესტრადო მომღერალი..მაშინ, მთელი რიგა ხომ დიდ სასტუმროდ იქცა. ყველა ლატვიელის კარი ფართოდ გაიღო სოფლიდან თუ სხვა ქალაქიდან ჩამოსული თანამემამულეებისათვის…

სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა შარშან 8-9 ოქტომბერს ჩატარდა. რიგაში დილით ლატვიის ლუთერანულმა ეკლესიამ დიდ ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა ლატვიის სახალხო ფრონტის სადიდებლად. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ტაძარში გასაბჭოების შემდეგ ღვთისმსახურება აღარ შესრულებულა.

gorbunov9 ოქტომბერს ოფიციალურად შეიქმნა ლატვიის სახალხო ფრონტი, რომლის სტატუსს სიამაყის გრძნობით მოაწერა ხელი ლატვიის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ანატოლი გორბუნოვმა. მთავრობის ბევრი ხელმძღვანელი მუშაკი ამ სახალხო ფრონტის წევრია… დაინტერესებული მკითხველი უეჭველად იკითხავს – კი ბატონო, შეიქმნა სახალხო ფრონტი, მაგრამ მოუტანა კი რამე ამ ფრონტმა ხალხს? მთავარზე შევაჩერებ ყურადღებას. სახალხო ფრონტის თავგამოდებული ბრძოლის შედეგია, რომ ლატვიურმა ენამ მოიპოვა სახელმწიფო ენის სტატუსი, რომ ბევრ რამეში მაიღწიეს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.. განათლების სისტემაში მიისწრაფიან სრული დამოუკიდებლობისკენ, დაუგავპილის უზარაზარი ჰესი( ლამის უკვე აშენებული) საკავშირო მთავრობას გააუქმებინეს.სახალხო დეპუტატებმა არჩევნებში მიაღწიეს დიდ უპირატესობას.. ალბათ სულ მალე მიაღწევენ ლატვიის მოქალაქის სტატუსის დაკანონებას, რითაც ალაგმავენ მიგრანტთა გამუდმებულ შემოსევებს, და კიდევ, ხალხი კვლავ დემოკრატიულ რელსებზე შედგა და გაშლილი ფრონტრით შეუტია ბიუროკრატიას. მართალია, ნეოსტალინისტებმა და უძრაობის მოტრფიალეებმა, ლატვიის სახალხო ფრონტს ე.წ. ინტერფრონტი დაუპირისპირეს, მაგრამ გამოღვიძებულ ხალხს ვერაფერი დააკლეს..

ლატვიის სახალხო ფრონტის და რესპუბლიკის მთავრობის კარგ ურთიერთობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ლატვიის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის  და რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სსრ კავშირის სახალხო დეპუტატებად გაყვანის თაობაზე თავგამოდებით იბრძოდა მთელი ლატვიელი ხალხი. მე არ მახსოვს, რომ ჩვენთანაც მომხდარიყოს ასეთი რამ, მაგრამ თუ დადგება ისეთი დრო. როცა ჩვენი ხალხიც იბრძოლებს გაიყვანოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის რომელიმე მდივანი, ალბათ, ეს იქნება ბედნიერი წუთები ჩვენი ერის ცხოვრებაში.. „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში.“

უშანგი სახლთუხუცესი