ტეგები


მერაბ კოსტავა ფულის დანიშნულებაზე..უკანასკნელი და განუხორციელებელი ინიციატივა – ქვრივთა, ობოლთა, უპოვართა, მარტოხელთა დასახმარებლად და საქართველოში შრომის სტიმულირების ხელშესაწყობად.

კოსტავას ფოტო

საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი გათვალისწინებულია იმავე მიზნების აღსასრულებლად, რაიც თავს იდვა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა. როგორც ერთი, ისე მეორე ორგანიზაციის მიზანი იყო და არის ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, ქრისტიანულ-საქველმოქმედი საქმეთა განხორციელება, ქვრივთა, ობოლთა უპოვართა, ხეიბართა და მარტოხელა მოხუცთა მოკითხვა და მოვლა- პატრონობა..

თავის დროზე ფრანგმა უტოპისტმა სოცალისტმა სენ-სიმონმა შენიშნა, რომ როგორც პიროვნებას, ასევე სახელმწიფოს შეუძლია არსებობა პროდუქციის წარმოების ან კორუფციის გზით.სსრ კავშირი დაადგა არა პროდუქციის წარმობის, არამედ სხვადასხვა ფორმით კორუფციის გზით არსებობის გზას. მოქალაქეთა ხელფასები და პენსიები არ შეესაბამება საარსებო მინიმუმს, რაც სტიმულს არ აძლევს საზოგადოების განვითარებას. სსრ კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკა განიცდის მძიმე ეკონომიკურ და მორალურ კრიზისს, ყოველივე ამან გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გარყვნა, ზემდგომ ორგანოთა წარმომადგენლებს დაარქვეს კორუმპირებული ელემენტები, ხოლო მუშებსა და გლეხებს – „ნესუნი.“ ახლად დაარსებული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შრომის სტიმულირების გზით საქართველო აქციოს პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნად, ხელი შეუწყოს ერის ეთიკურ -ზნეობრივ გაჯანსაღებას.

ცნობილი დანიელი მეცნიერის ჰანს სელიეს აზრით: ფული არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, მაგრამ მასზე დადის მისგან გამომდინარეობს და მისი მეშვეობითაა შესაძლებელი ეკონომიკური, სოციალური, ზნეობრივი და სხვა საკითხების გადაწყვეტა, აღნიშნულ ფონდში ფულადი სახსრების ჩარიცხვა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებას.
მოგიწოდებთ ცალკეულ პირებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და კოოპერატივებს, რომ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველწლიურად გადარიცხოთ ფულადი სახსრები საქართველოს საადგილმამულო, მოსახლესობის განსახლებისა და დახმარების ფონდში.

მერაბ კოსტავა
1989 წლის 10 ოქტომბერი