ტეგები

,


საქართველოში ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობა აზვირთებული იყო, მაშინდელ საზოგადოებაში კი ყოფილა კამათი იმაზე – შექმნილ ვითარებაში რა პოზიცია უნდა ჰქონოდა პოეტს? სად უნდა მდგარიყო ის? ამ შეკითხვების გარშემო კამათში ჯანსუღ ჩარკვიანს გაუხსენებია ფრაზა: “რევოლუციის ბარიკადებზე პოეტები არ უნდა იდგნენო.” ამასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება გამოუთქვამს აკაკი ბაქრაძეს 1989 წლის 2 ივნისს გაზეთ “აღმშენებელში” გამოქვეუნებულ ინტერვიუში.

__________________________________________________________________

შეკითხვა: ზოგიერთი არაფორმალური გაერთიანების წევრთაგან ხშირად გაისმის საყვედურები თვით მწერალთა კავშირის წევრთა მიმართ. ერთ-ერთ შეხვედრაზე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალგაზრდობასთან ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა ბრძანა, რომ ფრანგებს აქვთ გამოთქმა „რევოლუციის ბარიკადებზე პოეტები არ უნდა იდგნენო.“ მაშინ როგორ ავხსნათ გალაკტიონის სიტყვები: „ დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია?“ რომელი აზრია დღეს მისაღები?

აკაკიაკაკი ბაქრაძე – ჩემთვის პირადად მისაღებია „დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია.“ ფრანგების მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება. ფრანგების ისტორია და ცხოვრება სხვაა, ჩვენი – სხვა. არც ერთ ფრანგ პოეტს არ სჭირდებოდა ეთქვა – „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერაა.“ საფრანგეთში ამას სხვები აკეთებდნენ და დიდებულადაც. ჩვენ სხვაგვარად არ შეგვეძლო, გვიჭირდა და იმიტომ. განა სულხან -საბამ არ იცოდა, რომ ბერისა და მწიგნობრის საქმე არ არის დიპლომატობა და სხვადასხვა ქვეყნის სამეფო კარზე ხეტიალი, მაგრამ მაშინაც გვიჭირდა და ისიც ყველას ემუდარებოდა საქართველოს ხსნას.
დღესაც გვიჭირს. ამ გაჭირვებისგან ვერავინ გვიხსნის, თუ თავად არ ვიხსენით თავი.

რა თქმა უნდა საქართველოშიც დადგება დრო, როცა პოეტები თავის საქმეს გააკეთებენ, ხოლო პოლიტიკოსები -თავისას. მაგრამ სანამ ეს ჟამი არ მოსულა, პოეტიც იქ უნდა იდგეს, სადაც ქარიშხალია და ინჟინერიც, ექიმიც და აგრონომიც, ხაბაზიც და თერძიც, ბუხჰალტერიცა და მზარეულიც.“