ტეგები

, ,


ალბათ საინტერესოა რას წერდნენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამომავალი გაზეთები 1989 წლის ივლისში, მაშინ როცა  აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და  როცა ეთნიკურ ნიადაგზე აგორებულმა განხეთქილებამ  პირველი მსხვერპლი მოიტანა.  გაგრის საქალაქო კომიტეტის და სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს გამოცემაში – “ავანგარდი” – სტატიები ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე იბეჭდებოდა.

avangardi

აი, რას წერდა ამ გაზეთში  1989 წლის ივლისის ბოლოს ვინმე  ს წურწუმია – გაგრის მრეწვკომბინატის სახალხო კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე:

“რა მოგვდის? ვის აძლევს ხელს ეს ძმათა მტრობა? ლამის მეზობელი-მეზობელს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდოს სრულიად უბრალოდ და უნებლიედ. შრომისა და პარტიის ვეტერანმა ამ დროულმა კაცმა, ვერ გავიგე  რა ვერ გაგვიყვია. ამდენი საქმე გვაქვს გასაკეთებლი შინ და გარეთ ქართველსაც და აფხაზსაც, სხვა რამისთვის დრო არ უნდა გვრჩებოდეს, მიუხედავად მომხდარი ამბებისა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

აბა დავფიქრდეთ, თვალებს ხომ ვერ დავითხრით, ხალხო! შუღლის ამ ზომამდე გამწვავებაში დიდი ბრალი მიუძღვით ადგილებზე პარტიულ ორგანოებს, ბოროტების მთესველი, ვინც გინდა იყოს ის, უნდა დაისაჯოს. საწარმოებში კოუმინსტთა, ვეტერან მუშაკთა აქტივებიც პასიურობენ. მარტო ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვბი როდი კმარა.

გაგრაგაგრაში გამიტარებია  ცხოვრება, აქ უამრავი მეგობარი, ამხანაგი, ნაცნობი მყავს. მათი უმეტესობა საწარმოებში მუშაობს. როდესაც მესმის ლაპარაკი ქართველთა და აფხაზთა განცალკევების შესახებ, გული მიკვდება. ჩვენთან, გაგრის სამრეწველო კომბინატში ამის მსგავსს ვერ ნახავთ. ღმერთმა ნუ ქნას ასეთი რამ მოხდეს. შესვენების საათებში თუ სხვა დროს ხშირად ნახავთ საგალანტერიო თუ ჭრა-კერვის საამქროების გოგონები, ქალები, როგორ მხიარულად და მეგობრულად იყოფებ ლუკმას. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა, ზოგი ხანდაზმული, რომელი ერთი დავასახელო: ნათელა ბახბაია, დები მიმოზა და ჟანა ჩქოტუები, კლარა ოგანიანი, ნუნუ ფიფია, ზინა ბარციცი, სონია კოსიანი, მარია პაპანდოპულო, ლიანა ჩაჩუა, ზოსია ბენია და სხვები..

ჩვენი საწარმოს საამქროები: სამკერვალო, ხე ტყის თუ ქვის დამამუშავებელი, გაგრაში, ბზიფში, განთიადში, ხეივანსა და სხვაგანაა გაფანტული.. ბევრი მუშა სოციალისტი მუშაობს, ჭირსა და ლხინში კოლექტივი მუდაამ ერთადაა, შუღლი და ეროვნული განხეთქლება მათგან შორსაა. სხვანაირად არც შეიძლება, იქ, სადაც ურთიერთპატივისცემა და სიყვარული აერთიანებთ, საქმეც კარგად მიდის.”