ტეგები

, ,


ჭავ“საქართველოში მცხოვრები ოსების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს სისხლისმიერი ნათესაობითაა დაკავშირებული ჩვენთან და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ჩვენ შორის მტრობა ჩამოვაგდოთ! ვითომ ძნელი მისახვედრია, ვის სჭირდება ამგვარი რამ?!”

არ შეიძლება არსებობდეს აფხაზური ეროვნული პრობლემა, რომელიც იქნებოდა ანტიქართული და პირიქით, – არც ერთი ქართული ეროვნული პრობლემა არ შეიძლება იყოს ანტიაფხაზური. თუ ასეთი „პრობლემები“ არსებობენ, ისინი გამოგონილი, შეთითხნილი და არაბუნებრივია.”

13 ოქტომბრის ავტოკატასტროფის შემდეგ, ზურაბ ჭავჭავაძე 1989 წლის 21 დეკემბერს, 36 წლისა გარდაიცვალა.  ჩვენი პროექტის ფარგლებში გაგაცანით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ამ საინტერესო  ლიდერის ორი ინტერვიუ, შემოგთავაზეთ მისი მოსაზრებები,რაც მთავარია გავიხსენეთ ზურაბ ჭავჭავაძის და”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” საქმეები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და 1989 წლის “დამოუკიდებელობის გაკვეთილებში” ზურაბ ჭავჭავაძესაც ვემშვიდობებით.

წაიკითხეთ უმრავლესობის შეხედულებისგან სრულიად განსხვავებული შეხედულება 9 აპრილის ტრაგედიაზე და თვალი გადაავლეთ მონათხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ასაღებდნენ თავს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერის წარმომადგენლებად გაურკვეველი პროვოკატორები და როგორ  ქმნიდნან, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, დაპირისპირებების კერებს.

9

“ჩვენის აზრით, 9 აპრილის ტრაგედია ნაწილობრივ ქართული ეროვნული მოძრაობის მოუქნელობის და პოლიტიკური სიბეცის შედეგიც იყო. გარკვეულმა წრეებმა სცადეს 9 აპრილის სისხლიანი კვირა დიდ ეროვნულ გამარჯვებად მოენათლათ. ხოლო აფხაზეთის საკითხის მოხსნა დიდად გონივრულ გადაწყვეტილებად გაესაღებინათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აფხაზეთის საკითხის დატოვება საყოველთაო გაფიცვის მოთხოვნად გამოიწვევდა უფრო მეტ სისხლისღვრას, მაგრამ აღნიშნულ თვალსაზრისს არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან.

აფხაზეთის ქართველობის მოთხოვნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ საბჭოეთის კაცთმოძულე რეჟიმსაც კი, მსოფლიოს საზოგადოებრიობის რიდით, არ ძალუძდა მანიფესტაციის სისხლში ჩახშობა, რისი ნათელი დადასტურება ისაა, რომ იმავე 9 აპრილს, სოხუმში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების და გაგრაში წმინდა ილია მართლის საზოგადოების მიერ ჩატარებული მიტინგები ხელისუფლებას არ დაურბევია, ხოლო თბილისის მიტინგი კი სისხლში ჩაახშო!

9 აპრილს ქართველ მოწამეთა უმანკო სისხლმა მთელი ერი შეძრა, მათი პიროვნული თავგანწირვა თაობებს მაგალითად გადაეცემა! მაგრამ თბილისის ტრაგედია, თავისთავად ცხადია, სრულიადაც ვერ გამორიცხავდა აფხაზეთის მდგომარეობის შემდგომ გამწვავებას, რადგან ამ მიმართილებით პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. პირიქით, როგორც უკვე აღინიშნა, აფხაზები კიდევ უფრო გათავხედნენ, აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფილად გამოაცხადეს და არავითარ დათმობაზე აღარ წავიდნენ, მეტიც, 14 ივლისს ქართველთა ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ამაში მთავარი დამნაშავე ცხადია საბჭოთა ხელისუფლებაა, მაგრამ ჩვენ – ქართველებსაც გვადევს ცოდვა, ჩვენივე მანკიერი ზნის – შეუთანხმებლობის და ურთიერთქიშპის გამო, რაც აპრილის დღეებში გამოვლინდა.

დღეს უბედურებამდე მივიდა საქმე. დაიღუპნენ ადამიანები.. არ ვიცით, საიდან დაგვემუქრება ხვალ საფრთხე, ღმერთმა ქნას, დღეის მწარე გაკვეთილმა ხვალისთვის მაინც გამოგვატანინოს სათანადო დასკვნები.” ზურაბ ჭავჭავაძე, გაზეთი „ივერია,” 1989 წლის ივლისი.


“23 ივლისს, ღამის თორმეტის ნახევარზე ყვარელში თბილისიდან ჩამოვიდნენ უცნობი პირები, რომლებმაც თავი გამოაცხადეს „ეროვნული ხსნის კომიტეტის“ და ზ. გამსახურდიას წარმომადგენლებად. ისინი მანქანით დადიოდნენ ქუჩებში და ხალხს მეგაფონით იწვევდნენ მიტინგზე. შეკრებილთ მოუწოდეს უვადო გაფიცვისკენ და შეიარაღებისკენ. ხანმოკლე მიტინგის დასასრულს ერთ-ერთმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ყვარლელებს მოუწოდა: ნოდარ ბერიკაშვილს ( ახალსოფლის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე) ჰყავს ავტომატებით შეიარაღებული 300 კაცი, რომლებიც ყოველ წუთს მზად არიან გადამჭრელი ზომების მისაღებად. თქვენც შეიარაღდით და ჩაკეტეთ დაღესტნის ჩამოსავლელი გზები, რადგან ლეკები თქვენზე თავდასხმას აპირებენ. ამან ხალხში გამოიწვია ძლიერი მღელვარება და შეძახილები: წავიდეთ ლეკების სოფელშიო! ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ყვარლის რაიონული განყოფილების წევრებმა მოახერხეს პროვოკაციის აღკვეთა და ლეკებთან შეტაკებების აცილება, მაგრამ შეშფოთებულმა ყვარლელებმა შეიარაღებული რაზმები შექმნეს და ორი დღე-ღამის განმავლობაში დაღესტნიდან გადმოსასვლელი გზები ჰქონდათ შეკრული, რაღა თქმა უნდა, დაღესტნიდან არავითარი მტერი არ გადმოსულა. ჩამოვიდა კი კორესპონდენტი მახაჩყალიდან, რადგან იქ ხმა დაირხა – ქართველები ლეკებს დაერივნენო. ჩვენი საზოგადოების წევრები შეხვდნენ კორესპონდენტს და ლეკების სოფლები დაატარეს, რათა დაერწმუნებინათ რომ არავითარ ძალმომრეობას ლეკების მიმართ ადგილი არა აქვს. რა დაწერა კორესპონდენტმა ჯერჯერობით არ ვიცით.

ორიოდე დღით ადრე გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ღამის 3 საათზე გაბმული ხმოვანი სიგნალით ჩაიარა უნომრო მანქანამ, რომლის მძღოლიც ყვიროდა – ხალხო, ყვარელს ლეკები დაეცნენ, ააოხრეს და ახლა აქეთ მოდიანო! შეშფოთებულმა გურჯაანელებმა თელაველებსაც შეატყობინეს „ლეკიანობის“ ამბავი. ამ დროს კი ყვარელს მშვიდად ეძინა.

საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ დაღესტნელები დღეს ჩვენი კეთილი მეზობლები არიან და ლეკებთან ურთიერთობაზე გასული საუკუნის მიხედვით მსჯელობენ. არადა, დღევანდელ დაღესტანში ჩვენი დიდი რიდიცა აქვთ და სიყვარულიც…

დაღესტნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ლეკები საქართველოს ხედავენ იმედად და მოკავშირედ. ვის აძლევს ხელს ქართველებისა და ლეკების ურთიერთ წაკიდება?! ეს რა უბედურება გვჭირს? თითქოსდა მტერი გვაკლდეს, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ ჩვენი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ და ახლა-ახალი დაძაბულობის კერები შექმნან..” ზურაბ ჭავჭავაძე. გაზეთი “ივერია.” 1989 წლის 12 აგვისტო.

“შორსმჭვრეტელი ლიდერი ” https://lessonsgeo.wordpress.com/2014/11/22/%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A3/

“პოტენციურ მოკავშირეებს მტრებად ნუ მოვიკიდებთ” https://lessonsgeo.wordpress.com/2014/12/16/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/