ტეგები

,


საბჭოთა “პერესტროიკის” პერიოდში, საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებეში დაიწყო ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომელთა გამომზეურებაც მანამდე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. მაგალითისთვის – ჟურნალი “მნათობი” 1989 წლის ზაფხულის ნომრებში აქვეყნებდა  ძალიან საინტერესო მასალებს ამბროსი ხელაიას სასამართლოს მიმდინარების შესახებ.  გავიხსენოთ საბჭოთა საქართველოშო როგორ ეხსნებოდა ფარდა  წარსულის ყველაზე ბნელ ფურცლებს.

“19 მარტს , საღამოს 8 საათზე, 25 საათის თათბირის შემდეგ სასამართლომ გამოიტანა შემდეგი განაჩენი: კათალიკოს ამბროსის – იგივე ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაიას, დაპატიმრება 7 წლით და 9 თვით და 24 დღით, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით.

სასამართლოს სხდომების მსვლელობისას წამოჭრილ მრავალ საკითხთაგან გვსურს ყურადღება ორ გარემოებაზე გავამახვილოთ:

1) პროკურატურის უარი ადვოკატ კ. ნინიძის მოთხოვნაზე, რომ პროცესზე პროფესორები ი . ჯავახიშვილი და პ. ინგორიყვა მოეწვიათ, რათა მათ თავიანთი მოსაზრება გამოეთქვათ ა. ხელაიას პრეტენზიის გამო, „საქართველოს ისტორიული მიწების ნაწილის მოსაზღვრე რესპუბლიკებისათვის გადაცემის“ კანონიერებაზე. პროკურატურა აცხადებს – ვკთხულობთ სასამართლო საქმეში – რომ შუამდგომლობა ექსპერტების ი. ჯავახიშვილის და პ. ინგოროყვას დაკითხვის შესახებ ზედმეტია, რადგან ამბროსის ბრალდება მემორანდუმის შედგენა და მტკიცება იმის, თუ რომელი ტერიტორია ჩამოეჭრა საქართველოს საზოგადოებას, ბრალდებისთვის არსებითად მნიშვნელობას არ წარმოადგენს.

2) ახალი მისწრაფებებით შთაგონებული მასის ერთი ნაწილის წარმომადგენლები. მრავალრიცხოვან საწარმოთა კოლექტივების სახელით, სასამართლოზე მოითხოვდნენ, რომ „ქურდ-ბაცაცა“ მღვდლების მიმართ უმკაცრესი ზომები გამოეყენებინათ.

3) მკითხველისთვის საინტერესო იქნება ადგილობრივი პრესის პოზიციაც, კერძოდ გაზეთები: „კომუნისტი,“ „მუშა”  ხშირად ათავსებდნენ ისეთ სტატიებს და ინფორმაციას, რომელთა ავტორები მოითხოვდნენ უმკაცრესი ზომების მიღებას არა მარტო ბრალდებულთა მიმართ არამედ მათი ადვოკატების მიმართაც.“ ხალხის მტრებს იცავენ მხოლოფ ხალხის მტრები და მოღალატენი,“ ( იხ. კომუნისტი 1924 წლის 14 მარტის) პარალელურად ქვეყნდებოდა სასამართლოს მიმდინარეობის ამსახველი კარიკატურები, იბეჭდებოდა ლექსები ( ავტორები: შ. ნავთლუღელი, გ, ხეჩუაშვილი) რომლებშიც ბრალდებულთა მიმართ უდიდესი ზიზღი და კრულვა იყო გამოხატული.”

ჟურნალ “მნათობის” 1989 წლის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა  კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სასამართლოზე კორნელი კეკელიძის მიერ წარმოთქმული სიტყვაც.

კორნელი

“მემორანდუმის შინაარს ვიცნობ. ჩემის შეხედულებით, საეკლესიო კანონების მიხედვით კათოლიკოზ ამბროსის ქონდა მისი გაგზავნის უფლება. ამის მაგალითები ბევრია საქართველოს ისტორიის წარსულიდან, როგორც, მაგალითად, ბიზანტიასთან, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული – რუსეთთან და სხვა. კათოლიკოზ ამბროსის ვიცნობ, როგორც ჩინებულ პუბლიცისტს, მიხედვით მისი წერილობითი გამოსვლებისა სინოდის წინააღმდეგ და აგრეთვე სხვა მეცნიერული ნაშრომებით. რამდენადაც მე ვიცნობ – მისი ხელით ნაწერები, ჯერ კიდევ დაუბეჭდავი, არის მეცნიერული ხასიათისა. ეს ცნობები ეკუთვნის იმ დროს, სანამ ის კათალიკოზობას მიიღებდა. აქვს თუ არა ახლა მას დრო ასეთი შრომისათვის – არ ვიცი. ამას დავუმატებ იმას, რომ ის გულახდილი და პატრიოტი კაცია.”

ჩეკამ ამბროსი ხელაია 1923 წლის იანვარში,  საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრთან ერთად დააპატიმრა. ბრალდებები ასეთი იყო: გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წამომადგენლის გამოუცხადებლობა.