ტეგები

,


1989 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის დასკვნა: გერმანია – საბჭოთა კავშირის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ. კომისიამ განაცხადა, რომ შეთანხმება უკანონო იყო და მას არ გააჩნდა იურიდიული ძალა. შესაბამისად, კანონგარეშედ სცნო ლიტვის საბჭოთა კავშირში გაერთიანება.

მანამდე, 1989 წლის 28 ივლისს, ლატვიის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი რესპუბლიკის სუვერენიტეტის შესახებ. ესტონეთში კი აღიარეს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ზოგიერთ ნორმასთან რესპუბლიკის კანონების შეუთავსებლობა.

latvia

(  ფოტოზე 1989 წლის 23 აგვისტო, ცოცხალი ჯაჭვი ლატვიის და ლიტვის საზღვარზე)

განსაკუთრებული დღე იყო 1989 წლის 23 აგვისტო. ამ დღეს, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპისპაქტის ხელმოწერის 50-წლისთავზე, ტალინს, რიგასა და ვილნიუსს შორის, დაახლოებით, ორი მილიონი ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ჩადგა ცოცხალ ჯაჭვში. ასე გააპროტესტეს ბალტიისპირელებმა 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომლითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ურთიერთშორის გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა და შესაბამისად – ბალტიისპირეთიც.

jachviეს იყო მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ლიტველებს, ლატვიელებს და ესტონელებს ერთი მიზანი და ერთი ფიქრი ამოძრავებდათ და ჰქონდათ თავისუფლების უდიდესი მოთხოვნილება. თავიანთი სამართლიანი მოთხოვნების შესახებ მათ მსოფლიოს – 600 კილომეტრზე გადაჭიმული ცოცხალი ჯაჭვით განუცხადეს