ტეგები

, ,


დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი,  ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე – საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა!  საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა!მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე, ამ დღის შემდეგ, პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” მერაბ კოსტავა. 1989 წელი.

1989 წლის 13 ოქტომბერს კი  სოფელ ბორითთან ( ხარაგაულის რაიონი) მოხდა ავტოკატასტროფა, რომელმაც ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის ორი გამორჩეული ლიდერი წაართვა საქართველოს: მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. მერაბ კოსტავა საავადმყოფოში გადაყვანამდე, იმ დღესვე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებული ზურაბ ჭავჭავაძე კი მოგვიანებით – 21 დეკემბერს. ერთიც და მეორეც აგებდა ხიდებს მაშინდელ ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში.

zura da mereba=მერაბ კოსტავა: „საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით, მაგრამ რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როცა აღორძნებაზეა საქმე მიმდგარი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვშორდებით.”

ზურაბ ჭავჭავაძე: „ყველაზე მტკივნეულ საკითხად ჩვენ მიგვაჩნია ეროვნებათშორისი ურთიერთობანი. სხვადასხვა ხალხში ეროვნული თვითშეგნების აღზევებას ხანდახან მივყავართ ეროვნებათშორის კონფლიქტებამდე, ეს იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა სამართლიანობა. ამ მხრივ კი საბჭოთა კავშირში პრობლემები თავსაყრელია. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ეროვნებათშორისი შეტაკებანი.“

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  მერაბ კოსტავას ვემშვიდობებით გამოსათხოვარი სიტყვით, რომელიც მის დაკრძალვაზე ზვიად გამსახურდიამ წარმოთქვა და რომელშიც ითქვა: “ძმაო. შენი ცხოვრება ვეფხისა და მოყმის ბრძოლას ჰგავდა და არც შენ შეხვდი, ძმაო, ვეფხვს ჭკვიანი.”

“დასრულდა მოწამეობრივი გზა დიდი მამულიშვილისა, ჩვენი ძმის და მეგობრის, ყველა ქართველის საფიცარი მერაბ კოსტავასი.

ჭეშმარიტად დიდია ღვაწლი, რომელიც მან დასდო საქართველოს თავისი სიბრძნით, თავისი მაღალი ზნეობით, მაღალზნეობრივი მაგალითით.

ორივეძმანო, დღევანდელი დღე 9 აპრილის ტოლია. ღვთის დიდება გადმოვიდა საქართველოზე, ძმანო, რამეთუ ამაღლდა დიდი ქართველი და დაჰნათის საქართველოს, ვითარცა წამებულნი 9 აპრილისანი და მოგვიწოდებს თავდადებისაკენ, მამულის სიყვარულისაკენ, ურთიერთ სიყვარულისაკენ.

თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერთიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა, უკეთუ არ შეიყვარეთ ურთიერთი, არ შეგიყვარებთ უფალი, ვერ გადარჩება ჩვენი სამშობლო. აი, ეს არის მერაბის ანდერძი: იყვარებდეთ ურთიერთს, აი, მერაბის კრედო ცხოვრებისეული, აი, ის მიზანი, რომლისკენაც უნდა ვილტვოდეთ ჩვენ…

რაღად უნდა რეფერენდუმი საქართველოს, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა აღიარა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რაინდის დიდება, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა ამოაცილა წინაპართა, წმინდანთა და მოღვაწეთა სამკვიდრებელში.” ( ზვიად გამსახურდია, 1989 წლის 21 ოქტომბერი)

მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს თბილისში – ოლღა დემურიას და ივანე კოსტავას ოჯახში. სწავლობდა ჯერ თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში, შემდეგ კი  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას, მასთან ერთად დააარსა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი.“ 1956 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა  ზვიად გამსახურდიასთან და თავის სხვა მეგობრებთან ერთად დააპატიმრეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისის ქუჩებში გამაოგნებელი პროკლამაციები გაჩნდა: „ ძირს პირსისხლიანი კომუნისტები!“ „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!’“ არასრულწლოვანი მერაბ კოსტავა რამდებიმე თვეში გაათავისუფლეს.

მაგარი1958 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. 1967 წლიდან იყო რედაქტორი ჟურნალისა „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში.” 1972 წელს ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი.1977 წლის აპრილში ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს და 3 წლით ციხე. 2 წლით კი გადასახლება მიუსაჯეს.

ამონარიდი გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებული სტატიიდან “შავლეგო:”

„1980 წლის აპრილში კოსტავას სამწლიანი პატიმრობის ვადა დაუმთავრდა და იგი პერმის ბანაკიდან გადასახლებაში გააგზავნეს. ირკუტსკის ოლქი, ტაიშეტის რაიონი, სოფელი კვიტოკი, ჩაპაევის ქუჩა N26 – ამ მისამართზე ცხოვრობდა მერაბ კოსტავა მომდევნო ორი წელი. ციმბირში მიკარგულ სოფელს გარშემო ტაიგა ერტყა და უახლოეს რაიონულ ცენტრამდე 60 კილომეტრით იყო დაშორებული. გადასახლებაში კოსტავა მუსიკის მასწავლებლად გაამწესეს. სოფლის კლუბში იგი კონცერტებს აწყობდა და ციმბირელებისთვის ქართული სიმღერის შესწავლას ცდილობდა.

ტაიშეტში გადასახლების დასრულებას სულ ოთხი თვე აკლდა, როდესაც საბჭოთა უშიშროებამ მას პროვოკაცია მოუწყო – იმ სახლში, სადაც მერაბი ბინას ქირაობდა, ერთხელ სტუმრად მხატვარი გაჩერდა. კოსტავას სახლში შემოწმებაზე მისულმა მილიციამ სტუმარი პიროვნების დასადგენად განყოფილებაში წაიყვანა. მერაბ კოსტავა მხატვარს განყოფილებაში წაყვა და გამოესარჩლა. ქართველ დისიდენტს მილიციის თანამშრომელზე თავდასხმა დააბრალეს და დამატებითი სასჯელი შეუფარდეს. 1981 წლის დეკემბერში ტაიშეტის სასამართლომ კოსტავას ბოროტი ხულიგნობისთვის 5 წელი მიუსაჯა. კოსტავას გათავისუფლების თხოვნით, მრავალი პეტიცია შედგა, მაგრამ კოსტავა მაინც არ გაათავისუფლეს .

1984 წლის ნოემბერს მერაბ კოსტავამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. პატიმრისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბანაკის ადმინისტრაცია მას ძალით კვებავდა. კოსტავას ხელბორკილებს ადებდნენ, პირს სპეციალური სტომატოლოგიური იარაღით უღებდნენ და საკვებს ზონდის საშუალებით აწვდიდნენ. ბანაკის ადმინისტრაციას კოსტავა წინააღმდეგობას უწევდა, კბილები ჩაემტვრა, მაგრამ მაინც ვერაფერს ხდებოდა. შიმშილობა წელიწადსა და ორ თვეს გაგრძელდა. კოსტავას ჭლექი დაემართა, 48 კილოგრამს იწონიდა და ძლივს დადიოდა. ამის გამო იგი 1986 წელს ციმბირიდან ტაშკენტის ბანაკში, სპეციალურ ტუბზონაში გადაგზავნეს. მერაბ კოსტავას 10 წლიანი პატიმრობა 1987 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ქართველი დისიდენტი ამ პერიოდისთვის უკვე ქსნის შრომა-გასწორების კოლონიაში იყო. სწორედ აქედან გაათავისუფლეს იგი საბოლოოდ 1987 წლის აპრილში.“

ეს მოხდა საბჭოთა კავშირზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, როცა გორბაჩოვმა მწვანე შუქი აუნთო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 1987 წლის 26 მაისს, მერაბ კოსტავას ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.1987 -89 წლებში  კოსტავა იყო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი  ორგანიზატორი. რაც მთავარია, ის იყო მაშინდელი საზოგადოების გამთლიანებისთვის მებრძოლი გამორჩეული ლიდერი.

დაკრძალვადაკრძალეს 1989 წლის 21 ოქტომბერს  მთაწმინდის პანთეონში, იაკობ გოგებაშვილის გვერდით. ეს დღე საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული. საქართველოს ეროვნული გმირი უკანასკნელ გზაზე ზღვა ხალხმა გააცილა.

მერაბ კოსტავას გამოსვლები მიტინგებზე, მის დაკრძალვაზე ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა – http://www.myvideo.ge/?video_id=121734